Facebook Twitter

საქმე №ა-487-შ-15-2024 7 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ხ.ძ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქ.ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიცია (გადაწყვეტილება)

დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქ.ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიცით (გადაწყვეტილება) ხ.ძ–მა სახელი „ხ.“ შეიცვალა სახელით „ქ.,“ ხოლო გვარი „ძ–ი“ გვარით „ძ–რი.“

ხ.ძ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატი ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიციის (გადაწყვეტილება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული პეტიცია კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ხ.ძ–ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 თებერვლის განჩინებით ხ.ძ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიციის (გადაწყვეტილება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ხ.ძ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიციის (გადაწყვეტილება) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ქ.ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიცით (გადაწყვეტილება) ხ.ძ–მა სახელი „ხ.“ შეიცვალა სახელით „ქ.,“ ხოლო გვარი „ძ–ლი“ გვარით „ძ–რი.“ აღნიშნული პეტიცია (გადაწყვეტილება) კანონიერ ძალაშია შესული და აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ხ.ძ–ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიცია (გადაწყვეტილება) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ხ.ძ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ ჯერსის შტატის ნიუარკის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 2 თებერვლის პეტიცია (გადაწყვეტილება), რომლითაც ხ.ძ–მა სახელი „ხ.“ შეიცვალა სახელით „ქ.,“ ხოლო გვარი „ძ–ლი“ გვარით „ძ–რი.“

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი