Facebook Twitter

საქმე №ა-6419-შ-189-2023 7 მარტი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მირანდა ერემაძე, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ს–დი

მოწინააღმდეგე მხარე – ე.მ–ის

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მხარე მოითხოვს – გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება

დავის საგანი – არასრულწლოვან ბავშვზე მშობლის მეურვეობის შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.მ–ისს შეუწყდა მშობლის მეურვეობა 2012 წლის 6 აპრილს დაბადებულ დ.მ–ზე და მეურვეობა ერთპიროვნულად მიენიჭა დედას - დ.ს–დის.

დ.ს–დის წარმომადგენელმა ლ.დ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოთმითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 10 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ დ.ს–დი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 დეკემბრის განჩინებით დ.ს–დის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ზემოთმითითებული განჩინება და დ.ს–დის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ე.მ–ისს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ დ.ს–დის შუამდგომლობა გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილებით ე.მ–ისს შეუწყდა მშობლის მეურვეობა 2012 წლის 6 აპრილს დაბადებულ დ.მ–ზე და მეურვეობა ერთპიროვნულად მიენიჭა დედას - დ.ს–დის. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 10 სექტემბერს. ამასთან, შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, იგი აღსრულებულია გერმანიის ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ დ.ს–დი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ს–დის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას გერმანიის მიუნხენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2016 წლის 10 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც ე.მ–ისს შეუწყდა მშობლის მეურვეობა 2012 წლის 6 აპრილს დაბადებულ დ.მ–ზე და მეურვეობა ერთპიროვნულად მიენიჭა დედას - დ.ს–დის.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ზურაბ ძლიერიშვილი

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე

ეკატერინე გასიტაშვილი