Facebook Twitter

15 ნოემბერი 2023 წელი

№ას-1204-2023 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინებით, შ.პ.ს. „კ“-ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებულია უსწორობა და შ.პ.ს. „კ“-ს ნაცვლად მითითებულია შ.პ.ს. „ტ-სი“.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. დასახელებული მუხლის საფუძველზე, სასამართლო მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით გაასწორებს უზუსტობას იმ შემთხვევაში, თუ დაადგენს, რომ ამა თუ იმ პროცესუალურ დოკუმენტში დაშვებულ იქნა უსწორობა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა და განჩინების შესავალ ნაწილში კერძო საჩივრის ავტორად შ.პ.ს. „ტ“-ს ნაცვლად მიეთითოს შ.პ.ს. „კ-სი“ და ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში შ.პ.ს. „ტ“-ს ნაცვლად მიეთითოს შ.პ.ს. „კ-ი“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 15 ნოემბრის განჩინების შესავალ და სარეზოლუციო ნაწილებში დაშვებული უსწორობა.

2. განჩინების შესავალ ნაწილში კერძო საჩივრის ავტორად შ.პ.ს. „ტ“-ს ნაცვლად მიეთითოს შ.პ.ს. „კ-სი“ და ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში შ.პ.ს. „ტ“-ს ნაცვლად მიეთითოს შ.პ.ს. „კ-სი“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი