Facebook Twitter

№ას-1437-2023

16 იანვარი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საჩივრის ავტორი – შპს ,,ო.ა-ს–ო’’

მოწინააღმდეგე მხარეები – ქ.ძ–ი, ს.მ–ძე, დ.მ–ძე, ქ.ძ–ი, თ.ძ–ი, ა.ძ–ი, თ.ძ–ი და ი.თ–ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინების და მისი უცვლელად დატოვების თაობაზე, იმავე სასამართლოს 2023 წლის 04 ნოემბრის განჩინებისგაუქმება

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – საჩივრის უარყოფა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. 2023 წლის 09 იანვარს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, განცხადებით მიმართა შპს „ო.ა-ს–ომ’’ და მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვა, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ .......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/კ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „ი–ში“ (ს/ნ.....), შპს“მ–ში“ (ს/ნ.....), შპს“ი–ში“ (ს/ნ.....), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ.....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით, შპს „ო.ა-ს–ოს“ განცხადება საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა; საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აიკრძალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/კ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „ი–ში“ (ს/ნ.....), შპს“მ–ში“ (ს/ნ.....), შპს“ი–ში“ (ს/ნ.....), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ.....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას. განმცხადებელს განემარტა, რომ, თუ უზრუნველყოფის ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგება, მაშინ ის მხარე, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა უზრუნველყოფა, ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს ზარალი, რომელიც მას მიადგა სარჩელის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად.

3. ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინეს შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ...... 100%-იანი წილის მფლობელმა - ქ.ძ–მა, შპს „მ–ის“(ს/ნ.....) 100%-იანი წილის მფლობელმა - ს.მ–ძემ, შპს „მ–ის“ (ს/ნ .....), 100%-იანი წილის მფლობელმა - დ.მ–ძემ, შპს „ი–ის“ (ს/ნ.....) 100%-იანი წილის მფლობელმა - ქ.ძ–მა, შპს“ი–ის“ (ს/ნ.....),100%-იანი წილის მფლობელმა - თ.ძ–მა, შპს „მ–ის“ (ს/ნ.....) 100%-იანი წილის მფლობელმა - ა.ძ–მა, შპს „მ–ის“ (ს/ნ.....) 100%-იანი წილის მფლობელმა - თ.ძ–მა, და შპს „მ–ის“ (ს/ნ.....),100%-იანი წილის მფლობელმა ი.თ–მა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დაკმაყოფილება.

4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინებით, ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა ს–ოს უზენაეს სასამართლოს.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 02 ივნისის განჩინებით, ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 მარტის განჩინება და საჩივარი ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე პალატას. საკასაციო პალატა მითითებულ განჩინებაში საეჭვოდ მიიჩნევს კავშირს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებასა და განმცხადებლის მოთხოვნას შორის. ამავე განჩინების მიხედვით, ასევე საეჭვოდ არის მიჩნეული, რომ სასარჩელო მოთხოვნების პირობებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ სახით, რა სახითაც ამას მოსარჩელე მოითხოვს, უზრუნველყოფს თუ არა მხარეთა ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას, ხომ არ გამოიწვევს მოპასუხეთა ინტერესების გაუმართლებელ, არაპროპორციულ შეზღუდვას. საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს განმარტებით საეჭვოა მითითებული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უალტერნატივო აუცილებლობა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებით, ქ.ძ–ის, ს.მ–ძის, დ.მ–ძის, ქ.ძ–ის, თ.ძ–ის, ა.ძ–ის, თ.ძ–ის და ი.თ–ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინება, რომლითაც საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, აეკრძალა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპანიებში - შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/კ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „ი–ში“ (ს/ნ.....), შპს “მ–ში“ (ს/ნ.....), შს“ი–ში“ (ს/ნ.....), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ.....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას; ხოლო, განცხადება სარჩელის უზრუნველყოფით მოსალოდნელი ზარალის ანაზღაურების უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა.

7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „ო.ა-ს–ომ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. საჩივარში მხარემ აღნიშნა, რომ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაში მითითებული ყოველი გარემოება, რაც განაპირობებს მოპასუხეთა მხრიდან არაკეთილსინდისიერი მოქმედებების განხორციელების და სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებისა ან/და მისი აღსრულების შეუძლებლობის საფრთხის თაობაზე ვარაუდის არსებობას, გამყარებულია განცხადებაზე თანდართული მტკიცებულებებით. მათი არსებობის პირობებში დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტის დაკმაყოფილება ცხადია. შესაბამისად, გაუგებარია მოსაზრება, რომ თითქოს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება მხოლოდ მასში გაკეთებულ განმარტებებს მოიცავს.

8. საჩივრის ავტორმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი გარემოება, რომელიც ცხადყოფს მოპასუხისაგან სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ან/და მისი აღსრულების შეუძლებლობის საფრთხის თაობაზე ვარაუდის არსებობას, შეეხება ფაქტს იმის თაობაზე, რომ ქ.ძ–მა იმ დროის მონაკვეთში, როდესაც სამეწარმეო რეესტრის შეცდომაში შეყვანის შედეგად, ხუთ თვემდე ვადით, რეგისტრირებული იყო შპს „გ.ს–ის“ დირექტორად მოჩვენებითი (თვალთმაქცური) გარიგებების საფუძველზე, ყოველგვარი ნასყიდობის საფასურის გადახდის გარეშე, შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ......) კუთვნილი 4 499 708 კვ.მ საერთო ფართის მქონე 3 მიწის ნაკვეთი და 4125 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით აღრიცხა სხვა, იდენტური სახელწოდების მქონე კომპანიის შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ.....) სახელზე. აღსანიშნავია, რომ ქ.ძ–მა 2019 წლის 16 აპრილს და იმავე წლის 6 დეკემბერს ოთხივე უძრავი ნივთი, ასევე მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხა მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ გ.მ–ზე. (აღნიშნული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით მხარეთა შორის მიმდინარეობს სასამართლო დავა).

9. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 04 ნოემბრის განჩინებით, შპს „ო.ა-ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის განჩინება და საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.

10. პალატამ, ყურადღება გაამახვილა საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 02 ივნისის განჩინებაზე, სადაც პალატა საეჭვოდ მიიჩნევს კავშირს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიებასა და განმცხადებლის მოთხოვნას შორის. ამავე განჩინების მიხედვით, ასევე საეჭვოდ არის მიჩნეული, რომ სასარჩელო მოთხოვნების პირობებში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება იმ სახით, რა სახითაც ამას მოსარჩელე მოითხოვს, უზრუნველყოფს თუ არა მხარეთა ინტერესების ოპტიმალურ დაკმაყოფილებას, ხომ არ გამოიწვევს მოპასუხეთა ინტერესების გაუმართლებელ, არაპროპორციულ შეზღუდვას. საბოლოოდ უზენაესი სასამართლოს განმარტებით საეჭვოა მითითებული სახით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების უალტერნატივო აუცილებლობა.

11. მოცემულთან მიმართებით, პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამასთან, მითითებული არ შეიძლება გაგებულ იქნეს, ისე, რომ სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეცვალოს უზრუნველყოფის ღონისძიების საგანი. აღნიშნული ნორმის მიხედვით სასამართლოს დისკრეციის სფეროს განეკუთვნება მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების საგანთან მიმართებით სარჩელის უზრუნველყოფის სახის განსაზღვრა, რაც ასევე გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან.

12. ამდენად, ვინაიდან განმცხადებლის მიერ მითითებული საგნის შეცვლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმებისა და საქმის მასალების შესწავლის შედეგად, მივიდა დასკვნამდე, რომ საჩივარი დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებათა გამო:

13. სსსკ-ის 399-ე მუხლის საფუძველზე, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც სსსკ-ის XLIL თავი შეიცავს. სსსკ-ის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამავე კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით.

14. სოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად, ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

15. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს წარმოადგენს საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე უარის შესახებ სააპელაციო სასამართლოს განჩინების კანონიერების შეფასება.

16. საკასაციო პალატის განმარტებით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის საკითხებში, მიუხედავად საარბიტრაჟო განხილვის ადგილისა, სასამართლოს აქვს იგივე უფლებამოსილებანი, რაც სამართალწარმოებაში სარჩელისუზრუნველყოფის საკითხებთან დაკავშირებით. სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გამოიყენება სსსკ-ის XXIII თავით დადგენილი წესები, გარდა 198-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ი“ ქვეპუნქტებისა, საერთაშორისო საარბიტრაჟო წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით (იხ. „არბიტრაჟის შესახებ“ ს–ოს კანონის 23-ე მუხლი);

17. საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებაზე წარდგენილი საჩივარი, სსსკ-ის 35613-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-3 ნაწილისა და 1971-ე მუხლის თანახმად, ექვემდებარება საკასაციო სასამართლოს მიერ განხილვას.

18. მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს/არბიტრაჟის საბოლოო გადაწყვეტილებაზე (სსსკ-ის 191.1 მუხლი).

19. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს სამომავლოდ მისაღები სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობა წარმოადგენს, ვინაიდან საქმის სამართლიანი განხილვის უფლება მოიცავს ასევე ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების უფლებასაც და ნებისმიერი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, „სასამართლო პროცესის“ განუყოფელ ნაწილად განიხილება (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება შ.პ.ს. „იზა“ და მაკრახიძე ს–ოს წინააღმდეგ“).სხვა საქმეში ევროსასამართლომ ასევე განმარტა, რომ სასამართლოსათვის სარჩელის წარდგენის უფლება არ არის თეორიული უფლება და არ უზრუნველყოფს მხოლოდ უფლების აღიარებას საბოლოო გადაწყვეტილების მეშვეობით, არამედ - ასევე შეიცავს ლეგიტიმურ მოლოდინს იმასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილება აღსრულდება (იხ.განაცხადი №40765/02; Burdov v. Russia, no. 59498/00, §34, ECHR 2002-III; Hornsby v. Greece , judgment of 19 March 1997, Reports of Judgments and Decisions 1997-II, p. 510, §40 Hornsby; Mutishev and Others v. Bulgaria, 18967/03, §129, 3 December 2009; Antonetto v. Italy, no. 15918/89, §28, 20 July 2000).“

20. საკასაციო პალატას არაერთხელ განუმარტავს, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, მაქსიმალურად გათვალისწინებული უნდა იქნეს ორივე მხარის კანონიერი ინტერესი. დავის საგნის დაცვის აუცილებლობიდან გამომდინარე, რითაც ხდება მოსარჩელის კანონიერი ინტერესის რეალიზაცია და მისი სარჩელის უზრუნველყოფა, არ უნდა მოხდეს მოპასუხე მხარის უფლებების უპირობო და ცალსახა შელახვა, არამედ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის უფლებრივი პოზიციების გონივრულ ფარგლებში შეზღუდვა-შევიწროებით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცულობისთვის. იმისათვის, რომ მოხდეს მხარეთა ინტერესების დაბალანსება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება (იხ. სუსგ. №ას-795-2022 19.07.2022წ).

21. პირველ რიგში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაზე მსჯელობისას, სასამართლო აფასებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა რეალურად იქონიებს, თუ არა გავლენას გადაწყვეტილების აღსრულებაზე, ანუ, განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება კავშირში უნდა იყოს განმცხადებლის მოთხოვნასთან და უნდა უზრუნველყოფდეს მას; აქედან გამომდინარე, სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს ყოველთვის უნდა შეაფასოს, აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება (იხ. სუსგ. №ას-449-431-2016, 07.07.2016წ).

22. განსახილველ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით განმცხადებელი ითხოვს დავის საბოლოო გადაწყვეტამდე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში იმ ცვლილების განხორციელების აკრძალვას, რომელიც გულისხმობს შპს „გ.ს–ში“ (ს/ნ ......), შპს „მ–ში“ (ს/ნ .....), შპს „მ–ში“ (ს/კ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „მ–ში“ (ს/ნ.....), შპს „ი–ში“ (ს/ნ.....), შპს“მ–ში“ (ს/ნ.....), შპს “ი–ში“ (ს/ნ.....), წილის მმართველად შპს „ო.ა-ს–ოს“ (ს/ნ.....) რეგისტრირებული მონაცემის გაუქმებას, ხოლო მოსარჩელის საარბიტრაჟო მოთხოვნას წარმოადგენს - შპს „ო.ა ს–ოს“ საკუთრებაში - ქ.ძ–ის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „გ.ს–ის“ 100%-იანი წილის; ს.მ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „მ–ის“ 100%-იანი წილის; დ.მ–ძის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „მ–ის“ 100%-იანი წილის; ქ.ძ–ის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „ი–ის“ 100%-იანი წილის; თ.ძ–ის საკუთრებად რეგისტრირებული შპს“ი–ის“ 100%-იანი წილის; ა.ძ–ის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „მ–ის“ 100%-იანი წილის; თ.ძ–ის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „მ–ის“ 100%-იანი წილის და ი.თ–ის საკუთრებად რეგისტრირებული შპს „მ–ის“ 100%-იანი წილის აღრიცხვა.

23. როგორც ზემოთ აღინიშნა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების კონკრეტული სახე დავის საგნის ადეკვატური უნდა იყოს. პალატის მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიება არ არის ტოლფასი სასარჩელო მოთხოვნებთან მიმართებით. კერძოდ, იგი ვერ უზრუნველყოფს სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებას და მოსარჩელის დარღვეული უფლებების სრულ და რეალურ აღდგენას.

24. საჩივრის ავტორი, მოპასუხისაგან სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების ან/და მისი აღსრულების შეუძლებლობის საფრთხის დასასაბუთებლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქ.ძ–მა მოჩვენებითი (თვალთმაქცური) გარიგებების საფუძველზე, ყოველგვარი ნასყიდობის საფასურის გადახდის გარეშე, შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ ......) კუთვნილი 4 499 708 კვ.მ საერთო ფართის მქონე 3 მიწის ნაკვეთი და 4125 კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით აღრიცხა სხვა, იდენტური სახელწოდების მქონე კომპანიის შპს „გ.ს–ის“ (ს/ნ.......) სახელზე. ასევე, ქ.ძ–მა 2019 წლის 16 აპრილს და იმავე წლის 6 დეკემბერს ოთხივე უძრავი ნივთი, ასევე მოჩვენებითი ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე აღრიცხა მასთან ნათესაურ კავშირში მყოფ გ.მ–ზე.

25. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებს იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელის მიერ ზემოთ მოყვანილი მოტივაცია, ვერ მიიჩნევა იმგვარ დასაბუთებულ პრეტენზიად, რაც შესაძლებლობას მისცემდა სასამართლოს ევარაუდა სამომავლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების გაძნელებისა ან/და მისი აღსრულების შეუძლებლობის საფრთხის თაობაზე. საჩივრის ავტორის არგუმენტაცია უმთავრესად მდგომარეობს მართვაში გადაცემული კომპანიების სახელზე რიცხული ქონებების გადამალვის, გასხვისებისა და დაზიანების საფუძველზე, მ–ში ამ კომპანიების პარალიზების, მათი ფუნქციონირების გართულების თავიდან აცილებაში და არა წინამდებარე საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულების ხელისშემშლელი რისკების განეიტრალებაში.

26. საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, საკითხს იმის შესახებ, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიება უნდა იქნეს გამოყენებული, წყვეტს სასამართლო მოსარჩელის განცხადების შესაბამისად. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის. აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება დაშვებული იქნეს სარჩელის უზრუნველყოფის რამდენიმე სახე.

27. სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ მან პირის მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების რეალური განხორციელების სამართლებრივი გარანტიები შექმნას (კაჟაშვილი გულიკო. საპროცესო უზრუნველყოფა, როგორც აღსრულებადი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა. დისერტაცია. თბილისი, 2018, გვ. 60).

27. მართალია, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი მოსარჩელის ინტერესების დაცვას ემსახურება, თუმცა სავალდებულოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება რომ სამოქალაქო პროცესი, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის უმნიშვნელოვანესი პრინციპებიდან გამომდინარე, თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 198-ე მუხლის ზემოთ მითითებული დანაწესები არ შეიძლება გაგებულ იქნეს, ისე, რომ სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით შეცვალოს უზრუნველყოფის ღონისძიების საგანი. ამოსავალი წერტილი, რა თქმა უნდა, მოსარჩელის განცხადებაში დაფიქსირებული მოთხოვნებია და სასამართლოს დისკრეცია შემოიფარგლება მხოლოდ უზრუნველყოფის ღონისძიების საგანთან მიმართებით სარჩელის უზრუნველყოფის სახის განსაზღვრით, რაც ასევე გამომდინარეობს ზემოაღნიშნული მუხლის მე-3 ნაწილის შინაარსიდან. შესაბამისად, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმ გარემოებასთან დაკავშირებით, რომ განმცხადებლის მიერ მითითებული უზრუნველყოფის საგნის შეცვლის გარეშე ფაქტობრივად შეუძლებელია სხვა სახის სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება.

28. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინებები დასაბუთებულია, კანონიერი და საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნის სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ მისი გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ წინაპირობას. შესაბამისად, არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილების და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ს–ოს სამოქალაქო საპროცესო

კოდექსის 399-ე, 1971.4-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე, 295-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო.ა-ს–ოს“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 26 სექტემბრის და 04 ნოემბრის განჩინებები;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე