Facebook Twitter

საქმე ას-555-2023 26 მარტი, 2024 წელი

. ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი (მოსარჩელე) - დ.პ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - შპს „დ.ს–ი“

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა, იძულებითი განაცდურის, სახელფასო დავალიანების და დაყოვნების პირგასამტეხლოს დაკისრება

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საკუთარი ინიციატივით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებასა ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და დაადგინა:

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ბათილად იქნეს ცნობილი შპს „დ.ს–ის“ 07.06.2022 წლის ბრძანება N07-001 დ.პ–თან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ".

ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტში არასწორად მითითებული „1835 აშშ დოლარის“ უნდა ჩასწორდეს და მიეთითოს შემდეგი სახით: „1,835 აშშ დოლარი (ერთი დოლარი და რვაას ოცდათხუთმეტი ცენტი)“. ასევე, 2024 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მეექვსე პუნქტში არასწორად მითითებული „1835 აშშ დოლარის“ უნდა ჩასწორდეს და მიეთითოს შემდეგი სახით: „1,835 აშშ დოლარის (ერთი დოლარი და რვაას ოცდათხუთმეტი ცენტი)“.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებასა ამავე გადაწყვეტილების საფუძველზე 2024 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში დაშვებული უსწორობა;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მესამე პუნქტში დაემატოს შემდეგი წინადადება: „ბათილად იქნეს ცნობილი შპს „დ.ს–ის“ 07.06.2022 წლის ბრძანება N07-001 დ.პთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ";

3.საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეექვსე პუნქტში არასწორად მითითებული „1835 აშშ დოლარის“ ჩასწორდეს და მის ნაცვლად მიეთითოს შემდეგი: „1,835 აშშ დოლარის (ერთი დოლარი და რვაას ოცდათხუთმეტი ცენტი)“;

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 მარტს გაცემულ სააღსრულებო ფურცლის მეექვსე პუნქტში არასწორად მითითებული „1835 აშშ დოლარის“ ჩასწორდეს და მის ნაცვლად მიეთითოს შემდეგი: „1,835 აშშ დოლარის (ერთი დოლარი და რვაას ოცდათხუთმეტი ცენტი)“;

5. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე