საქმე №ა-875-შ-23-2024 26 მარტი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე
ლევან მიქაბერიძე
საქმის განხილვის ფორმა ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორები – ი.კ–ძე, ტ.კ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე - ჯ.ს.დ–ი
განხილვის საგანი – ბელგიის აღმოსავლეთ ფლანდრიის ქ. დენდერმონდეს სასამართლოს 2012 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – შვილად აყვანა
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უსწორობის გასწორება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე, საკუთარი ინიციატივით განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და დაადგინა:
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.
მოცემულ შემთხვევაში საკასაციო სასამართლომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია სასამართლო განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა სასამართლო სხდომაზე.
განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ პუნქტში არასწორად მითითებული „ი.კ–ძისა და ტ.კ–ძის“ უნდა ჩასწორდეს და მიეთითოს შემდეგი სახით: „ი.კ–ძე დ–სა და ტ.კ–ძე-დ–ის“ ასევე, ამავე განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში არასწორად მითითებული „ჯ.ს.დ–მა“ უნდა ჩასწორდეს და მიეთითოს შემდეგი სახით: „ჯ.ს.დ–სმა“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველ და მეორე პუნქტებში დაშვებული უსწორობა;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტი გასწორდეს და არასწორად მითითებული „ი.კ–ძისა და ტ.კ–ძის“ ნაცვლად მიეთითოს შემდეგი: „ი.კ–ძე-დ–სა და ტ.კ–ძე-დ–ის“;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 20 მარტის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტი გასწორდეს და არასწორად მითითებული „ჯ.ს.დ–მა“ ნაცვლად მიეთითოს შემდეგი: „ჯ.ს.დ–სმა“;
4. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: მ. ერემაძე
მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე
ლ. მიქაბერიძე