საქმე №ას-1434-2023
15 მარტი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი - შპს ,,კ-ბა’’
მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ა-დი ..“
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს და 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებები
საჩივრის ავტორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი - სარჩელის უზრუნველყოფა
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება - საჩივარზე წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1.თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 22 მაისის გადაწყვეტილებით, შპს „ა–დი ..“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „კ–ბას“ შპს „ა–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 26 721.12 ლარის გადახდა.
2. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „კ–ას“ წარმომადგენელმა.
3. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე შპს „ა–დი ..“-მა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და დავის საბოლოო დასრულებამდე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის მიზნით, შპს „ა–დი ..-ის“ მიმართ არსებული დავალიანების - 26 721.12 ლარის ფარგლებში, შპს „კ–ბას“ საბანკო ანგარიშებზე - სს „თ. ბ–ში", სს „ს.ბ–ში", სს „ლ. ბ–ში", სს „ბ–ში", სს „ვ.ბ. ჯ–აში", სს „ბ. ქ.ში", სს „პ.ბ–ში", სს „ს.რ.ბ–ში", სს „ზ.ბ. ს–ში", სს „ი. ბ.ს–ში", სს „ტ–ში", სს „ხ.ბ. ს–ში", სს „პ.ბ–ი საქართველოში", სს „ფ.ბ.ს–ში" და სს „კ.ბ–ში" არსებულ ფულად სახსრებზე ნებისმიერ ვალუტაში ყადაღის დადება ითხოვა, გარდა საბიუჯეტო, სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებით, შპს „ა–დი ..“-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და შპს „ა–დი ..“-ის მიმართ, არსებული ფულადი დავალიანების - 26 721, 12 ლარის ფარგლებში ყადაღა დაედო სს „თ.ბ–ში", სს „ს.ბ–ში", სს „ლ.ბ–ში", სს „ბ–ში", სს „ვ. ბ.ჯ–ში", სს „ბ.ქ–ში", სს „პ. ბ–ში", სს „ს.რ.ბ–ში", სს „ზ.ბ.ს–ში", სს „ი. ბ.ს–ში", სს „ტ–ში", სს „ხ.ბ.ს–ში", სს „პ.ბ. ს–ში", სს „ფ.ბ.ს–ში" და სს „კ.ბ–ში", შპს „კ–ას“ საბანკო ანგარიშებზე არსებულ ფულად სახსრებს ნებისმიერ ვალუტაში, გარდა საბიუჯეტო, სახელფასო ვალდებულებების შესრულებისათვის საჭირო გასაცემლებისა.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე საჩივარი წარადგინა შპს „კ–ას“ წარმომადგენელმა და მისი გაუქმება მოითხოვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 25 ოქტომბრის განჩინებით, შპს „კ–ას“ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 1 აგვისტოს განჩინებაზე არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 06 ნოემბრის განჩინებით, დაკმაყოფილდა შპს „კ“-ს შუამდგომლობა და უზრუნველყოფის ღონისძიება შეიცვალა საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის შეტანით.
8. 2024 წლის 06 მარტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა, შპს „კ–ას“ დირექტორმა, გ.ფ–მა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 აგვისტოს განჩინებაზე წარდგენილი საჩივრის განუხილველად დატოვება, მასზე უარის თქმის გამო.
9. შპს „კ–ას“ დირექტორმა განცხადებაში აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2024 წლის 24 იანვარს, გამართულ სხდომაზე, საქმის ზეპირი განხილვისას მხარეები, მორიგდნენ. შესაბამისად, დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგება და შეწყდა საქმის წარმოება. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, მხარე უარს ამბობს საჩივარზე რაც წარდგენილი იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 01 აგვისტოს განჩინებაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა წარმოდგენილი განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საჩივარზე წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
11. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.
12. ზემოთ დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ეტაპზე დაუბრკოლებლად იხელმძღვანელოს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოსთვის დადგენილი წესით, საქმის განხილვის მომწესრიგებელი იმ ნორმებით, რომლებიც საკასაციო სამართალწარმოებისას სპეციალურ რეგულაციას არ ექვემდებარებიან, თავის მხრივ, საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი არ შემოიფარგლება მხოლოდ პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვაზე და მასში მითითებული თითოეული საპროცესო მოქმედების განხორციელება მხარეს შეუძლია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე (იხ. სუსგ. Nას-1617-2022, 16.01.2023წ).
13.ზემოაღნიშნულ ნორმათა საფუძველზე, საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პროცესის დისპოზიციურობის ერთ-ერთი კონკრეტული გამოვლენა მოთხოვნაზე უარის თქმის უფლება სახეზეა: საჩივრის ავტორი უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი შედეგების გათვალისწინებით, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე დაუბრკოლებლად განაცხადოს უარი თავის საჩივარზე.
16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე, ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.მითითებული კოდექსის 378-ე მუხლი, ასევე, ადგენს, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.
17. მოცემულ შემთხვევაში საჩივრის ავტორმა უარი განაცხადა საჩივარზე, რითაც მოახდინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლების რეალიზაცია, რაც, იმავე კოდექსის 272-ე და 378-ე მუხლების შესაბამისად, მიმდინარე წარმოების შეწყვეტის საფუძველია. პალატა მიიჩნევს, რომ შპს „კ–ას“ საჩივარზე უნდა შეწყდეს საქმის წარმოება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე , 284 და 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „კ–ბას“ დირექტორის, გ. ფ–ის, შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს;
2. შეწყდეს წარმოება შპს „კ–ას“ საჩივარზე;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე