Facebook Twitter

საქმე №ას-963-2023 22 ნოემბერი, 2023 წელი თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე,

ლ. მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

პირველი კასატორი - შპს „დ.ჯ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელით მოპასუხე)

მეორე კასატორი - შპს „ი–ი“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელით მოსარჩელე, აპელანტი)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის განჩინება

პირველი საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

მეორე საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს ,,დ.ჯ–ის“ წესდების მე-4 მუხლის თანახმად, შპს ,,დ.ჯ–ის“ 50% წილის მესაკუთრე პარტნიორია შპს ,,კ–ი“, ხოლო 50%-ის - შპს ,,ი–ი“. შპს ,,ი–ის“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია გ.ა–ძე; შპს ,,კ–ის“ 100% წილის მესაკუთრე პარტნიორია დ. კ–იძე.

2. 2019 წლის 05 მარტს, 07 მარტს, 04 აპრილს, 12 აპრილს, 08 მაისს, 23 მაისს, 17 ივნისს შპს ,,ს.ს.კ–სა“ და შპს ,,დ.ჯ–ს“ შორის გაფორმდა ლიზინგის გამოსყიდვის უფლებით შემდეგი შესაბამისი ხელშეკრულებები: #GLC19/0007770; #GLC19/0007820; #GLC19/0008281; #GLC19/0008302; #GLC19/0008742; #GLC19/0008996; #GLC19/0009197.

3. 2019 წლის მარტი-აპრილის თვეში მხარეთა შორის გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული სალიზინგო ხელშეკრულების ფარგლებში გ.ა–ძემ, თ.ა–ძემ, დ. კ–იძემ, შპს ,,კ–იმ“, შპს ,,ი–იმ“ განაცხადეს წერილობითი თანხმობა სოლიდარული თავდებობის შესახებ.

4. 2019 წლის 23 მაისს შპს ,,ს.ს.კ–სა“ და ლ. კ–იძეს შორის 23.05.2019 წლის #GCLC19/0008996 ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა # GCLC19/0008996-ა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა ლ. კ–იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........., მე-10 ბლოკი, ბინა N15-30ა. ს.კ. .......

5. 2019 წლის 17 ივნისს შპს ,,ს.ს.კ–სა“ და ს. კ–იძეს შორის 17.06.2019 წლის ლიზინგის ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა #GLC19/0009197-ა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა სვეტლანა კ–იძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ........, ს.კ. N ......; 2019 წლის 08 აპრილს შპს ,,დ.ჯ–სა“ (მეიჯარე) და შპს ,,ი–ის“ (მოიჯარე) შორის გაფორმდა მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულება N19/002.

6. ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, მოიჯარე (შპს ,,ი–ი“) იღებს დროებით სარგებლობასა და მფლობელობაში მეიჯარის (შპს ,,დ.ჯ–ი“) საკუთრებაში არსებულ მოძრავ ქონებას - სამშენებლო ტექნიკას.

7. ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, საიჯარო ქონებით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა განისაზღვრა დანართი N1-ით, ხოლო საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელებულიყო ყოველი თვის 20 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების გზით.

8. ხელშეკრულების მესამე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ვადა განისაზღვრა 2020 წლის 31 დეკემბრამდე. 5.2 მუხლით, ,,მეიჯარე“ უფლებამოსილია დააკისროს ,,მოიჯარეს“ წინადებარე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებული პირობის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.5%.

9. ამავე ხელშეკრულების მეექვსე მუხლით, ქონების გადაცემა ხორციელდება მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები. საიჯარო ქონება მოიჯარეს უნდა გადაეცეს წინამდებარე ხელშეკრულების ხელის მოწერის დღიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. მოიჯარე ვალდებულია საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ 2 სამუშაო დღის განმავლობაში დაუბრუნოს ,,საიჯარო ქონება“ მეიჯარეს, გამართულ მდგომარეობაში, ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით. საიჯარო ქონების დაბრუნება ხორციელდება მხარეთა მიერ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებით, რომელსაც ხელს აწერენ მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლები.

10. საიჯარო ტექნიკის სახეობები და ქირის ოდენობა განისაზღვრა ხელშეკრულების დანართი #1-ით, რომლის თანახმად, იჯარით გაცემული იქნა: 1) გრეიდერი SDLG, ვინ#VLGG9190AK0600807; გამოშვების წელი - 2019, სახ. ნომერი ....., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 14 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით;მ2) თვლიანი სატვირთველი SDLG, ვინ#VLGL953FCK0620166; გამოშვების წელი - 2019, სახ. ნომერი ........, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 10 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით; 3) თვლიანი სატვირთველი SDLG, ვინ#VLGL953FJK0620165; გამოშვების წელი - 2019, სახ. ნომერი ...., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 10 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით; 4) JAC HFC3251KR1, ვინ#IJI3RDJ2H3300044; 2017 წელი, სახ. ნომერი ....

11. ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენდა 8000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

12. 2019 წლის 03 მაისს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში დაემატა - სატკეპნი Bomag BW213 D5, ვინ#101586711049, გამოშვების წელი - 2019, სახ. ნომრით ..., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 10 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

13. 2019 წლის 06 მაისს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში დაემატა - სატკეპნი Bomag BW213 D5, ვინ#101586711057, გამოშვების წელი - 2019, სახ. ნომრით ......, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 10000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

14. 2019 წლის 19 აპრილს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში დაემატა - თვითმცლელი Ford Cargo 4142D ვინ # NM0MKXTP6MGG98481; გამოშვების წელი - 2016, სახ. ნომრით ...., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით.

15. 2019 წლის 24 მაისს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში დაემატა - 1) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP516997, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ...., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8000 ლარი დღგ-ს ჩათვით; 2) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP516994, გამოშვების წელი - 2012, სახ. ნომრით ......, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8000 ლარი დღგ-ს ჩათვით; 3) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP516998, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8 000 ლარი დღგ-ს ჩათვით; 4) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP516996, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8 000 ლარი დღგ-ს ჩათვით; 5) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP517001, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8 000 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

16. 2019 წლის 17 ივნისს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში დაემატა - Mescedes Benz ფურგონი, ვინ # WDB9066131S259708, გამოშვების წელი - 2007, სახ. ნომრით ...., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 1 500 ლარს დღგ-ს ჩათვლით;

17. 2019 წლის 18 ივნისს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში დაემატა - 1) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP517000, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8000 ლარი დღგ-ს ჩათვით; 2) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP516995, გამოშვების წელი - 2013 წელი, სახ. ნომრით ......, ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8000 ლარი დღგ-ს ჩათვით; 3) ასტრა თვითმცლელი ვინ # ZCNH88444BP517003, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ....., ყოველთვიური საიჯარო ქირა - 8000 ლარი დღგ-ს ჩათვლით;

18. 2019 წლის 01 სექტემბერს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულებაში 2019 წლის 01 სექტემბრიდან დაემატა ექსკავატორი VOLVO, ვინ # VCEC300DL00271429, გამოშვების წელი - 2018 წელი, სახ. ნომრით ...... და ექსკავატორი VOLVO, ვინ # VCEC250DK00270967, გამოშვების წელი - 2018, სახ. ნომრით ....... ყოველთვიური საიჯარო ქირა ნაცვლად 12000 ლარისა დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 600-600 ლარით ყოველდღიურად;

19. 2019 წლის 07 ოქტომბერს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც 2019 წლის 07 ოქტომბრიდან ექსკავატორი VOLVO, ვინ# VCEC300DL00271429, გამოშვების წელი - 2018, სახ. ნომრით ..... და ექსკავატორი VOLVO, ვინ# VCEC250DK00270967, გამოშვების წელი - 2018, სახ. ნომრით ..... ყოველდღიური საიჯარო ქირა ნაცვლად ყოველდღიური 600-600 ლარისა დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა 12000 ლარით ყოველთვიურად.

20. 2020 წლის 05 იანვარს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც 2020 წლის 05 იანვრიდან 1) თვითმცლელი ვინ #ZCNH88444BP516994, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......, 2) თვითმცლელი NM0MKXTP6MGG98481, გამოშვების წელი - 2016, სახ. ნომრით ....., 3) თვითმცლელი ვინ# IJI3RDJ2H3300044, გამოშვების წელი - 2017, სახ. ნორით ....... 4) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517000, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......., ნაცვლად ყოველთვიური საიჯარო ქირის 8000 ლარისა დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა საათობრივი ანაზღაურებით და შეადგენდა საათში 20 ლარს დღგ-ს ჩათვლით; 5) ექსკავატორი, ვინ# VCEC300DL00271429, გამოშვების წელი - 2018, სახ. ნომრით ...., ნაცვლად ყოველთვიური საიჯარო ქირის 12000 ლარის დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა ყოველდღიური ანაზღაურებით და შეადგენდა 500 ლარს დღგ- ს ჩათვლით.

21. 2020 წლის 24 იანვარს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც 2020 წლის 24 იანვრიდან თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516994, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......, ანაზღაურება ნაცვლად საათში 20 ლარის დღგ-ს ჩათვლით განისაზღვრა თვიურად 8000 ლარით.

22. 2020 წლის 01 თებერვალს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც 2020 წლის 01 თებერვლიდან 1) თვითმცლელი ვინ # NMOMKXTTP6HGR98481, გამოშვების წელი - 2016, სახ. ნომრით ...., 2) თვითმცლელი ვინ# IJI3RD/2H33044, გამოშვების წელი - 2017, სახ. ნომრით ......., 3) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517000, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით .......; 4) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516996, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ....., 5) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516997, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......, 6) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517003, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ......., 7) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516995, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ....., 8) თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517001, გამოშვების წელი - 2013, სახ. ნომრით ....... ყოველთვიური საიჯარო ქირა განისაზღვრა 8000 ლარით დღგ-ს ჩათვლი, 9) ექსკავატორი ვინ# VCEBOODLO0271429, გამოშვების წელი - 2018, სახ. ნომრით ......., საიჯარო ქირა განისაზღვრა 12000 ლარით დღგ-ს ჩათვლით.

23. 2020 წლის 13 მარტს ცვლილება შევიდა 2019 წლის 08 აპრილის N19/002 ხელშეკრულებაში, რომლითაც გაუქმდა 2019 წლის 08 აპრილის დანართი N1-ში მოცემული ტექნიკის JAC მარკის თვითმცლელის იჯარა 2020 წილს 14 მარტიდან და თვითმცლელი დაუბრუნდა მეიჯარეს.

24. 2020 წლის 19 ივლისს შპს ,,კ–“-სა და შპს ,,ი–ის“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარემ გადასცა ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა იჯარის საგანი - თვითმცლელი FORD, ვინ# NM0MKGCD1HPS91420, გამოშვების წელი - 2016, სახ. ნომრით ......., თვითმცლელი FORD, ვინ# NM0MKGCD1HPS91420, გამოშვების წელი - 2016, სახ. ნომრით ......., თვითმცლელი FORD, ვინ# NM0MKXPT6MEJ99083, გამოშვების წელი - 2016, სახ. ნომრით ......., ვიზუალურად და ტექნიკურად სრულად მუშა მდგომარეობაში.

25. 2020 წლის 19 ივლისს შპს ,,დ.ჯ–სა" და შპს ,,ი–ის“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარემ გადასცა ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა იჯარის საგანი - თვითმცლელი FORD, ვინ# NM0MKXTP6MGG98481, გამოშვების წელი - 2016 წელი, სახ. ნომრით ........, Mercerdes Benz ფურგონი, ვინ# WDB9066131S259708 ვიზუალურად და ტექნიკურად სრულად მუშა მდგომარეობაში.

26. 2020 წლის 19 ივლისს შპს ,,დ.ჯ–სა" და შპს ,,ი–ის“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, გ.ა–ძემ გადასცა, ხოლო დ. კ–იძემ ჩაიბარა მსუბუქი ავტომობილი Mercerdes Benz ფურგონი, Couper Black, სახ. ნომრით ...... გამართულ მდგომარეობაში.

27. 2020 წლის 05 აგვისტოს შპს ,,დ.ჯ–სა" და შპს ,,ი–ის“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარემ გადასცა ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა იჯარის საგანი - ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516998, სახ. ნომრით ......., ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516995, სახ. ნომრით ......., ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517003, სახ. ნომრით ......., ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517001, სახ. ნომრით ........., სატკეპნი Bomag BW213 ვინ# 101586711046, სახ. ნომრით ........, სატკეპნი Bomag BW213 ვინ# 101586711057, სახ. ნომრით ........, VOLVO ვინ# VECE250DK002709967, სახ. ნომრით ......, VOLVO ვინ# VECE250DK00271429, სახ. ნომრით ........, გრეიდერი SDLG ვინ# VLGG9190AK0600807, სახ. ნომრით ........, ფრონტალური დამტვირთველი SDLG ვინ# VLHL953FJK0620165, სახ. ნომრით ......., ფრონტალური დამტვირთველი SDLG ვინ# VLGL953FCK0620166, სახ. ნომრით ........ ვიზუალურად და ტექნიკურად სრულად გამართულ/მუშა მდგომარეობაში.

28. 2020 წლის 19 აგვისტოს შპს ,,დ.ჯ–სა" და შპს ,,ი–ის“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარემ გადასცა ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა იჯარის საგანი - ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516997, სახ. ნომრით ......, ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP517000, სახ. ნომრით ......., ვიზუალურად და ტექნიკურად სრულად მუშა მდგომარეობაში.

29. 2020 წლის 26 აგვისტოს შპს ,,დ.ჯ–სა" და შპს ,,ი–ის“ შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმადაც, მოიჯარემ გადასცა ხოლო მეიჯარემ ჩაიბარა იჯარის საგანი - ასტრა თვითმცლელი ვინ# ZCNH88444BP516996, სახ. ნომრით ....... ვიზუალურად და ტექნიკურად სრულად მუშა მდგომარეობაში.

30. 2019 წლის 15 მაისიდან 2020 წლის 10 ივლისამდე მოპასუხე მხარეს - შპს ,,ი–ის“ დადასტურებული აქვს მის მიერ მიღებული 2 067 536.78 ლარის ოდენობით საიჯარო მომსახურება.

31. 2020 წლის 17 ივნისს დავალიანების დაფარვის მიზნით შპს ,,ი–ის“ მიერ შპს,,დ.ჯ–ისათვის“ გადახდილ იქნა 215 068.51 ლარი, ჯამში მოპასუხის მიერ გადახდილია 1 210 449 ლარი.

32. 2021 წლის 08 სექტემბერს შპს ,,დ.ჯ–ის“ სოლიდარულ თავდებს შპს ,,ი–ის“ წერილით ეცნობა, ლიზინგის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სალიზინგო საზღაურების გადახდის პირობის დარღვევის გამო შპს „ს.ს.კ–“ იძულებული გახდა ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება და ლიზინგის მიმღებისათვის მოეთხოვა ლიზინგის საგნების ნებაყოფლობით მის მფლობელობაში დაბრუნება, რაც განხორციელდა ლიზინგის მიმღების მხრიდან.

33. აღნიშნული წერილით შპს ,,ი–ის“ ეცნობა, რომ 7 კალენდარული დღის ვადაში სრულად უნდა დაფარა ლიზინგის საგნის რეალიზაციის/შეფასებით ღირებულებებსა და ჯამურ ვალდებულებას შორის არსებული ვალდებულების სხვაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებულ იქნებოდა ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებამოსილება და რომ მიმართავდნენ სასამართლოს მოთხოვნილი ვალდებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით.

34. 2021 წლის 16 სექტემბერს შპს „ი–იმ“ შპს „ს.ს.კ–ს“ მიმართა წერილობით და მოითხოვა ინფორმაცია იმის თაობაზე, რამდენს შეადგენდა შპს „დ.ჯ–ის“ იმ ვალდებულების ჯამური ოდენობა, რომლის დაფარვასაც ითხოვდა შპს „ ი–ისგან“ როგორც სოლიდარული თავდებისგან და აღნიშნულის პარალელურად, მისი შეფასებით რა ღირებულების იყო ის აქტივი ჯამურად, რომელსაც მიიღებდა შპს „ი–ი“ თუკი მოახდენდა დავალიანების დაფარვას.

35. შპს „ი–ი“ თანახმა იყო შეესრულებინა მისი როგორც სოლიდარული თავდების ვალდებულება შპს „ს.ს.კ–ის“ მიერ ინფორმაციის მოწოდების შემდეგ გონივრულობის ფარგლებში, თუკი მოხდებოდა საურავების სრულად კორექტირება (განულება).

36. 2021 წლის 21 სექტემბრის შპს ს.ს.კ–ის“ წერილით შპს ,,ი–ის“ ეცნობა, რომ ლიზინგის გამცემი მზად იყო 2021 წლის 28 სექტემბრის #O8-09/206 წერილში დაფიქსირებული ვალდებულება, რომელიც გამომდინარეობდა შპს დ.ჯ–თან (ლიზინგის საგნის მიმღები) გაფორმებული ლიზინგის ხელშეკრულებებიდან, შეემცირებინა პირგასამტეხლოს ნაწილში და ვალდებულების მოცულობა იმ შემთხვევაში, თუ შპს ,,ი–ი“, როგორც სოლიდარული თავდები 2011 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოფდა ვალდებულების დაფარვას/შემცირებას.

37. წერილის მე-2 პუნქტით შპს ,,ი–ის“ ეცნობა, ლიზინგის გამცემის საკუთრებასა და პირდაპირ მფლობელობაში არსებული შემდეგი ლიზინგის საგნების, დადგენილი ვალდებულების თანხაში გამოსყიდვის შესახებ: #GLC19/0008302 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0C08302/03 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - გრეიდერი SDLG G9190 საიდ/ნომერი .......; #GLC19/0008742 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0008742/01 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - მუხლუხა ექსკავატორი Volvo ECBOODL, საიდ/ნომერი: ........; #GLC19/0008742 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0008742/02 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - მუხლუხა ექსკავატორი Volvo EC250DL, საიდ/ნომერი: ......; #GLC19/0908996 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0008996/03 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - თვითმცლელი ASTRA HD84, საიდ/ნომერი: ......; #GLC19/0008996 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0008996/04 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - თვითმცლელი ASTRA HD 84, საიდ/ნომერი: .......; #GLC19/2008996 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0008996/05 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - თვითმცლელი ASTRA HD 84, საიდ/ნომერი: ......; #GLC19/0009197 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0009197/01 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - თვითმცლელი ASTRA HD 84, საიდ/ნომერი: .......; #GLC19/Oo09197 ლიზინგის ხელშეკრულების შემადგენელი #GLC19/0009197/03 დანართი #2-დან (ე.წ. სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკი) გამომდინარე ლიზინგის მიმღებისათვის გადაცემული ლიზინგის საგანი - თვითმცლელი ASTRA HD 84, საიდ/ნომერი: .........

38. ლიზინგის მიმღების მიერ კომპანიის/ლიზინგის გამცემის წინაშე ლიზინგის ხელშეკრულების #GLC19/0007820 საფუძველზე ნაკისრი ნარჩენი ვალდებულების (ლიზინგის საგნის რეალიზაციიდან ამონაგები თანხების გამოკლებით), რომელიც შეადგენს 20,238.25 ევროს, სრულად დაფარვა;

39. ლიზინგის მიმღების მიერ კომპანიის/ლიზინგის გამცემის წინაშე ლიზინგის ხელშეკრულების #GLC19/0008281 საფუძველზე ნაკისრი წარჩენი ვალდებულების (ლიზინგის საგნის რელიზაციიდან ამონაგები თანხების გამოკლებით) 31 171 ევროს ოდენობით შემცირება;

40. ლიზინგის მიმღების მიერ კომპანიის/ლიზინგის გამცემის წინაშე ლიზინგის ხელშეკრულების # GLC19/0008996 საფუძველზე ნაკისრი ნარჩენი ვალდებულების (ლიზინგის საგნის რელიზაციიდან ამონაგები თანხების გამოკლებით) 20 702 აშშ დოლარის ოდენობით შემცირება;

41. ამავე წერილის მესამე პუნქტით შპს ,,ი–ის“ განემარტა, რომ თუ როგორც სოლიდარული თავდები უზრუნველყოფდა ლიზინგის გამცემისგან ვალდებულების თანხაში გამოისყიდოს ხსენებული 8 (რვა) ერთეული ლიზინგის საგანი, ხოლო გამოსყიდვის ფარგლებში მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება ჯამურად შეადგენს 568 243 აშშ დოლარს, ხოლო ზემოთაღნიშწული 8 (რვა) ერთეული ლიზინგის საგნის ჯამური შეფასებითი ღირებულება შეადგენს 375 000 აშშ დოლარს.

42. ამასთან, წერილის #2.2, #2.3 და #2.4 პუნქტების შესაბამისად, თანხის - 81 757 აშშ დოლარის დაფარვა შპს ,,ი–ის“ უნდა უზრუნველეყო როგორც უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, ასევე ლიზინგის გამცემთან ე.წ. უკუ ლიზინგის ხელშეკრულების გაფორმებით;

43. 2021 წლის 30 სექტემბერს შპს ,,ი–ისა“ და შპს ს.ს.კ–ს შორის შეთანხმება #NGLC19/0007770, GLC19/0007820, GLC19/0008281, GLC19/0008996, GLC190009197,GLC19/0008302, GLC19/0008742 ფარგლებში, კონტრაჰენტმა/სოლიდარულმა თავდებმა აიღო ვალდებულება 2021 წლის 30 სექტემბრამდე უზრუნველყოს ლიზინგის საგნის კომპანიისგან/ლიზინგის გამცემისგან დადგენილი ვალდებულების თანხაში გამოსყიდვა.

44. შპს ,,ი–ის“ მიერ შპს ს.ს.კ–ისათვის გადახდილ იქნა 652 744 აშშ დოლარი.

45. 2021 წლის 22 თებერვალს შპს ,,ი–იმ“ შპს ,,დ.ჯ–ს“ აცნობა საიჯარო მომსახურებიდან გამომდინარე დავალიანების არსებობის შესახებ.

46. სასარჩელო მოთხოვნა და საფუძვლები

46.1. მოსარჩელე შპს „დ.ჯ–მა“ სარჩელი აღძრა შპს „ი–ის“ წინააღმდეგ, რომელმაც მოითხოვა იჯარის საფასურის - 857 087 ლარის, საიჯარო მომსახურების თანხის 157 180 ლარის, საწესდებო კაპიტალში დარჩენილი გადაუხდელი - 116 586 ლარის, სულ ჯამში - 1 130 853 ლარის გადახდა. შპს „ი–ის“ შპს „დ.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად პირგასამტეხლოს 1 019 830 ლარის, საიჯარო ტექნიკის აღსადგენი 2 741 ლარის, თანადაფინანსების მიზნით მეიჯარის მიერ გადახდილი 38 613 ლარის, 21 345 ევროს, 11 955 აშშ დოლარის, იპოთეკის საგნების გამოსანთავისუფლებელი ქონებათა საკვალიფიკაციო ჯამური ღირებულების - 120 800 აშშ დოლარის, სალიზინგო კომპანიისთვის ჩარიცხული - 1 332 895 ლარის, გამოქვითვის გზით სალიზინგო კომპანიის მიერ უკვე მიღებული - 96 817 აშშ დოლარის, სატვირთო ავტომობილი „ჯაკის“ განადგურებით მიუღებელი შემოსავლის 60 000 ლარის, სულ ჯამში - 2 454 079 ლარის, 21 445 ევროსა და 229 572 აშშ დოლარის გადახდა. შპს „ი–ის“ შპს „დ.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ავარიის გამო მიყენებული ზიანის 108 435 ლარის და დაუბრუნებელი ავტომობილით მიყენებული ზიანის - 68 196 აშშ დოლარის გადახდა.

46.2. შპს „დ.ჯ–სა" და შპს „ი–ის“ შორის , რომელიც ამავდროულად არის შპს „დ.ჯ–ის" 50%-იანი დამფუძვნებელი, 08/04/2019 წელს დაიდო მოძრავი ნივთის იჯარის ხელშეკრულება N19/002, რომლის მიხედვითაც „მეიჯარე" ვალდებული იყო, შეესრულებინა ხელშეკრულებით მისთვის ნაკისრი ვალდებულებები და გადაეცა „მოიჯარისათვის" მის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება სარგებლობისათვის კარგ მდგომარეობაში ყველა საჭირო დოკუმენტით, ხოლო „მოიჯარე" ვალდებული იყო გადაეხადა საიჯარო ქირა. საიჯარო პირობები პერიოდულად განიცდიდა დაზუსტებას და მხარეთა ნების შესაბამისად ხდებოდა ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანა.

46.3. ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად ხელშეკრულება ძალაში იყო 2020 წლის 31 დეკემბრამდე. მიუხედავად იმისა, რომ „მოიჯარეს" წარდგენილი 17 საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურით 2019 წლის 15 მაისიდან 2020 წლის 10 ივლისამდე დადასტურებული აქვს მის მიერ მიღებული 2 067 536,78 ლარის საიჯარო მომსახურეობა, მან გადაიხადა მხოლოდ 1 210 449 ლარი. 10/07/2020 წლამდე დარჩა გადაუხდელი დადასტურებული 857 087,78 ლარი, ხოლო 10/07/2020 წლიდან სახელშეკრულებო ვადაში წარმოშობილი დამატებით კიდევ 157 180 ლარი. დღემდე გადაუხდელი საიჯარო თანხის ღირებულებამ შეადგინა 1 014 268 ლარი. ასევე დაუფარავი აქვს საწესდებო კაპიტალში სავალდებულო შესატანის დანაკლისი 116 586 ლარი.

46.4. შპს ,,დ.ჯ–მა" ს.ს.კ–საგან ლიზინგით მიიღო საგზაო-სამშენებლო ტექნიკა, რომელიც მხარეთა მოლაპარაკებით პირდაპირ გადაეცა მოიჯარეს სამშენებლო ობიექტზე. აღნიშნულ იჯარით მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა ლიზინგის დაფარვის ერთადერთ წყაროს და ამ საკითხზე მხარეები იყვნენ შეთანხმებული, მოიჯარის მხრიდან საიჯარო მომსახურეობის თანხის გადაუხდელობის გამო, შპს „დ.ჯ–ი" ვერ მოემსახურა სალიზინგო კომპანიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს, რის გამოც მას დაეკისრა დიდი ფინანსური ჯარიმა. სალიზინგო კომპანიამ მთლიანი ტექნიკა წაიყვანა უკან. ამ ქმედებამ კი გამოიწვია ორგანიზაციის საქმიანობის შეწყვეტა. რის გამოც დღემდე გაცემული თანხები დაიკარგა. „მეიჯარე" იძულებულია სასამართლო წესით მოითხოვოს კეთილსინდისიერად შესრულებული საიჯარო ხელშეკრულების შესაბამისი ანაზღაურება და დაავალდებულოს „მოიჯარე" უზრუნველყოს შეუსრულებელი ვალდებულებებისა და ამის გამო მიყენებული ზარალის ანაზღაურება.

47. მოპასუხის შესაგებელი

47.1. მოპასუხემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო.

47.2. მოპასუხემ მიუთითა თარიღები თუ როდის წაიყვანა სალიზინგო კომპანიამ ტექნიკა და გააჩერა თავის ავტოსადგომზე. თარიღები სხვადასხვა ტექნიკაზე სხვადასხვაა თუმცა ყველა არის 2020 წლის ნოემბრის ბოლო ან დეკემბრის დასაწყისი. ზოგირეთი მათგანი ნოემბრის დასაწყისი. თუმდაც სარჩელზე თანდართული მიღება-ჩაბარების აქტიდან ნათლად დგინდება რომ შპს „დ.ჯ–ის“ დირექტორმა ტექნიკა ჩაიბარა 19 ივლისს. ივლისიდან ნოემბრის ბოლომდე პერიოდზე, რაც 5 თვეს შეადგენს აღნიშნულ ტექნიკას იყენებდა შპს „დ.ჯ–ის“ 50% წილის მფლობელი პარტნიორი შპს „კ–ი“, რომლის დირექტორი და დამფუძნებელიც ამავდროულად არის შპს „დ.ჯ–ის“ დირექტორი დ. კ–იძე. სწორედ შპს „კ–ის“ პროექტზე მუშაობის დროს დაზიანდა ტექნიკა, რადგან შპს „კ–ი“ არ ახორციელებდა მის მოვლა/შენახვას ისე როგორც კეთილსინდისიერება მოთხოვს და როგორც ამას აკეთებდა შპს „ი–ი“. შესაგებელში ასევე აღნიშულია, რომ შპს „დ.ჯ–ს“ არ მიუღია არც ერთი თეთრი შპს „კ–ის“ მხრიდან, არადა აღნიშნული კომპნია სრული დატვირთვით ამუშავებდა შპს „დ.ჯ–ის“ ტექნიკას.

48. შეგებებული სარჩელი და საფუძვლები

48.1. შპს „ი–იმ“ შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „დ.ჯ–ის“ წინააღმდეგ და მოითხოვა: შპს „დ.ჯ–ს“ შპს „ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს 652 744 აშშ დოლარის გადახდა.

48.2. შპს „დ.ჯ–ს“ გააჩნია სალიზინგო ვალდებულებები, ს.ს.კ–ის მიმართ. საქმეში არსებული მასალებიდან დგინდება, რომ შპს „დ.ჯ–ის“ სოლიდარულ თავდებს, აღნიშნულ ვალდებულებებთან დაკავშირებით წარმოადგენს შპს „ი–ი“ (შეგებებული სარჩელის ავტორი). ძირითადი მოვალე შპს „დ.ჯ–ი“ ვერ/არ ასრულებს სალიზინგო ვალდებულებებს, რის გამოც ს.ს.კ–მ განახორციელა სამართლებრივი მოქმედებები, კერძოდ, სალიზინგო კომპანიამ პირდაპირ მფლობელობაში დაიბრუნა ლიზინგით გამოყვანილი ყველა ნივთი, რის შემდეგაც ვალდებულების შესასრულებლად გარკვეული ვადა განესაზღვრა ძირითად მოვალეს და თავდებებს. სამწუხაროდ, ძირითადი მოვალის მიერ ვალდებულება შესრულებული კვლავაც არ იქნა, რამაც გამოიწვია ის, რომ 2021 წლის 08 სექტემბერს, შპს „დ.ჯ–ის“ სოლიდარულმა თავდებმა, შპს „ი–იმ“ სალიზინგო კომპანიისგან მიიღო გაფრთხილების წერილი #08-09.206, რომლის თანახმადაც კრედიტორი ანუ ლიზინგის გამცემი ითხოვს სოლიდარული თავდებისგან ვალდებულების შესრულებას, წინააღმდეგ შემთხვევაში აცხადებს, რომ მიმართავს სამართლებრივ ღონისძიებებს დავალიანების იძულების წესით დასაფარად, რაც თავის მხრივ ცხადია გულისხმობს თავდების ქონების და საბანკო ანგარიშების დაყადაღებას, რაც თავდების საქმიანობის პარალიზებას გამოიწვევს. თავდები შპს „ი–ი“ არის მოქმედი, მუშა კომპანია, რომელიც მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში. კომპანიას ამჟამად აქვს რამდენიმე სახელმწიფო მნიშვნელობის მიმდინარე პროექტი, შესაბამისად ამ პროექტების გაჩერება, რისი საფრთხეც ემუქრებოდა თავდებს კრედიტორის, საქართველოს სალიზინგო კომპანიისგან, სოლიდარული თავდების გაკოტრებას ნიშნავს. შპს „ი–ის“ მიმართ აღსრულების დაწყება, ანგარიშების დაყადაღება, ქონების რეალიზაცია და ა.შ. გამოიწვევს პროექტების შეჩერებას, ახალ ტენდერებში მონაწილეობის მიღების შეუძლებლობას, რაც საბოლოო ჯამში კომპანიას გაკოტრებამდე მიიყვანს, ხოლო დაუსრულებელი პროექტების ნაწილში კი შესაძლოა რომ კომპანიის დირექტორსაც დაეკისროს პასუხისმგებლობა. ამდენად, ნათელია, რომ თავდებ კომპანიას სხვა გზა არ დარჩა თუ არა ის, რომ დაეფარა ძირითადი მოვალის ვალდებულება, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადი მოვალე შპს „დ.ჯ–ი“ არ თვლის თავს ვალდებულად აუნაზღაუროს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის ნაცვლად შესრულებული ვალდებულება სრულად, იძულებულია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს რეგრესის წესით ძირითადი მოვალისათვის იმ თანხის დაკისრება, რომლის დაფარვაც მოუწია სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის ნაცვლად.

49. შესაგებელი შეგებებულ სარჩელზე

49.1. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,დ.ჯ–მა‘‘ შესაგებლით სარჩელი არ ცნო და დამატებით მიუთითა, რომ საიჯარო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით ს.ს.კ–სთან ლიზინგის ხელშეკრულების დადება განხორციელდა შპს „დ.ჯ–ის“ მიერ. სწორედ ის წარმოადგენდა ლიზინგის მიმღებ სუბიექტს და პირს, რომელსაც პირველ რიგში გააჩნდა ვალდებულება შეესრულებინა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაეხადა ლიზინგის თანხა. შესაბამისად, როგორც ხელშეკრულების მხარე და ვალდებულებათა შესრულებაზე პასუხისმგებელი პირი უფლებამოსილია, რომ ფლობდეს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებები/მოქმედებები გატარდა/გატარდება სალიზინგო კომპანიის მიერ მხარეთა შორის დადებულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნულ ინფორმირებას სალიზინგო კომპანიის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. შესაბამისად, მოპასუხე მხარე არ ფლობს სრულ ინფორმაციას შპს „ი–ისა" და სალიზინგო კომპანიას შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთოებისა და შეთანხმებების შესახებ.

49.2. მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი 2021 წლის 30 სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად, შპს „ი–იმ" შეთანხმების 2.8 პუნქტის თანახმად აიღო ვალდებულება უზრუნველეყო 2021 წლის 30 სექტემბრამდე შეთანხმებით გათვალისწინებული ტექნიკის გამოსყიდვა, ხოლო 2.9 პუნქტის შესაბამისად 2021 წლის 25 ოქტომბრამდე შეთანხმებით გათვალისწინებული ნარჩენი ვალდებულებების შესრულება. შეგებებული სარჩელი სასამართლოში შეტანილია 2021 წლის 21 ოქტომბერს, შესაბამისად, სარჩელის შეტანის დროისათვის მოსარჩელე მხარეს უნდა ჰქონდეს შესრულებული ტექნიკის გამოსყიდვის ვალდებულება მაინც და უნდა გააჩნდეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება. მოსარჩელე მხარე შეგებებულ სარჩელში მიუთითებს არა მხოლოდ ტექნიკის გამოსყიდვის, არამედ, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებაზე, თუმცა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეში არ არის წარმოდგენილი.

49.3. გაუგებარია, რა ვალდებულების შესრულებაზე და თანხის დაკისრებაზე მიუთითებს მოსარჩელე მხარე. შპს „დ.ჯ–ის“ დირექტორმა დ. კ–იძემ არაერთხელ მიმართა ს.ს.კ–ს და მოითხოვა ინფორმაცია შპს „ი–ისა“ და სალიზინგო კომპანიას შორის დადებულ შეთანხმებასთან დაკავშირებით. საქმის მწამოებელ უფლებამოსილ პირებთან განხორციელებული არაერთი კომუნიკაციის მიუხედავად სალიზინგო კომპანიამ არ გასცა შესაბამისი ინფორმაცია.

49.4. მნიშვნელოვანია ისიც, რომ შპს „ი.ე–სა" და ს.ს.კ–ს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე გამოსასყიდი ტექნიკა იმგვარად არის შერჩეული, რომ არ უზრუნველყოფს იპოთეკის საგნების გამოთავისუფლებას, მაშინ როდესაც იპოთეკის ხელშეკრულებები სწორედ სალიზინგო ტექნიკაზე ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველყოფის მიზნით იქნა გამოყენებული, თუმცა მოსარჩელე მხარის მიერ შეგებებულ სარჩელში წარმოდგენილი დოკუმენტაციით დასტურდება, რომ დადებული გარიგებით ისე არის შერჩეული გამოსასყიდი ტექნიკა, რომ სრულად არ იფარება იპოთეკის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და უზრუნველყოფის საშუალებები, უძრავი ქონება ისევ დატვირთული რჩება. აღნიშნული დამატებით ადასტურებს შპს „ი–ის" განზრახვას, თავი აარიდოს ვალდებულებათა ჯეროვან შესრულებას და ზიანი მიაყენოს მოპასუხე მხარეს.

50. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე შპს ,,დ.ჯ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხე შპს ,,ი–ის“ მოსარჩელე შპს „დ.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა გაწეული საიჯარო მომსახურების საფასურის - 1 014 067.78 ლარის გადახდა; მოპასუხე შპს ,,ი–ის“ მოსარჩელე შპს „დ.ჯ–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად პირგასამტეხლოს სახით 101 983 ლარის გადახადა; დანარჩენ ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

51. მოპასუხის, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ/შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა, ხოლო შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.

52. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნები

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2023 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილებით, სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად, აუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის უარყოფის ნაწილში (სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტი) და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს „ი–ის“ შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს „დ.ჯ–ს“ შპს „ი–ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 277 744 აშშ დოლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში შპს „ი–ის“ შეგებებული სარჩელი და სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 25 მაისის გადაწყვეტილება.

53. პირველი კასატორის, (მოსარჩელის, შეგებებული სარჩელით მოპასუხის) საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

53.1. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

53.2. საკასაციო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ როგორც სააპელაციო პალატამ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა სსკ-ის 905-ე მუხლი, რაც არ შეესაბამება საქმეში არსებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

53.3. სასამართლომ მიიჩნია, რომ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნებოდა თუ კი სახეზე იქნებოდა შედეგი გარემოებები: 1) შპს „ი–ი“ იქნებოდა მოვალის სოლიდარული თავდები. 2) მოვალის მიერ ადგილი ექნებოდა ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს. 3) მოვალეს არ ექნებოდა რაიმე სახის შესაგებელი კასატორის მიმართ. 4) თავდებმა რეალურად შეასრულა ვალდებულება ძირითადი მოვალის ნაცვლად. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული ყველა წინაპირობა იყო სახეზე, თუმცა არ გაითვალისწინა, რომ შპს „ი–იმ“ ისე განახორციელა შპს „დ.ჯ–ის“ ვალდებულების შესრულება, რომ მის მიერ შესრულებული თანხის სანაცვლოდ მიიღო ქონებრივი სარგებელი, კერძოდ, თანხის გადახდით მიიღო ლიზინგის საგნები, შესაბამისად, თუ ვალდებულება შეასრულა ძირითადი მოვალის ნაცვლად, მას არ მიუღია არანაირი ზიანი. ზიანი იქნებოდა სახეზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე არ მიიღებდა სანაცვლოდ ლიზინგის საგნებს. აქედან გამომდინარე, კასატორი იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რადგან მოპასუხემ მიიღო სალიზინგო კომპანიისაგან 8 ერთეული სალიზინგო საგანი, მან შეძლო ქონებივი ზიანის დაზღვევა თავდებობის ვალდებულების შესრულების საპირწონედ, შესაბამისად, არ არსებობს შეგებებული სარჩელის თუნდაც ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.

53.4. სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სსკ-ის 905-ე მუხლის რეალური შინაარსი, კერძოდ, როდესაც თავდები ასრულებს კრედიტორის წინაშე პირადი მოვალის ვალდებულებას, უნდა დადგინდეს თავდებს რა შემთხვევაში შეუძლია პირადი მოვალისგან შესრულებული ვალდებულების რეგრესის წესით მოთხოვნა. მას შემდეგ, რაც თავდები შეასრულებს კრედიტორის წინაშე პირადი მოვალის ვალდებულებას, სასამართლოს უნდა დაედგინა რეგრესის წესით რა შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი პირადი მოვალისგან შესრულებული ვალდებულების მიღება. თავდებსა და ძირითად მევალეს შორის სამართლებრივ ურთიერთობებში აუცილებელია დადგინდეს ძირითადმა მევალემ გააკეთა თუ არა ყველაფერი იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინა სოლიდარული თავდებისთვის პასუხისმგებლობა ვალდებულების შესრულებაზე, რისთვისაც უნდა გამოკვლეულიყო თავდებსა და ძირითად მოვალეს შორის არსებული შიდა ურთიერთობები.

53.5. განსახილველ შემთხვევაში, უდავოა, რომ ლიზინგის ხელშეკრულება შპს „დ.ჯ–სა“ და ს.ს.კ–ს შორის თავიდანვე გაფორმდა შპს „ი–ისა“ და შპს „დ.ჯ–ს“ შორის წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, რომ ლიზინგის საგნებს სოლიდარული თავდები იჯარით წაიყვანდა და გამომუშავებული თანხებით დაფარავდა ძირითადი მოვალის, შპს „დ.ჯ–ის“ ვალდებულებებს, რომელიც, თავის მხრივ, დაფარავდა სალიზინგო კომპანიის წინაშე აღებულ ვალდებულებებს. სწორედ აღნიშნული შეთანხმების გათვალისწინებით გახდა შპს „ი–ი“ სოლიდარული თავდები, რომელიც თავდებად დაუდგა მოიჯარე შპს „ი–ის“ ანუ საკუთარ თავს. აღნიშნული შეთანხმებით, სოლიდალურმა თავდებმა აიღო პასუხისმგებლობა, რომ შპს „დ.ჯ–ის“ მიერ სალიზინგო კომპანიისთვის დასაფარ თანხებს დროულად დაურიცხავდა ძირითად მოვალეს, ხოლო ძირითადი მოვალე შეასრულებდა ჯეროვნად თავის ვალდებულებას სალიზინგო კომპანიასთან, თუმცა სოლიდარულმა თავდებმა მოატყუა ძირითადი მოვალე, მისი კუთვნილი თანხები დაისაკუთრა და დააყენა მრავალი შეუსრულებელი ვალდებულების წინაშე, რასაც ადასტურებს სასამართლოს გადაწყვეტილებაც.

53.6. სოლიდარულმა თავდებმა მიითვისა ძირითადი მოვალის სასამართლოს მიერ დადგენილი 1 116 050.78 ლარი და შეგებებული სარჩელით ძირითად მომვალეს ტთვიდა ედავება მის მიერ სალიზინგო კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრუელბით გათვალისწინებული ლიზინგის საფასურის რეგრესის წესით მიღებას, მიუხედივად იმისა, რომ მან თავად დაბლოკა ძირითად მოვალეს შეესრულებინა სალიზინგო კომპანიის წინაშე აღებული ვალდებულებები და ამასთან, ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე განკარგვაში მიიღო ლიზინგის საფასურის ექვივალენტი ღირებულების ლიზინგის საგნები.

53.7. ორივე ინსტანციის სასამართლომ შეგებებული სარჩელის ნაწილში დაადგინა, რომ შპს „ი–იმ“, როგორც სოლიდარულმა თავდებმა შეასრულა სალიზინგო კომპანიის მიმართ შპს „დ.ჯ–ის“ დავალიანება 652 744 აშშ დოლარის მოცულობით, რაშიც საკუთარი თანხები არ გადაუხდია, ასევე არც შპს „დ.ჯ–ის“ კუთვნილი მითვისებული თანხების გაუხარჯავს, არამედ გააგრძელა მითვისებული თანხებით სარგებლის მიღება.

53.8. სოლიდარულმა თავდებმა ერთდროულად დაიკმაყოფილა საკუთარი ინტერესები შემდეგი სახით, მას აღარ ედავება სალიზინგო კომპანია, სალიზინგო გრაფიკის შესაბამისად თანხების გადარიცხვით ახორციელებს ლიზინგის საგნების დასაკუთრებას, ასევე იღებს მოგების სახით ნამეტ თანხებს, შესაბამისად, პირველი ინსტანიის სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ შეუძლებელია აღნიშნული მოცემულობების ფონზე მიჩნეულ იქნეს, რომ სოლიდარულმა თავდებმა მიიღო ფინანსური დანაკლისი.

54. მეორე კასატორის, (მოპასუხის, შეგებებული სარჩელით მოსარჩელის) საკასაციო საჩივრის მოთხოვნა

54.1. გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.

54.2. კასატორის მითითებით, მოსარჩელე მხარემ ვერ წარადგინა მოთხოვნილი თანხების ოდენობის დაანგარიშების დადასტურებისთვის აუცილებელი მტკიცებულებები, ასევე ვერ დაასაბუთა, არსებობდა თუ არ მოსარჩელის მიმართ მოპასუხის ფინანსური ვალდებულებები. მოსარჩელის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა დაესაბუთებინა არსებობდა თუ არა ფინანსური ვალდებულება, თუ არსებობდა, რა ოდენობით და ასევე არსებობდა თუ არა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის ან საიჯარო ქირის არგადახდის შესაბამისი საფუძველი.

54.3. სააპელაციო პალატას ყურადღება უნდა გაემახვილებინა გადაუხდელობის მიზეზებზე. საიჯარო ქირის გადაუხდელობა იმ მიზეზით, რომ შპს „დ.ჯ–ი“ არამიზნობრივად განკარგავდა მიღებულ თანხებს, არასაკმარისია იმისთვის რომ არ მომხდარიყო თანხების ჩარიცხვა მოწინააღმდეგის ანგარიშზე.

54.4. შპს „დ.ჯ–ის“ დირექტორმა სრულიად არამიზნობრივად განკარგა კომპანიის ანგარიშზე კასატორის მიერ ჩარიცხული 215 086.15 ლარი. სასამართლო ვალდებული იყო დაედგინა, რომ მიზნობრივ განკარგვას ამ შემთხვევაში ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა. სასამართლომ ასევე შეფასების გარეშე დატოვა ის გარემოება, რომ შპს „დ.ჯ–ის“ დირექტორმა მის მიერვე შექმნილ შპს „კ–ზე“ სასყიდლის გარეშე გააფორმა დაახლოებით 100 000 ლარის ღირებულების ქონება.

54.5. სასამართლომ არ შეაფასა საქმის ყველა გარემოება ერთობლიობაში და საქმე განიხილა საერთო სურათის დანახვის გარეშე, რის გამოც დააყენა არასწორი სამართლებრივი შედეგი. სასამართლომ დაადგინა, რომ ფულადი თანხები უნდა განკარგოს მაშინ, როდესაც წინასწარ ცნობილია, რომ ფული არ მოხმარდება მისი საწარმოს ინტერესებს, შემდგომ კი დავა დაიწყოს ფიზიკური პირის წინააღმდეგ, რომელიც მოქმედებს არაკეთილსინდისიერად და მისგან დაიწყოს კასატორმა თანხების ამოღება, რაც ვერ იქნება წარმატებული. სამოქალაქო ბრუნვის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზოგადი პრინციპები კასატორს აძლევს უფლებას არ განახორციელოს შესრულება, როდესაც წინასწარვე ცნობილია, რომ ეს თანხა იქნება დაკარგული მოვალისთვის და მხოლოდ ფორმალური დანაწესით ხელმძღვანელობა ამ ნაწილში არამართებულია, შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასება არასწორია, როდესაც კანონი განმარტა ფორმალური გაგებით საქმის სრული სურათის დანახვის გარეშე.

54.6. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, თუ როდის წაიყვანა სალიზინგო კომპანიამ ტექნიკა და გააჩერა თავს ავტოსადგომზე. აღნიშნული თარიღები სხვადასხვა ტექნიკაზე სხვადასხვაა, თუმცა ყველა არის 2020 წლის ნოემბრის ბოლო ან დეკემბრის დასაწყისი. ჩაბარების ჯამური პერიოდი 5 თვეს შეადგენს, შესაბამისად, მისი გამოყენება ხდებოდა შპს „დ.ჯ–ს“ 50% წილის მფლობელი პარნიტნიორის შპს „კ–ის“ მიერ, რომლის დირექტორიც და დამფუძნებელიც ამავდროულად არის შპს „დ.ჯ–ის“ დირექტორი დ. კ–იძე. სწორედ ამ პერიოდში დაზიანდა ტექნიკა, რადგან შპს „კ–ი“ არ ახორციელებდა მის სათანადო მოვლასა და შენახვას, აქედან გამოდინარე, დაუსაბუთებელია სასამართლოს შეფასება, რომ თითქოს არ დადასტურდა 5 თვის განმავლობაში კასატორის მიერ ტექნიკით სარგებლობის არარსებობის ფაქტი.

54.7. სასამართომ ასევე არასწორად შეაფასა საიჯარო თანხები, რომელმაც განსაზღვრა, რომ არა 857 087,78, არამედ დამატებით 157 180 ლარია ტექნიკის სარგებლობის ღირებულება 2020 წლის 10 ივლისიდან, რაც არ არის დადასტურებული. კასატორის მტკიცებით, არ დასტურდება აღნიშნულ პერიოდში ტექნიკის სარგებლობის ფაქტი, თუმცა სასამართლომ მაინც დააკისრა ზემოაღნიშნული თანხები.

54.8. კასატორი ასევე არ იზიარებს პირგასამტეხლოს დაკისრების კანონიერებას, რადგან პირგასამტეხლო აქცესორული ხასიათის უზრუნველყოფის საშუალებაა და რადგან ძირითადი მოთხოვნის ნაწილშიც არ არსებობს მისი დაკმაყოფილების შესაძლებლობა, ამით გამოირიცხება აქცესორული მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველიც. თუმცა, თუნდაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის კანონიერი საფუძველი არსებობდეს, კასატორის მოსაზრებით ის შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც უნდა შემცირდეს.

54.9. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით დასტურდება, რომ მოწინააღმდეგე მხარე მოქმედებდა არაკეთილსინდისიერად, როგორც კონტრაჰენტი სუბიექტის დირექტორი და არამიზნობრივად ხარჯვდა კომპანიის კუთვნილ თანხებს. აღნიშნული გარემოება არ უარუყვია მოწინააღმდეგე მხარეს, შესაბამისად, არაკეთილსინდისიერების ფაქტი სახეზეა. აქედან გამომდინარე, სასამართლო ვალდებული იყო შეემცირებინა შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

54.10. მიუხედავად იმისა, რომ დადგენილია კონტრაჰენტის მიერ თანხების არამიზნობრივი ხარჯვა და არაკეთილსინდისიერება, აღნიშნული საკითხი სასამართლომ არასწორად განმარტა, როდესაც აღნიშნა, რომ წარმოადგენს სამეწარმეო დავას და ამ დავის ფარგლებში ვერ მოხდებოდა მისი განხილვა. სასამართლომ ასევე არ მიიჩნია რელ.ტურად ეკვლია მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც ცალსახად ადასტურებენ მეიჯარის მიერ საიჯარო ქონების მიღების ფაქტს.

55. საკასაციო სამართალწარმოების ეტაპი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 31 ივლისისა და 4 აგვისტოს განჩინებებით საკასაციო საჩივრები წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

56. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად.

57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებასა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს; ზ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

58. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

59. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენიათ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

60. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ წინამდებარე საქმეში სააპელაციო სასამართლოს საქმის გადასაწყვეტად სამართლებრივად მნიშვნელოვანი ყველა გარემოება აქვს გამოკვლეული.

61. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

62. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ საქმის განმხილველი სასამართლო შეზღუდულია მხოლოდ მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით, რაც შეეხება სამართლის ნორმების გამოყენებას, სასამართლო, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, ადგენს თუ რა სამართლებრივი ურთიერთობა არსებობს მხარეთა შორის და ამ ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლებრივი ნორმების საფუძველზე აკმაყოფილებს ან არ აკმაყოფილებს სარჩელს. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის შეფასება შედის სასამართლოს კომპეტენციაში, თუმცა საქმეზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს შეჯიბრებითობის პრინციპის სრულად რეალიზაციის პირობებში. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

63. სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი, 317-ე მუხლის პირველი, 361-ე მუხლის პირველი ნაწილების სისტემური ანალიზის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკულებო ურთიერთობის ფარგლებში, მხარეები იღებენ ვალდებულებებს შეასრულონ რაიმე სახის ქმედება და ამის სანაცვლოდ მიიღონ კრედიტორული მოთხოვნა - საპასუხო შესრულება თუ სახეზეა ორმხრივმავალდებულებელი გარიგება. ვალდებულების შესრულება თავის მხრივ, გულსიხმობს კრედიტორული მოთხოვნის იმ ფორმით, ხარისხით და სისრულით დაკმაყოფილებას, როგორზეც მხარეები გარიგებით შეთანხდებიან.

64. სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მიხედვით, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორი გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა.

65. განსახილველ შემთხვევაში, ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2019 წლის 08 აპრილს 2020 წლის 31 დეკემბრამდე მხარეთა შორის გაფორმდა N19/002 იჯარის ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც ხელშეკრულების დადებიდან 2020 წლის 10 ივლისამდე პერიოდში მხარის მიერ გამოწერილ და დადასტურებული იქნა 17 საგადასახადო ანგარიშფაქტურა ჯამში 2 067 536.78 ლარის ფარგლებში, საიდანაც მოპასუხის მიერ ანაზღაურებულ იქნა მხოლოდ 1 210 449 ლარი. ანუ, დარჩენილი დავალიანება შეადგენს 857 087.78 ლარს. აღნიშნული ვალდებულების არსებობის ფაქტს არ უარყოფს მოპასუხე მხარეც. მოპასუხის შედავება ამ ნაწილში მდგომარეობს იმაში, რომ მოსარჩელის ხელმძღვანელობასა და წარმოამდგენლობაზე უფლებამოსილი პირი არამიზნობრივად განკარგავდა მოპასუხე კომპანიის მიერ შესრულებულ ფულად ვალდებულებებს (გადაცემულ თანხებს), რის გამოც შპს „ი–იმ“ ჩათვალა შეეჩერებინა ვალდებულების შესრულება საფრთხის თავიდან აცილების გამო.

66. მოპასუხის შესაგებელი ვალდებულების შესრულების შეჩერების შესახებ დასაბუთებულია იმით, რომ მოვალემ ეჭვქვეშ დააყენა კრედიტორი კომპანიის ხელმძღვანელი პირის მიერ ვალდებულების შესრულების მიღების შემდგომ გადაცემული ფინანსური აქტივების განკარგვის მართლზომიერების საკითხი. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ, ზოგადად, სამართლის მთავარი მიზანი მართლწესრიგის სამართლიანი უზრნუველყოფაა, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართლის მთავარი ამოცანა არა მორალის, არამედ ეთიკური მინიმუმის დაცვაა, რაც კერძოსამართლებრივი ურთირეთობის კონტექსტში, მათ შორის, გულისხმობს იმას, რომ მხარეთა შორის არსებული ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა შესრულდეს ისე, რომ თავად მხარეები არ შეიჭრან ერთმანეთის სხვა უფლებების გაუმართლებელ ჩარევაში. კერძოსამართლებრივი გაგებით, გარიგებისმიერი ვალდებულების შესრულებისას მოვალის ფუნქციას და ვალდებულებას წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ისეთი სახის შესრულება, რომელიც იქნება ჯეროვანი და შესრულების პარალელურად არ ხელყოფს სხვათა უფლებებს გაუმართლებლად. ამ გაგებით, მოვალე არ არის უფლებამოსილი გასცდეს თავის სახელშეკრულებო ვალდებულებას და შესრულებისას განსაზღვროს კრედიტორის მიერ ვალდებულების მიღების შემდგომ აღნიშნული აქტივის სამართლებრივი ბედი, რადგან საკუთარი ვალდებულების შესრულებით ის უკვე კარგავს რაიმე სახის სამართლებრივ კავშირს, ერთი ხრივ, გარიგების ობიექტთან, მეორეს მხრივ კი იმ სართლებრივ ბედთან, რაც შესაძლოა წარმოიშვას გარიგების შესრულების შემდგომ. აღნიშნული ზოგადი სახელშეკრულებო მოწესრიგების საგამონაკლისო შემთხვევას წარმოადგენს, მაგალითად ჩუქების რეგულირება (სსკ-ის 529, 530-ე მუხლები), რა დროსაც გამჩუქებელი ინარჩუნებს გაჩუქებული ნივთის სამართლებრივ ბედზე ზემოქმედების უფლებამოსილებას, თუმცა ეს შემთხვევა წმინდა კანონისმიერ მოწესრიგებას წარმოადგენს, ხოლო წინამდებარე შემთხვევაში, ხელშეკრულებით მხარეები არ შეთანხმებულან მსგავსი სახის სახელშეკრულებო პირობაზე, შესაბამისად, როგორც კრედიტორს, ასევე მოვალეს, არ ჰქონდათ არც ვალდებულება და არც უფლებამოსილება აღნიშნული ხელშეკრულების პირობების ფარგლებში განესაზღვრათ შესრულებული ვალდებულების შემდგომი სამართლებრივი ბედი.

67. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მოპასუხის მიერ წარდგენილი შესაგებელი შესრულებაზე უარის თქმის შესახებ იმ მოტივით, რომ მოპასუხისთვის გადაცემული ფულადი თანხები კომპანიის ხელმძღვანელის მიერ შესაძლოა არამიზნობრივად განკარგულიყო, ვერ ჩაითვლება რელ.ტურ შესაგებლად, რადგან თუნდაც დასტურდებოდეს არამიზნობრივი ხარჯვა, მოვალის ვალდებულება იყო დარჩენილიყო სახელშეკრულებო ურთირთობის ფარგლებში და შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება, ხოლო შესრულების მიღების შემდგომ სამართლებრივი სიკეთის ბედის საკითხი უკვე აღარ წარმოადგენს მოვალის ინტერესის სფეროს, შესაბამისად, მას არ აქვს უფლება უარი თქვას შესრულების განხორციელებაზე და ამ მიზეზით ჩაერიოს კრედიტორის უფლებამოსილებებში თავისუფლად განკარგოს მიღებული შესრულება.

68. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომლის თანახმად, დაუსაბუთებელია აპელანტის/მოპასუხის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე კომპანიისათვის მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფარგლებში იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხების გადახდა საფრთხის შემცველი იყო, რადგან ამ თანხებს არამიზნობრივად და მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე განკარგავდა კომპანიის ხელმძღვანელი პირი, ვინაიდან მოიჯარის ვალდებულებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის საფუძველზე ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება წარმოადგენს, ხოლო თუ შპს ,,დ.ჯ–ის“ ხელმძღვანელი პირი აღნიშნულ თანხებს არამიზნობრივად განკარგვდა, აღნიშნული შესაძლებელია გამხდარიყო ხელმძღვანელი პირის მიმართ სამეწარმეო სამართლებრივი დავის დაწყების საფუძველი.

69. 2020 წლის 10 ივლისიდან ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში 2020 წლის 31 დეკემბრამდე არსებული იჯარო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის ნაწილში საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნებს და დამარტებით მიუთითებს შემდეგს:

70. საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით დადგენილია, რომ მოიჯარემ გადასცა შესაბამისი ტექნიკა (იხ. განჩინების აღწერილობითი ნაწილი) მეიჯარეს, ამ უკანასკნემა კი ჩაიბარა ხელშეკრულებით გათვალიწინებული ობიექტები. ასევე დადგენილია, რომ ჯამში 2020 წლის 10 ივლისიდან ტექნიკის დაბრუნებამდე გადასახდელი საიჯარო ქირამ ჯამური ოდენობა შეადგინა 157 180 ლარი.

71. კასატორის (მოპასუხის) მითითება, რომ აღნიშნულ პერიოდში ტექნიკა მის მფლობელობაში არ იმყოფებოდა, ვერ ჩაითვლება დასაბუთებულად, რადგან საპირწონედ მოპასუხე მხარის მიერ არ ყოფილა რამე სახის მტკიცებულება წარმოდგენილი ზეპირი ახსნა-განმარტების გარდა, შესაბამისად, ამ ნაწილშიც საკასაციო პალატა იზიარებს ქვედა ინსტანციების მსჯელობას, რომ მოპასუხემ ვერ შეძლო დაესაბუთებინა ტექნიკის ფაქტობრივ ფლობაში არქონის ფაქტი, შესაბამისად, აშკარაა რომ მოპასუხემ ისე ისარგებლა მოსარჩელის ქონებით, რომ შესაბამისი საპასუხო შესრულება ჯეროვნად არ განუხორციელებია.

72. კასატორის/მოპასუხის პრეტენზია ასევე მიმართულია პირგასამტეხლოს დაკისრების მართლზომიერების კვლევასა და ასევე მისი შემცირების შესაძლებლობაზე.

73. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. სსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

74. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მხარეებმა ნების ავტონომიის პრინციპის საფუძველზე, თავისუფლად განსაზღვრეს პირგასამტეხლოს საკითხი ხელშეკრულებით, შესაბამისად, მოპასუხის მითითება პირგასამტეხლოს უარყოფის შესახებ ვერ ჩაითვლება რელ.ტურ შედავებად. თავის მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუვნელყოფის დამატებითი საშუალების წაყენების შესაძლებლობა წარმოიშობა ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში. განასხილველ შემთხვევაში, როგორც დადგინა, სახეზეა ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევა, შესაბამისად, არსებობს პირგასამტეხლოს მოთხოვნის საფუძველი.

75. რაც შეეხება შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ კასატორის (მოპასუხის) შედავებას, სასამართლო მიუთითებს შემდეგს:

76. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, უპირველესად, კრედიტორის ინტერესების უზრუნველმყოფი საკანონმდებლო მექანიზმია, რომელიც კრედიტორის სახელშეკრულებო რისკებს ამცირებს, თუმცა იმისთვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული კრედიტორის მხრიდან ამ ინსტიტუტის ფარგლებში უფლების ბოროტად გამოყენება, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შესაფასებელი და ამავდროულად დასაცავი ღირებულებაა სახელშეკრულებო წონასწორობა/ბალანსი, ერთი მხრივ, პირგასამტეხლოს, როგორც სახელშეკრულებო თავისუფლების გამოხატულებას და, მეორე მხრივ, მოვალის დაცვას, როგორც ამ თავისუფლების ლეგიტიმურ შეზღუდვას შორის. ამდენად, პირგასამტეხლოს იურიდიული ძალა მხოლოდ მაშინ აქვს, თუ ის ამავდროულად უზრუნველყოფს მოვალის გონივრული ფარგლებით დაცვას (სუსგ №ას-1928-2018, 31.10.2019წ.).

77. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; №ას-848-814-2016, 28.12.2016წ.).

78. სასამართლოს, სსკ-ის 420-ე მუხლის საფუძველზე, უფლება აქვს, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რაც შეფასებითი კატეგორიაა და, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული, მაგალითად, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან; პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (სუსგ №ას-1511-2018, 26.03.2019წ.; სუსგ №ას-535-2021, 29.10.2021წ.). კვალიფიციური შედავების გარეშე შეუძლებელია დადგინდეს რამდენად არაგონივრული, შეუსაბამოა პირგასამტეხლოს ოდენობა სახელშეკრულებო ინტერესის ხელყოფის მასშტაბთან. ამდენად, როგორც ვალდებულების დარღვევის მნიშვნელობა, სახელშეკრულებო ინტერესის შინაარსისა და ფარგლების განმარტება და დადგენილ პირგასამტეხლოს ოდენობასთან მისი ადეკვატურობა (კრედიტორის მტკიცების ტვირთი), ისე ვალდებულების დარღვევის ხარისხის შეუსაბამობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან (მოვალის მტკიცების ტვირთი), არის უმნიშვნელოვანესი შეფასებითი კატეგორიები, რომელზეც თავად მხარეებმა უნდა შეუქმნან მოსამართლეს დასაბუთებული წარმოდგენა და მიანიჭონ მას მხარეთა ნების განმარტების შესაძლებლობა (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17; ასევე იხ.: სუსგ №ას-827-2021, 03.12.2021წ.). ამდენად, რადგან მოვალეს ენიჭება პირგასამტეხლოს ოდენობის კვალიფიციური შეცილების უფლება, ხოლო სასამართლოს მისი შემცირების უფლებამოსილება - მნიშვნელოვანია კრედიტორის ვალდებულების დარღვევის ნაწილში წარმოდგენილი შეფასება დარღვევის მნიშვნელობასთან, ხანგრძლივობასთან და დარღვეულ სახელშეკრულებო ინტერესთან მიმართებით, რაც კრედიტორს მისცემს კვალიფიციურ შესაძლებლობას, შეამციროს სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირების პერსპექტივა. სასამართლოს ხელშეკრულების განმარტების პროცესში სახელმძღვანელოდ ექნება არა მხოლოდ მოვალის კვალიფიციური შეცილება პირგასამტეხლოს ოდენობის არაგონივრულობის შესახებ, არამედ კრედიტორის პერსპექტივიდან წარმოჩენილი მისივე სახელშეკრულებო ინტერესის რღვევის ხარისხი (ნათია ჩიტაშვილი. პირგასამტეხლოსა და ზიანის მოთხოვნათა სახელშეკრულებო ინტერესის უზრუნველმყოფი ფუნქცია. შედარებითი სამართლის ჟურნალი 2/2020, გვ.17).

79. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორი (მოპასუხე), როგორც იურიდიული პირი, ვალდებული იყო წარმოეგინა კვალიფიციური შედავება და დაესაბუთებინა პირგასამტეხლოს შემცირების მართლზომიერება, რაც ამ შემთხვევაში, სახეზე არაა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება, შესაბამისად, მის მიმართ წარმოშობილი პირგასამტეხლოს ოდენობა თანაზომიერია და შეესაბამება შეუსრულებელი ვალდებულების ოდენობას.

80. რაც შეეხება პირველი კასატორის (მოსარჩელის) საკასაციო შედავებას, ის შეეხება შეგებებული სარჩელით სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს ,,ი–ის“ მიერ შპს ,,დ.ჯ–ისათვის“ რეგრესის წესით თანხის დაკისრების მოთხოვნის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საკითხს, საკასაციო პალატა მიუთითებს სსკ-ის 905-ე მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, თუ თავდები დააკმაყოფილებს კრედიტორს, მასზე გადადის კრედიტორის მოთხოვნა ძირითადი მოვალის მიმართ. ძირითადი მოვალის შესაგებლები, რომლებიც გამომდინარეობს მასა და თავდებს შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან, ხელუხლებელი რჩება. ასევე, სსკ-ის 891-ე მუხლი მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 463-ე მუხლით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კანონის 464-ე მუხლით, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 465-ე მუხლით კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ.

81. ქვედა ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილია, რომ შპს ,,ი–ი“ წარმოადგენს შპს ,,დ.ჯ–ის“ სოლიდარულ თავდებს, ასევე უდავოდ დადგენილია, რომ სოლიდარული თავდებობის ფარგლებში შპს ,,ი–ის“ მიერ სალიზინგო კომპანიისათვის გადახდილ იქნა 652 744 აშშ დოლარი. სწორედ აღნიშნული თანხის რეგრესის წესით შეგებებული სარჩელით მოპასუხეზე დაკისრების მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ სააპელაციო ინსტანციაში.

82. საკასაციო პალატა მიუთითებს, რომ ასეთი სახის მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი იქნება, თუ კი სახეზე იქნება შემდეგ პირობათა კუმულაცია: 1) სახეზეა სოლიდარული თავდებობა; 2) მოვალის მიერ ადგილი ჰქონდა ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს; 3) მოვალეს არ გააჩნდა რაიმე სახის შესაგებელი კრედიტორის მიმართ, რომელიც გამორიცხავდა ვალდებულების შესრულების მოთხოვნას მის მიმართ; 4) თავდებმა რეალურად შეასრულა ვალდებულება ძირითადი მოვალის ნაცვლად. საქმეზე დადგენილია, რომ შპს „დ.ჯ–ს“ ს.ს.კ–ის მიმართ აქვს სალიზინგო ვალდებულებები, შპს „დ.ჯ–ის“ სოლიდარული თავდებია შპს „ი–ი“. შპს „დ.ჯ–მა“ ვერ შეასრულა ვალდებულებები, შესაბამისად ს.ს.კ–ს წარმოეშვა კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილების შესაძლებლობა, რის საფუძველზეც პირდაპირ მფობელობაში დაიბრუნა ლიზინგით გამოყვანილი ყველა ნივთი. აღნიშნულის მიუხედავად, რადგან მოვალემ კვლავ ვერ შეძლო მეორედ წაყენებული კრედიტორული მოთხოვნების დაკმაყოფილება, შპს „ი–ის“ , როგორც სოლიდარულ მოვალეს გაეგზავნა გაფრთხილების წერილი, რომლითაც თავდებს მოსთხოვა ვალდებულების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაყადაღდებოდა თავდების ქონება ვალდებულების იძულებით შესრულების მიზნით. რადგან შპს „ი–ისთვის“ ქონების დაყადაღება გამოიწვევდა კომპანიის გადახდისუუნარობას, თავდებსა და კრედიტოს შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, თავდებმა შეასრულა ვალდებულების ნაწილი 670 526.74 აშშ დოლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით, შესაბამისად, ქვედა ინსტანციის სასამართლოებში დადგინდა, შპს „ი–ის“ სოლიდარულ თავდებად ყოფნის ფაქტი და ასევე შპს „დ.ჯ–ის“ დავალიანების შპს „ი–ის“ სალიზინგო კომპანიისათვის გადახდის ფაქტი 652 744 აშშ დოლარის ოდენობით.

83. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა საფუძვლიანია, რომ შპს „ი–იმ“ გადაიხადა 652 744 აშშ დოლარი და სანაცვლოდ მიიღო 375 000 აშშ დოლარის ღირებულების ტექნიკა, მიღებული ქონების ღირებულებასა და გადახდილ თანხას შორის სხვაობა შეადგენს 277 744 აშშ დოლარს, შესაბამისად, შპს „ი–ის“ მიერ მიღებული ფინანსური დანაკლისი შეადგენს მინიმუმ სხვაობას გადახდილ თანხასა და მიღებული ქონების ღირებულებას შორის - 277 744 აშშ დოლარის ოდენობით.

84. ზემოაღნიშნული მსჯელობისა და ფაქტობრივი გარემოებების დამოკვლევის საფუძველზე საკასაციო პალატის მოსაზრებით, ნათელია, რომ შპს „ი–იმ“ თავდებობის გამო გაწეული ფინანსური ვალდებულებების ნაწილის დაკმაყოფილება შეძლო შესაბამისი ღირებულების ტექნიკის მიღებით, რაც გამორიცხავს ვალდებულების შესრულების სრული თანხის მოთხოვნის შესაძლებლობას.

85. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი წინაპირობა, რომლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო დასაშვებად ცნობს წარმოდგენილ საკასაციო საჩივარს.

86. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება ცნობილი, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 391-ე, 401-ე, 408.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „დ.ჯ–ისა“ და შპს „ი–ის“ საკასაციო საჩივრები, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველი;

2. შპს „დ.ჯ–ს“ (......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6427, გადახდის თარიღი 03/08/2023), 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

3. შპს „ი–ის“ (.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი (საგადახდო დავალება №6682, გადახდის თარიღი 17/07/2023), 8 000 ლარის 70% - 5 600 ლარი;

4. განჩიება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ. მიქაბერიძე