საქმე №ა-1883-შ-43-2024 18 აპრილი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – თ.რ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ვ.ი–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის საოლქო სასამართლოს (საოჯახო საქმის განყოფილება) 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (N250 F 1975/23) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – მშობლის მზრუნველობის შეჩერება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის საოლქო სასამართლოს (საოჯახო საქმის განყოფილება) 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (N250 F 1975/23) გადაწყდა, რომ მამის - ვ.ი–ის (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე), როგორც მშობლის მზრუნველობა შვილის - თ.ი–ის (დაბადების თარიღი - 02.03.2010წ., შემდეგში წინამდებარე განჩინებაში მოხსენიებული, როგორც არასრულწლოვანი) მიმართ შეჩერებულია, რადგან ის ფაქტობრივად დიდი ხანია ვერ ახორციელებს მშობლის პასუხისმგებლობასა და მზრუნველობას შვილის მიმართ.
2. დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
3. საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა არასრულწლოვნის დედამ, თ.რ–მა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი), რომელმაც ზემომითითებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 11 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა განსახილველად იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქმის გაცნობის შედეგად საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის საოლქო სასამართლოს (საოჯახო საქმის განყოფილება) 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (N250 F 1975/23) გადაწყდა, რომ მოპასუხის, როგორც მშობლის მზრუნველობა არასრულწლოვნის მიმართ შეჩერებულია, რადგან ის ფაქტობრივად დიდი ხანია ვერ ახორციელებს მშობლის პასუხისმგებლობასა და მზრუნველობას შვილის მიმართ.
დასახელებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
8. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. თ.რ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის რეგენსბურგის საოლქო სასამართლოს (საოჯახო საქმის განყოფილება) 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (N250 F 1975/23), რომლითაც ვ.ი–ს, შეუჩერდა მშობლის მზრუნველობა, შვილის - თ.ი–ის (დაბადების თარიღი - 02.03.2010წ.) მიმართ.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე : ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები : ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე