Facebook Twitter

№ა-5501-შ-165-2023

05 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით

შუამდგომლობის ავტორი – ს.ი–ვა

წარმომადგენელი - ბ.ხ–ი

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ჭ–ძე

წარმომადგენელი - ნ.ო–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი დადგენილება N534F1560/20 და – გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის გადაწყვეტილება N534F1543/20

დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეჩერება, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი დადგენილებით (N534F1560/20) 2017 წლის 9 ივლისს დაბადებული მცირეწლოვანი შვილის ჰ.ჭ–ძის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უფლება მიენიჭა დედას - ს.ი–ვას, აღნიშნული დადგენილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარა და ის შესულია კანონიერ ძალაში.

გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის გადაწყვეტილებით, (N534F1543/20) მშობლის მეურვეობის უფლება შეუჩერდა მამას - ჯ.ჭ–ძეს, მცირეწლოვანი ჰ.ჭ–ძის მიმართ და მშობლის მოვალეობები ერთმნიშვნელოვნად გადავიდა მეორე მშობელზე. აღნიშნული გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

2023 წლის 1 ნოემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა ს.ი–ვას წარმომადგენელმა ბ.ხ–მა, რომელმაც მოითხოვა გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი დადგენილების N534F1560/20 და – გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის N534F1543/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 10 ნოემბრის განჩინებით, ს.ი–ვას შუამდგომლობა, გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი დადგენილებს N534F1560/20 და გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის გადაწყვეტილების N534F1543/20 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

მიუნხენის უზენაესი სამხარეო სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით, დაინტერესებული მხარის მამის სარჩელის საფუძველზე, მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 გადაწყვეტილება შეიცვალა და დადგინდა, რომ მშობლიური ზრუნვის შეჩერების საფუძველი აღარ არსებობს.

საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2024 წლის 05 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ს.ი–ვას წარმომადგენელმა ბ.ხ–მა განაცხადა, რომ იხმობს ს.ი–ვას შუამდგომლობას, გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი დადგენილებს N534F1560/20 და გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის N534F1543/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების თაობაზე და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.

მოწინააღმდეგე მხარე დაეთანხმა შუამდგომლობის გახმობას და თანახმაა აღნიშნული შუამდგომლობა დარჩეს განუხილველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, წარმოდგენილი შუამდგომლობა, ს.ი–ვას შუამდგომლობის გამოხმობისა და მისი განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.

დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.

სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს (იხ. სუსგ: Nა-2253-შ-65-2022; ა-4718-შ-144-2021).

განსახილველ შემთხვევაში 2024 წლის 5 აპრილს გამართულ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განცხადებებით დასტურდება, რომ ს.ი–ვამ გაიხმო შუამდგომლობა, გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი N534F1560/20 დადგენილების და გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის N534F1543/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის და აღსრულების თაობაზე და მოითხოვა მისი განუხილველად დატოვება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ს.ი–ვას და მისი წარმომადგენლის ბ.ხ–ის შუამდგომლობა, გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი N534F1560/20 დადგენილების და გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის N534F1543/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, შუამდგომლობის გახმობისა და განუხილველად დატოვების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შუამდგომლობის ავტორის ს.ი–ვას წარმომადგენლის ბ.ხ–ის განცხადება, შუამდგომლობის გახმობისა და მისი განუხილველად დატოვების შესახებ, დაკმაყოფილდეს.

2. განუხილველად დარჩეს ს.ი–ვას შუამდგომლობა, გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 11.02.2020 წლის დროებითი დადგენილების N534F1560/20 და გერმანიის, ქალაქ მიუნხენის სამხარეო სასამართლოს 14.02.2020 წლის N534F1543/20 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულების შესახებ.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე