საქმე Nას-164 -2022
22 აპრილი 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი - შპს „G.A G.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს–ი“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ვალდებულების შესრულებულად აღიარება; სააღსრულებო ფურცლის გაუქმება
საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ს–იმ“ სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხე შპს,,G.A G.-ის მიმართ და მოითხოვა:
1.1 აღიარებულ იქნეს შპს ,,ს–ის’’ მიერ შპს,,G.A G.-ის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შეწყვეტილად, ამ ვალდებულების შპს ,,ს–ის’’ მიერ შესრულების გამო;
1.2 გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N 2/185-17.
2. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ს–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. აღიარებულ იქნა შპს „ს–ის“ მიერ შპს შპს „G.A G.“-ის მიმართ, ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით დაკისრებული ვალდებულება შეწყვეტილად, ამ ვალდებულების შპს „ს–ის“ მიერ შესრულების გამო. ამავე გადაწყვეტილებით, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 2017 წლის 6 ოქტომბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი N2/185-17.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „G.A G.“-მა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინებით შპს „G.A G.“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,G.A G.“-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 09 მარტის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2022 წლის 07 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი.
8. 2024 წლის 19 თებერვალს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს მორიგების მიზნით მიეცათ ვადა და დაევალათ წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებები.
9. 2024 წლის 08 აპრილს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული მორიგები აქტი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
13. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა.
14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
15. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი ითვალისწინებს შემდეგ პირობებს:
- ერთის მხრივ, შპს „G.A G.“ (ს/კ ........) წარმოდგენილი დ.კ–ის (პ/ნ ....) სახით და მეორეს მხრივ, შპს „ს–ი“ (ს/კ ......) წარმოდგენილი ც.მ–ის სახით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე Nას-164-2022 სამოქალაქო საქმის მორიგებით დასრულების მიზნით ვთანხმდებით შემდეგ პირობებზე:
- მხარეთა შეთანხმებით, შპს „ს–ი“ (ს/კ ......) შპს G.;A G.-ის (ს/კ .......) სასარგებლოდ განახორციელებს დავალიანების გადახდას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. დარჩენილი ვალი ეპატიება მოპასუხეს.
- მორიგება ვრცელდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებით საქმეზე N2/185-17 დადგენილ პირობებზეც;
- წინამდებარე მორიგების აქტის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე A19022151 სააღსრულებო საქმეზე არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა შემდეგი გრაფიკით:
1) 2024 წლის 30 აპრილი - არანაკლებ 1168 (ათას ას სამოცდარვა) ლარი;
2) 2024 წლის 31 მაისი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
3) 2024 წლის 30 ივნისი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
4) 2024 წლის 31 ივლისი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
5) 2024 წლის 31 აგვისტო - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
6) 2024 წლის 30 სექტემბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
7) 2024 წლის 31 ოქტომბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
8) 2024 წლის 30 ნოემბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
9) 2024 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
10) 2025 წლის 28 თებერვალი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
11) 2025 წლის 31 მარტი - არანაკლებ 576 (ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარი;
- მხარეთა შეთანხმებით უქმდება წინამდებარე საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული A19022151 სააღსრულებო საქმე და ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობითა და გრაფიკით ფორმდება გრაფიკი შპს ს–ის მიერ 7 000 ლარის 12 თვის განმავლობაში გადახდის თაობაზე.
- მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების სრულად შესრულების შედეგად, მხარეებს ერთმანეთის მიმართ აღარ ექნებათ რაიმე სახის ფინანსური მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების თარიღამდე არსებულ ურთიერთობებთან.
- მორიგების თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შეწყდება (დასრულდება) აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული A19022151 სააღსრულებო საქმის წარმოება, შპს ,,ს–ი“ -ის რაიმე პასუხისმგებლობა აღსრულების შეწყვეტის შემდეგ (თანხების გადახდა) არ დაეკისრება;
- მორიგების პირობების ფარგლები ვრცელდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასაც, რის გამოც შპს G.A G. უფლება აღარ ექნება მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში მოითხოვოს რაიმე 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.
- მხარეები უარს აცხადებენ მათ მიერ გაწეული ან გასაწევი საპროცესო ხარჯების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე.
- მხარეები უარს აცხადებენ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე.
- მხარეები ეთანხმებიან მორიგების აქტით განსაზღვრულ პირობებს და თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით.
- წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.
16. მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.
17. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.
18. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითად განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კასატორს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ს. ბ–ში“, 2022 წლის 02 მარტს, №375 საგადახდო დავალებით გადახდილი 466.10 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „G.A G.“ და შპს „ს–ის“ წარმომადგენლების შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:
- ერთის მხრივ, შპს „G&A G.“ (ს/კ .....) წარმოდგენილი დ.კ–ის (პ/ნ .....) სახით და მეორეს მხრივ, შპს „ს–ი“ (ს/კ ......) წარმოდგენილი ც.მ–ძის სახით, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მიმდინარე Nას-164-2022 სამოქალაქო საქმის მორიგებით დასრულების მიზნით ვთანხმდებით შემდეგ პირობებზე:
- მხარეთა შეთანხმებით, შპს „ს–ი“ (ს/კ ......) შპს G.;A G.-ის (ს/კ .......) სასარგებლოდ განახორციელებს დავალიანების გადახდას 7 000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით წინამდებარე მორიგების აქტის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესით. დარჩენილი ვალი ეპატიება მოპასუხეს.
- მორიგება ვრცელდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებით საქმეზე N2/185-17 დადგენილ პირობებზეც;
- წინამდებარე მორიგების აქტის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს აღსრულების ეროვნული ბიუროს საბანკო ანგარიშზე A19022151 სააღსრულებო საქმეზე არაუგვიანეს ყოველი თვის ბოლო რიცხვისა შემდეგი გრაფიკით:
1) 2024 წლის 30 აპრილი - არანაკლებ 1168 (ათას ას სამოცდარვა) ლარი;
2) 2024 წლის 31 მაისი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
3) 2024 წლის 30 ივნისი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
4) 2024 წლის 31 ივლისი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
5) 2024 წლის 31 აგვისტო - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
6) 2024 წლის 30 სექტემბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
7) 2024 წლის 31 ოქტომბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
8) 2024 წლის 30 ნოემბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
9) 2024 წლის 31 დეკემბერი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
10) 2025 წლის 28 თებერვალი - არანაკლებ 584 (ხუთას ოთხმოცდაოთხი) ლარი;
11) 2025 წლის 31 მარტი - არანაკლებ 576 (ხუთას სამოცდათექვსმეტი) ლარი;
- მხარეთა შეთანხმებით უქმდება წინამდებარე საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლის საფუძველზეც შეჩერებულია აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული A19022151 სააღსრულებო საქმე და ამავე შეთანხმების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ოდენობითა და გრაფიკით ფორმდება გრაფიკი შპს ს–ის მიერ 7 000 ლარის 12 თვის განმავლობაში გადახდის თაობაზე.
- მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტის პირობების სრულად შესრულების შედეგად, მხარეებს ერთმანეთის მიმართ აღარ ექნებათ რაიმე სახის ფინანსური მოთხოვნა, რომელიც დაკავშირებულია წინამდებარე მორიგების აქტის გაფორმების თარიღამდე არსებულ ურთიერთობებთან.
- მორიგების თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში შეწყდება (დასრულდება) აღსრულების ეროვნულ ბიუროში არსებული A19022151 სააღსრულებო საქმის წარმოება, შპს ,,ს–ი“ -ის რაიმე პასუხისმგებლობა აღსრულების შეწყვეტის შემდეგ (თანხების გადახდა) არ დაეკისრება;
- მორიგების პირობების ფარგლები ვრცელდება ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე და შესაბამისად წინამდებარე მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება წარმოადგენს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასაც, რის გამოც შპს G.A G. უფლება აღარ ექნება მორიგების აქტით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში მოითხოვოს რაიმე 2017 წლის 02 ივნისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების საფუძველზე.
- მხარეები უარს აცხადებენ მათ მიერ გაწეული ან გასაწევი საპროცესო ხარჯების, მათ შორის, სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე.
- მხარეები უარს აცხადებენ მორიგების აქტის საფუძველზე მიღებული განჩინების გასაჩივრების უფლების გამოყენებაზე.
- მხარეები ეთანხმებიან მორიგების აქტით განსაზღვრულ პირობებს და თანხმობას ადასტურებენ ხელმოწერით.
- წინამდებარე მორიგების აქტი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და სასამართლოს მიერ მისი დამტკიცებისთანავე.
3. მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 29 სექტემბრის (N2/777-19წ) გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 13 დეკემბრის განჩინება (2ბ/5920-20).
4. მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-164 -2022.
5. შპს „G.A G.“-ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით, სს „ს.ბ–ში“, 2022 წლის 02 მარტს, №375 საგადახდო დავალებით გადახდილი 466.10 ლარი.
6. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე