Facebook Twitter

№ას-1445-2023

19 აპრილი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე - რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.თ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ქ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით ჯ.ქ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ჯ.ქ–სა და ლ.თ–ს შორის არსებული საზიარო უფლება, ქ.თბილისში, ....... მდებარე უძრავ ქონებაზე (ს/კ ........) აუქციონზე რეალიზაციის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა მხარეთა შორის საჯარო რეესტრში რეგისტრირებული წილების შესაბამისად.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით მოითხოვა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით ლ.თ–ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოპასუხემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და საზიარო უფლების გაუქმება ნატურით გაყოფის გზით მოითხოვა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის განჩინებით ლ.თ–ს დაევალა საკასაციო საჩივრის ხარვეზის შევსება, კერძოდ: აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა წარმოედგინა მის მიერ, ან სხვა უფლებამოსილი პირის მიერ, ხელმოწერილი საკასაციო საჩივარი კასატორის სახელისა და გვარისა და გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით; განახლებული ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან ან 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედანი. აღნიშნული განჩინება კასატორს ჩაბარდა 2024 წლის 13 თებერვალს. კასატორს განჩინების სარეზოლუციო ნაწილით განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩებოდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით ლ.თ–ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

2024 წლის 18 აპრილს საქართველოს უზენაესი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა ლ.თ–ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი, რომელსაც თან ერთვოდა 2024 წლის 18 აპრილის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ლ.თ–ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63–ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ლ.თ–ს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 24 ნოემბრის ხარვეზის განჩინება, მესამე მცდელობის შემდეგ, ჩაბარდა 2024 წლის 13 თებერვალს და მას განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა ამოეწურა 2024 წლის 20 თებერვალს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით ლ.თ–ის საკასაციო საჩივარი, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველად. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებით ლ.თ–ის საკასაციო საჩივარზე სამართალწარმოება დასრულდა 2024 წლის 12 აპრილს. კასატორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი წარმოადგინა 2024 წლის 18 აპრილს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლისა და სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, რაც დაზუსტებული საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399–ე, 372–ე, 284–ე, 285–ე401–ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ლ.თ–ის დაზუსტებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე რევაზ ნადარაია