№ა-1870-შ-42-2024
29 მაისი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – დ.რ–ია
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, 1. 26/03/2007 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეების განქორწინების საკითხი მიეკუთვნება საოჯახო საქმეთა სასამართლოს იურისდიქციას რიშონ ლე-ციონში. მხარეების განქორწინებაზე თანახმანი არიან. 2. ამრიგად, მეუღლეების თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე დოკუმენტით მიიღება გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩემ მიერ ნებადართულია ე.გ–ას, პირადობის მოწმობა ...... და დ.რ–იას, პირადობის მოწმობა ......, შორის ქორწინების შეწყვეტა. 3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაძლევ განკარგულებას, ოფიციალურ დოკუმენტებში შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერები მე-2 პუნქტის თანახმად.
2024 წლის 05 აპრილს, დ.რ–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
2024 წლის 21 მაისს, შუამდგომლობის ავტორის წარმომადგენელმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და დააზუსტა, რომ ითხოვს, ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 22 მაისის განჩინებით, დ.რ–იას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
დ.რ–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით, 1. 26/03/2007 წლის გადაწყვეტილების საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მხარეების განქორწინების საკითხი მიეკუთვნება საოჯახო საქმეთა სასამართლოს იურისდიქციას რიშონ ლე-ციონში. მხარეების განქორწინებაზე თანახმანი არიან. 2. ამრიგად, მეუღლეების თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე დოკუმენტით მიიღება გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ჩემ მიერ ნებადართულია ე.გ–ას, პირადობის მოწმობა ........ და დ.რ–იას, პირადობის მოწმობა ....., შორის ქორწინების შეწყვეტა. 3. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაძლევ განკარგულებას, ოფიციალურ დოკუმენტებში შეიტანოს შესაბამისი ჩანაწერები მე-2 პუნქტის თანახმად.
ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2024 წლის 16 აპრილს გაცემული გადაწყვეტილების თანახმად დასტურდება, რომ მხარეთა განქორწინების გადაწყვეტილება, გამოტანილი 2007 წლის 25 აპრილს, 47730/06 საქმეზე მოსამართლე შმუელ ბუკოვსკის მიერ ამ საოჯახო საქმეთა სასამართლოში რიშონ-ლე-ციონში, საბოლოოა, მისი გასაჩივრება დაუშვებელია და ის შეიძლება იძულებით აღსრულდეს ისრაელში. შესაბამისად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება დ.რ–იას და ე.გ–ას შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ.რ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, ისრაელის სახელმწიფოს რიშონ ლე-ციონის საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2007 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილება, რომლითაც, მეუღლეების თანხმობის საფუძველზე, წინამდებარე დოკუმენტით მიიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ნებადართული იქნა ე.გ–ას, პირადობის მოწმობა ..... და დ.რ–იას, პირადობის მოწმობა ......., შორის ქორწინების შეწყვეტა“.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე