საქმე №ა-2651-შ-67-2024 30 მაისი, 2024 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვლადიმერ კაკაბაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე,
მირანდა ერემაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ი.ს–ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ს–ა (მოპასუხე)
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილების (გადაწყვეტილების ნომერი - 11160/2022) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა
დავის საგანი – ქორწინების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი - 11160/2022): შეწყდა ი.ს–ასა (შემდეგში - მოსარჩელე ან შუამდგომლობის ავტორი) და კ.ს–ას (შემდეგში - მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) შორის საქართველოში, ქ.ფოთში, 2011 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირებული ქორწინება.
2. მოსარჩელემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და ზემოხსენებულ ნაწილში გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა ითხოვა.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 მაისის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
4. საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით (გადაწყვეტილების ნომერი - 11160/2022): შეწყდა მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საქართველოში, ქ.ფოთში, 2011 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირებული ქორწინება.
5. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5 მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით.
7. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამდენად, შუამდგომლობის ავტორის თხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი.ს–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის ქ.ათენის პირველი ინსტანციის ერთწევრიანი სასამართლოს 2022 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების ნომერი - 11160/2022), რომლითაც: შეწყდა ი.ს–ასა და კ.ს–ას შორის საქართველოში, ქ.ფოთში, 2011 წლის 27 სექტემბერს დარეგისტრირებული ქორწინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე: ვლადიმერ კაკაბაძე
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე