Facebook Twitter

საქმე №ა-1031-შ-26-2024 3 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ.დ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ–ე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილება (განაჩენი)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილებით გ.დ–ძესა და მ.ბ–ეს შორის 2005 წლის 23 დეკემბერს ჰანოვერის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 2235) შეწყდა.

2. გ.დ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი საცნობი გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე, გადაწყვეტილება ძალაში შევიდა 2009 წლის 22 აპრილს.

4. საცნობი გადაწყვეტილებიდან და შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი განქორწინების დროს იყო საქართველოს მოქალაქე [„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 12.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტი: ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო. 12.2. მუხლი: ქორწინებასთან დაკავშირებულ საქმეებში იგულისხმება განქორწინება, ქორწინების შეწყვეტა ან ბათილად ცნობა, ქორწინების ან მეუღლეთა თანაცხოვრების ფაქტის დადგენა].

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 7 მარტის განჩინებით გ.დ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ გ.დ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5. მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გ.დ–ძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ჰანოვერის პირველი ინსტანციის სასამართლოს საოჯახო საქმის განყოფილების 2009 წლის 22 აპრილის N607 F 110/09S გადაწყვეტილება, რომლითაც გ.დ–ძესა და მ.ბ–ეს შორის 2005 წლის 23 დეკემბერს ჰანოვერის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი 2235) შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი