Facebook Twitter

№ას-1107-2023

20 მაისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

თამარ ზამბახიძე, თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორები – შპს "ჩ.ს.ბ.ს.ს–ის" პარტნიორები: ნ.შ–ძე (16.548%); ფ.ლ–ნიძე (0.283%); ხ.ვ–ძე (0.849%); ნ.შ–ძე (0.283); ნ.მ–ია (0.283); ნ.ჯ–ი (0.283%); რ.დ–ძე (0.849%); ნ.ფ–ძე (0.849%); გ.ტ–ი (0.283%); ლ.მ–ძე (0.283%); მ.კ–ი (0.283%); ნ.ჩ–ძე (0.849%); ი.მ–ძე (0.283%); ქ.გ–ი (0.849%); ზ.ვ–ძე (0.849%); ნ.დ–ძე (0.283%); თ.გ–ძე (0.849%); გ.ნ–ძე (0.849%); დ.ჩ–ძე (0.849%); ნ.ო–ძე (0.283%); ნ.ბ–ძე (0.422%); მ.ჩ–ძე (0.283%); ჟ.დ–ძე (0.849%); ნ.ჩ–ძე (0.283%); მ.ჯ–ძე (0.283%); ნ.ბ–ძე; ლ.მ–ი; ლ.ტ–ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – მ.პ–ძე (37.495%); მ.ც–ძე (0.283%); გ.კ–ძე (0.849%); თ.კ–ძე (0.849%); ჯ.უ–ძე; შპს"ქ.ბ.მ.ს.ს–ი’’ (მოპასუხეები)

მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლება; ქვეიჯარის ხელშეკრულების გაუქმება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს "ჩ.ს.ბ.ს.ს–ის" პარტნიორების: ნ.შ–ძის (16.548%); ფ.ლ–ნიძის (0.283%); ხ.ვ–ძის (0.849%); ნ.შ–ძის (0.283); ნ.მ–იას (0.283); ნ.ჯ–ის (0.283%); რ.დ–ძის (0.849%); ნ.ფ–ძის (0.849%); გ.ტ–ის (0.283%); ლ.მ–ძის (0.283%); მ.კ–ის (0.283%); ნ.ჩ–ძის (0.849%); ი.მ–ძის (0.283%); ქ.გ–ის (0.849%); ზ.ვ–ძის (0.849%); ნ.დ–ძის (0.283%); თ.გ–ძის (0.849%); გ.ნ–ძის (0.849%); დ.ჩ–ძის (0.849%); ნ.ო–ძის (0.283%); ნ.ბ–ძის (0.422%); მ.ჩ–ძის (0.283%); ჟ.დ–ძის (0.849%); ნ.ჩ–ძის (0.283%); მ.ჯ–ძის (0.283%); ნ.ბ–ძის; ლ.მ–ის და ლ.ტ–ძის სარჩელი მ.პ–ძის (37.495%); მ.ც–ძის (0.283%); გ.კ–ძის (0.849%); თ.კ–ძის (0.849%); ჯ.უ–ძის და შპს "ქ.ბ.მ.ს.ს–ის’’ მიმართ, ზიანის ანაზღაურების, დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების და ქვეიჯარის ხელშეკრულების გაუქმების თაობაზე, არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა, რომლითაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებით მოსარჩელეების სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანეს მოსარჩელეებმა, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი ნ.თ–ძის, ხ.ქ–ძისა და ნ.ა–ძის ნაწილში, დარჩა განუხილველი.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 3 ნოემბრის განჩინებით შპს "ჩ.ს.ბ.ს.ს–ის" პარტნიორების: ნ.შ–ძის (16.548%); ფ.ლ–ნიძის (0.283%); ხ.ვ–ძის (0.849%); ნ.შ–ძის (0.283); ნ.მ–იას (0.283); ნ.ჯ–ის (0.283%); რ.დ–ძის (0.849%); ნ.ფ–ძის (0.849%); გ.ტ–ის (0.283%); ლ.მ–ძის (0.283%); მ.კ–ის (0.283%); ნ.ჩ–ძის (0.849%); ი.მ–ძის (0.283%); ქ.გ–ის (0.849%); ზ.ვ–ძის (0.849%); ნ.დ–ძის (0.283%); თ.გ–ძის (0.849%); გ.ნ–ძის (0.849%); დ.ჩ–ძის (0.849%); ნ.ო–ძის (0.283%); ნ.ბ–ძის (0.422%); მ.ჩ–ძის (0.283%); ჟ.დ–ძის (0.849%); ნ.ჩ–ძის (0.283%); მ.ჯ–ძის (0.283%); ნ.ბ–ძის; ლ.მ–ისა და ლ.ტ–ძის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

2024 წლის 22 თებერვალს კასატორებმა ერთობლივი განცხადებით მომართეს საკასაციო პალატას და განმარტეს, რომ მხარეთა შორის შედგა მორიგება, უარს ამბობებენ საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე. კასატორებმა ასევე მოითხოვეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნება (აღნიშნული განცხადებას ხელ აწერენ კასატორები: ნ.შ–ძე, ფ.ლ–ნიძე, ხ.ვ–ძე, ნ.შ–ძე, ნ.მ–ია, ნ.ჯ–ი, რ.დ–ძე, ნ.ფ–ძე, გ.ტ–ი, ლ.მ–ძე, მ.კ–ი, ნ.ჩ–ძე, ი.მ–ძე, ქ.გ–ი, ზ.ვ–ძე, ნ.დ–ძე, თ.გ–ძე, გ.ნ–ძე, დ.ჩ–ძე, ნ.ო–ძე, ნ.ბ–ძე, მ.ჩ–ძე, ჟ.დ–ძე, ნ.ჩ–ძე, მ.ჯ–ძე, ნ.ბ–ძე, ლ.მ–ი და ლ.ტ–ძე. იხ. განცხადება ტომი VIII, ს.ფ. 411-412). გამომდინარე იქიდან, რომ წარმოდგენილი იყო ერთობლივი განცხადება საკასაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, საკასაციო სასამართლო სატელეფონო კომუნიკაციის მეშვეობით დაუკავშირდა თითოეულ განმცხადებელს, რა დროსაც მათ დაუდასტურეს განცხადებაზე არსებული ხელმოწერილს შესრულება მათ მიერ, რაზეც შედგა შესაბამისი აქტები (იხ.: სატელეფონო აქტები, ტომი VIII, ს.ფ. 420-421).

2024 წლის 29 მარტს საქართველოს უზენაეს სასამართლოს კასატორებმა კვლავ მომართეს განცხადებით, რომელშიც მითითებულია, რომ მხარეები მორიგდნენ, კასატორები უარს აცხადებენ საკასაციო საჩივარზე და ითხოვენ საქმის წარმოების შეწყვეტას.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ განიხილა განცხადება და მიიჩნევს, რომ იგი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს და ადგენს მოსარჩელის უფლებას, უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხემ ცნოს მის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა, ანალოგიური უფლებით აღჭურავს მხარეს ამავე კოდექსის 83-ე მუხლი. უფრო მეტიც, სსსკ-ის 378-ე მუხლის 1-ლი ნაწილით (სსსკ-ის 399-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე, ამ ნორმის გამოყენება დასაშვებია საკასაციო სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივრის განხილვისას) სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანამდე, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები, ამ შემთხვევაში კი კასატორები (მოსარჩელეები) – უფლებამოსილნი არიან მომართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე, რაც თავის მხრივ შედეგად იწვევს საქმის წარმოების შეწყვეტას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების - შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს და თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტისა და 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, მათ საკასაციო საჩივარზე უნდა შეწყდეს წარმოება, იმგვარად, რომ ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ძალაში იქნას დატოვებული. ამასთან, კასატორებს უნდა განემარტოთ, რომ სსსკ-ის 378-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება იქნება დაუშვებელი.

საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ ერთობლივ განცხადებას, რომლითაც კასატორებმა უარი განაცხადეს საკასაციო საჩივარზე და იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ, ხელს აწერს ი.ა–ძე, თუმცა პალატამ 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით განსახილველი საკასაციო საჩივარი ნ.ა–ძის ნაწილში განუხილველი დატოვა. საქმის მასალებში წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელით, ასევე ბათუმის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი, სარჩელზე უარის თქმის განცხადებით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარზე ხელმომწერი ი.ა–ძე და ნ.ა–ძე არის ერთი და იგივე პიროვნება პირადი ნომრით .......... (იხ.: ტომი I, ს.ფ 182, 213; ტომი II ,ს.ფ. 163); ტომი VII, ს.ფ. 1) შესაბამისად, 2024 წლის 22 თებერვლის, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის შესახებ, შუამდგომლობაზე ხელმომწერი ი.ა–ძე წარმოადგენს ნ.ა–ძეს, რომლის მიმართაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 2 ნოემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან, ხოლო ამავე ნორმის მე-4 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისთვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის განხილვამდე საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორებს სრულად უნდა დაუბრუნდეთ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი – 6000 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49 (2), 272-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კასატორების შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე უარის თქმის თაობაზე დაკმაყოფილდეს.

2. შეწყდეს საქმის წარმოება შპს "ჩ.ს.ბ.ს.ს–ის" პარტნიორების: ნ.შ–ძის (16.548%); ფ.ლ–ნიძის (0.283%); ხ.ვ–ძის (0.849%); ნ.შ–ძის (0.283); ნ.მ–იას (0.283); ნ.ჯ–ის (0.283%); რ.დ–ძის (0.849%); ნ.ფ–ძის (0.849%); გ.ტ–ის (0.283%); ლ.მ–ძის (0.283%); მ.კ–ის (0.283%); ნ.ჩ–ძის (0.849%); ი.მ–ძის (0.283%); ქ.გ–ის (0.849%); ზ.ვ–ძის (0.849%); ნ.დ–ძის (0.283%); თ.გ–ძის (0.849%); გ.ნ–ძის (0.849%); დ.ჩ–ძის (0.849%); ნ.ო–ძის (0.283%); ნ.ბ–ძის (0.422%); მ.ჩ–ძის (0.283%); ჟ.დ–ძის (0.849%); ნ.ჩ–ძის (0.283%); მ.ჯ–ძის (0.283%); ნ.ბ–ძის; ლ.მ–ისა და ლ.ტ–ძის საკასაციო საჩივარზე მ.პ–ძის (37.495%); მ.ც–ძის (0.283%); გ.კ–ძის (0.849%); თ.კ–ძის (0.849%); ჯ.უ–ძისა და შპს" ქ.ბ.მ.ს.ს–ის’’ მიმართ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინებაზე.

3. ძალაში დარჩეს ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებები.

4. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 16 მარტის განჩინების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

5. კასატორებს დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე ა.ა–ის პ/ნ ..... მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 6 000 ლარი (საგადახდო დავალება 19112769117; გადახდის თარიღი 26.10.2023).

6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე რევაზ ნადარაია

მოსამართლეები: თამარ ზამბახიძე

თეა ძიმისტარაშვილი