Facebook Twitter

საქმე №ა-539-შ-16-2024 14 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილებით ი.მ–ძესა და მ.ს–ძეს შორის არსებული ქორწინება შეწყდა.

2. ი.მ–ძემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საცნობი გადაწყვეტილებიდან დგინდება, რომ მოპასუხე ინფორმირებული იყო საქმის განხილვის თაობაზე; გადაწყვეტილება ძალაშია შესული.

4. შუამდგომლობაზე დართული საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 თებერვლის განჩინებით ი.მ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68.5. მუხლის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ძის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე ამერიკის შეერთებული შტატების ნიუ-იორკის შტატის ნასაუს საგრაფოს უზენაესი სასამართლოს 2023 წლის 1 სექტემბრის N200346/2023 გადაწყვეტილება, რომლითაც ი.მ–ძესა და მ.ს–ძეს შორის არსებული ქორწინება შეწყდა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი