Facebook Twitter

¹ბს-07-07(კ-08) 4 მარტი, 2008 წელი

ქ. თბილისი

მიღების ადგილი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ე. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2006 წლის 28 სექტემბერს ე. გ.-მ სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 25 აგვისტოს ¹17 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, ეკონომიკური განვითარების განყოფილების აღდგენა, ხელვაჩაურის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულების ბათილად ცნობა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-3; ტ.I).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ. 54-55; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ.-მ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 66-59; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 8 თებერვლის განჩინებით ე. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება და საქნე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 106-108; ტ.I).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ.-ის ...-ის განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, ე. გ.-ე აღდგენილ იქნა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამის სამსახურში და აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური (იხ. ს.ფ. 152-153; ტ.I).

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ და მოითხოვა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმება და ე. გ.-ის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 154-159; ტ.I).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით ე. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის 2006 წლის 6 სექტემბრის ¹395 განკარგულება ე. გ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ, ე. გ.-ს უარი ეთქვა ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის ...-ის განყოფილების უფროსის თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე (იხ. ს.ფ. 30-38; ტ.II).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ.-მ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმება ე. გ.-ის სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მოთხოვნის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 43-45; ტ.II).

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 56-57; ტ.II).

საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრებები წარმოადგინეს ე. გ.-მ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.

ე. გ.-მ მოითხოვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის “ბ” და “გ” ქვეპუნქტების შესაბამისად საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრება, რომ მოქმედი კანონმდებლობა ტოლფას ან შესაბამის სამსახურში აღდგენას არ ითვალისწინებს, თუმცა სააპელაციო სასამართლოს წარედგინა საკასაციო სასამართლოს 2004 წლის 23 იანვრისა და 2005 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებები, რომლებითაც მოხდა ტოლფას თანამდებობაზე აღდგენა.

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ მიიღო ნაწილობრივ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, კერძოდ, “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 37.1 მუხლის შესაბამისად, მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის პირობებში, არ არსებობდა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე უარის თქმის საფუძველი.

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო საამართლომ ასევე არ გაითვალისწინა “საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის 127.5 მუხლის მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 60-62; ტ.II).

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მოითხოვა ე. გ.-ის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა შემდეგი მოტივით:

მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ სამართლიანად შეაფასა აღნიშნული საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და მიიღო სრულიად კანონიერი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლოს არსებითი განსჯის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” კანონის საფუძველზე მიმდინარე პერიოდისათვის ლიკვიდირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” კანონის თანახმად შექმნილი ადგილობრივი მმართველობის ორგანოები – რაიონის გამგეობები და რაიონის დონეზე შეიქმნა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, რომლებიც ყოფილი მმართველობის ორგანოსაგან სრულიად სხვა სამართლებრივი ფორმის უწყებას წარმოადგენს უფლებამოსილებით, სტრუქტურით და საერთო სახელმწიფო მმართველობის რგოლისაგან დამოიკიდებელ ორგანოს, ხოლო რაიონის გამგეობები უშუალოდ წარმოადგენენ სახელმწიფო მმართველობის ერთიანი იერარქიის შემადგენელ ნაწილს. ამდენად, მოსაზრების ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსაზრება და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში მიიღო სრულიად სამართლიანი გადაწყვეტილება. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა არ წარმოადგენს ხელვაჩაურის რაიონის გამგეობის სამართალმემკვიდრეს, შესაბამისად, არ უნდა მოხდეს მოსარჩელის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმება.

გარდა აღნიშნულისა, მოსაზრების ავტორის მითითებით, კასატორმა შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა, რაც არსებითად ეწინააღმდეგება საპროცესო კანონმდებლობას.

ამდენად, მოსაზრების ავტორის მითითებით, საქმეში არსებული სხვა გარემოებების გათვალისწინებით მოცემული საქმე სამართლებრივად რ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეზე უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, ამასთან, სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა საპროცესო ნორმების დარღვევით (იხ. ს.ფ. 70-72; ტ.II).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლოს 2008 წლის 18 იანვრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 56-57; ტ.II).

კასატორის _ ე. გ.-ის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მოსაზრება არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორმა ვერ დაასაბუთა თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა პროცესუალური დარღვევის გარეშე. ასევე მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოყენებული საპროცესო და მატერიალური სამართლის ნორმების განმარტებისა და სამართლის განვითარების მიზნით საკასაციო სასამართლოს მიერ ზოგადი მნიშვნელობის მქონე (კონკრეტულთან ერთად) სახელმძღვანელოსა და სარეკომენდაციო გადაწყვეტილების გამოტანის ფაქტობრივი საჭიროება.

საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ ე. გ.-ის მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ე. გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.