¹ბს-08-08(კ-კს-08) 13 მარტი, 2008 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე
მარიამ ცისკაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა მ. გ.-ის, გ. მ.-ის, ო. შ.-ის, დ. დ.-ის, დ. მ.-ის, რ. კ.-ის, ა. გ.-ს, ი. უ.-ის, ვ. დ.-ის, ა. გ.-ს, გ. ს.-ის, ზ. ხ.-ის, ა. მ.-ს, თ. თ.-ის, ა. ნ.-ს, ზ. მ.-ის, ნ. კ.-ს, გ. ლ.-ს, გ. ნ.-ის, ე. გ.-ს, ი. კ.-ის უფლებამონაცვლე ა. კ.-ის, ო. მ.-ის, გ. ა.-ის, გ. ჯ.-ის, ზ. ჭ.-ის, ჯ. ლ.-ის, ბ. გ.-ის, ბ. ს.-ის, ვ. კ.-ის, ა. ჩ.-ის, თ. ზ.-ის, თ. ო.-ის, დ. შ.-ს, ა. ჩ.-ის, დ. გ.-ს, ზ. ა.-ის, ა. მ.-ის, კ. თ.-ის, ჯ. ჭ.-ის, თ. კ.-ის, გ. რ.-ის, ნ. შ.-ის, თ. კ.-ის, თ. ქ.-ის, პ. ს.-ის, კ. წ.-ის, ვ. ჯ.-ის, ი. შ.-ს უფლებამონაცვლე დ. შ.-ს, მ. კ.-ის, რ. ზ.-ის, ჯ. კ.-ის, დ. ყ.-ის, ბ. პ.-ს, ჟ. ნ.-ს, გ. გ.-ის, ა. ბ.-ის, ჯ. გ.-ის, ს. შ.-ის, ო. ჯ.-ს, ა. რ.-ის, მ. კ.-ის, დ. ფ.-ს, გ. ო.-ის, მ. გ.-ს, ა. შ.-ის, ო. ნ.-ის, ს. ვ.-ის, გ. გ.-ს, გ. გ.-ს, პ. გ.-ს, ჯ. გ.-ს, კ. ბ.-ის, მ. კ.-ს, ე. ყ.-ს, რ. ქ.-ს, დ. კ.-ის, გ. ქ.-ს, მ. პ.-ს, თ. ზ.-ს, თ. კ.-ს, ლ. ს.-ს, ჯ. ვ.-ს, ბ. მ.-ს, ნ. ბ.-ის უფლებამონაცვლე თ. ბ.-ის, დ. ნ.-ის, გ. ყ.-ს, გ. ს.-ის, გ. ყ.-ს, ვ. ლ.-ს, რ. კ.-ის, ა. გ.-ს, ი. უ.-ის, ვ. დ.-ის, ა. გ.-ს, გ. ს.-ის, ზ. ხ.-ის, ა. მ.-ის, თ. თ.-ის, ა. ნ.-ს, ზ. მ.-ის, ნ. კ.-ს, გ. ლ.-ს, გ. ნ.-ის, ე. გ.-ს, ი. კ.-ის უფლებამონაცვლე ა. კ.-ის, ო. მ.-ის, გ. ა.-ის, გ. ჯ.-ის, ზ. ჭ.-ის, ჯ. ლ.-ის, ბ. გ.-ის, ბ. ს.-ის, ვ. კ.-ის, ა. ჩ.-ის, თ. ზ.-ის, თ. ო.-ის, დ. შ.-ს, ა. ჩ.-ის, დ. გ.-ს, ზ. ა.-ის, ა. მ.-ის, კ. თ.-ის, ჯ. ჭ.-ის, თ. კ.-ის, გ. რ.-ის, ნ. შ.-ის, თ. კ.-ის, თ. ქ.-ის, პ. ს.-ის, კ. წ.-ის, ვ. ჯ.-ის, ი. შ.-ს უფლებამონაცვლე დ. შ.-ს, მ. კ.-ის, რ. ზ.-ის, ჯ. კ.-ის, დ. ყ.-ის, ბ. პ.-ს, ჯ. ნ.-ს, გ. გ.-ის, ა. ბ.-ის, ჯ. გ.-ის, ს. შ.-ის, ო. ჯ.-ს, ა. რ.-ის, მ. კ.-ის, დ. ფ.-ს, გ. ო.-ის, მ. გ.-ს, ა. შ.-ის, ო. ნ.-ის, ს. ვ.-ის, გ. გ.-ს, გ. გ.-ს, პ. გ.-ს, ჯ. გ.-ს, კ. ბ.-ის, მ. კ.-ს, ე. ყ.-ს, რ. ქ.-ს, დ. კ.-ის, გ. ქ.-ს, მ. პ.-ს, თ. ზ.-ს, თ. კ.-ს, ლ. ს.-ს, ჯ. ვ.-ს, ბ. მ.-ს, ნ. ბ.-ის უფლებამონაცვლე თ. ბ.-ის, დ. ნ.-ის, გ. ყ.-ს, გ. ს.-ის, გ. ყ.-ს, ვ. ლ.-სა და ვ. ძ.-ის წარმომადგენლის _ მ. პ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2006 წლის 27 თებერვალს რ. კ.-მ და სხვებმა (სულ _ 107 ფიზიკური პირი) სარჩელით მიმართეს სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე შპს ,,ს.-ის” ...-ს მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ მოსარჩელეები წლების მანძილზე მუშაობდნენ მოპასუხე ორგანიზაციაში სხვადასხვა თანამდებობაზე და მინიჭებული ჰქონდათ ომის მონაწილის _ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლის სტატუსი და სარგებლობდნენ ამ კატეგორიის პირთათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებითა და შეღავათებით. საქართველოს საგადასახადო კოდექსის (1997 წ.) 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა მეორე მსოფლიო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილე საქართველოს მოქალაქეთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე. იმავეს ითვალისწინებდა საქართველოს ახალი საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტიც.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი გარკვეული დროის განმავლობაში სარგებლობდნენ ზემოაღნიშნული შეღავათით, ხოლო შემდგომში მოპასუხემ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე შეწყვიტა ხსენებული შეღავათების მათზე გავრცელება.
მოსარჩელეები აღნიშნავდნენ, რომ არაერთხელ მიმართეს მოპასუხეს ზემოხსენებულის თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ხელფასზე უკანონოდ დაბეგრილი და დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხის გადახდის მოპასუხისათვის დაკისრება და შემდგომში კანონით გათვალისწინებული გადასახადისაგან გათავისუფლების მათ მიმართ გამოყენების მოპასუხისთვის დავალება.
2006 წლის 14 მარტს სამტრედიის რაიონულ სასამართლოში იმავე საგანსა და საფუძველზე მითითებით, იმავე მოპასუხის მიმართ და იმავე მოთხოვნებით სარჩელი წარადგინეს დ. მ.-მ და დ. დ.-მა.
შპს ,,ს.-მ” სამტრედიის რაიონულ სასამართლოში წარადგინა შესაგებელი და მიუთითა, რომ შპს ,,ს”, როგორც საგადასახადო აგენტი, იყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მესამე პირი, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა მოცემულ საგადასახადო ურთიერთობაში, რომლის თაობაზეც სასამართლოს მიერ მხოლოდ საერთო გადაწყვეტილების გამოტანა იყო შესაძლებელი. შესაგებლის ავტორის განმარტებით, მოსარჩელეებს ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა დაბრუნებოდათ ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რის გამოც შპს ,,ს” იყო არასათანადო მოპასუხე და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის თანახმად, უნდა შეცვლილიყო სათანადო მოპასუხით _ სამტრედიის რაიონის საგადასახადო ინსპექციით.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს ,,ს.-ს” დაეკისრა ხელფასზე უკანონოდ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის სახით დაკავებული თანხის მოსარჩელეებისთვის დაბრუნება შემდეგი ოდენობით: კ.-ე რ. _ 1466,75 ლარი; გ.-ა ა. _ 1233,54 ლარი; უ.-ე ი. _ 1559,99 ლარი; დ.-ე ვ. _ 1454,03 ლარი; გ.-ა ა. _ 1418,65 ლარი; ს.-ე გ. _ 1402,21 ლარი; ხ.-ე ზ. _ 1427,30 ლარი; მ.-ი ა. _ 1361,52 ლარი; თ.-ე თ. _ 1582,45 ლარი; ნ.-ა ა. _ 1442,17 ლარი; მ.-ი ზ. _ 1494,10 ლარი; კ.-ა ნ. _ 1512,96 ლარი; ლ.-ა გ. _ 1498,36 ლარი; ნ.-ე გ. _ 1592,97 ლარი; გ.-ა ე. _ 1487,98 ლარი; კ.-ე ი. _ 1103,47 ლარი; მ.-ი ო. _ 1502,68 ლარი; ა.-ი გ. _ 1443,31 ლარი; ჯ.-ი გ. _ 1503,18 ლარი; ჭ.-ი ზ. _ 1472,62 ლარი; ლ.-ი ჯ. _ 1401,96 ლარი; გ.-ე ბ. _ 1496,84 ლარი; ს.-ე ბ. _ 1584,95 ლარი; კ.-ე ვ. _ 1471,94 ლარი; ჩ.-ე ა. _ 1478,29 ლარი; ზ.-ე თ. _ 1480,30 ლარი; ძ.-ე ვ. _ 1524,94 ლარი; ო.-ე თ. _ 1426,83 ლარი; კ.-ე მ. _ 1253,33 ლარი; ფ.-ა დ. _ 1358,93 ლარი; ო.-ე გ. _ 1484,22 ლარი; გ.-ა მ. _ 1502,74 ლარი; შ.-ე ა. _ 1492,18 ლარი; ნ.-ი ო. _ 1465,95 ლარი; ვ.-ე ს. _ 1478,81 ლარი; გ.-ა გ. _ 1543,17 ლარი; გ.-ა გ. _ 1503,73 ლარი; გ.-ა პ. _ 1182,91 ლარი; გ.-ა ჯ. _ 1492,43 ლარი; ბ.-ი კ. _ 1469,85 ლარი; ს.-ა დ. _ 1586,92 ლარი; კ.-ა მ. _ 1544,32 ლარი; ყ.-ა ე. _ 1507,49 ლარი; ქ.-ა რ. _ 1321,56 ლარი; კ.-ე დ. _ 1418,48 ლარი; ქ.-ა გ. _ 1503,93 ლარი; პ.-ა მ. _ 1258,39 ლარი; ზ.-ა თ. _ 1493,37 ლარი; კ.-ა თ._ 1434,85 ლარი; ს.-ა ლ. _ 1344,20 ლარი; ვ.-ა ჯ. _ 1392,24 ლარი; გ.-ე მ. _ 1500,95 ლარი; მ.-ე გ. _ 1567,19 ლარი; მ.-ა ბ. _ 1432,59 ლარი; ბ.-ე ნ. _ 1062,94 ლარი; ნ.-ე დ. _ 1569,61 ლარი; ყ.-ა გ. _ 1479,82 ლარი; ს.-ე გ. _ 1492,40 ლარი; ყ.-ა გ. _ 1604,10 ლარი; შ.-ა დ. _ 1511,21 ლარი; ჩ.-ე ა. _ 1467,36 ლარი; გ.-ა დ. _ 1472,28 ლარი; ა.-ი ზ. _ 1506,45 ლარი; მ.-ე ა. _ 1409,30 ლარი; თ.-ე კ. _ 1539,56 ლარი; ჭ.-ი ჯ. _ 1510,68 ლარი; ი.-ე ბ. _ 1586,53 ლარი; კ.-ე თ. _ 1538,32 ლარი; ქ.-ი თ. _ 1666,90 ლარი; ს.-ე პ. _ 1506,58 ლარი; წ.-ი კ. _ 1481,45 ლარი; ჯ.-ე ვ. _ 1447,34 ლარი; თ.-ა ომარ _ 1558,73 ლარი; შ.-ა ი. _ 1053,08 ლარი; კ.-ე მ. _ 1418,53 ლარი; ზ.-ე რ. _ 1470,09 ლარი; კ.-ე ჯ. _ 1493,93 ლარი; გ.-ე გ. _ 1377,37 ლარი; ბ.-ე ა. _ 1555559,08 ლარი; გ.-ე ჯ. _ 1533,78 ლარი; შ.-ე ს. _ 1474,37 ლარი; ჯ.-ა ო. _ 1486,17 ლარი; რ.-ე ა. _ 1596,43 ლარი; ლ.-ა ვ. _ 1401,99 ლარი; შ.-ე ო. _ 1669,66 ლარი; შ.-ე შ. _ 1582,77 ლარი; ფ.-ე გ. _ 1518,07 ლარი; რ.-ი გ. _ 1474,24 ლარი; შ.-ე ნ. _ 1499,00 ლარი; კ.-ე თ. _ 1523,79 ლარი; ყ.-ი დ. _ 1535,22 ლარი; პ.-ა ბ. _ 1506,25 ლარი; ნ.-ა ჟ. _ 1296,35 ლარი; სულ მოპასუხეს დაეკისრა 171516,69 ლარის მოსარჩელეთათვის დაბრუნება.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 ნოემბრის განჩინებით შესწორდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში დაშვებული ტექნიკური და არითმეტიკული შეცდომები, საერთო თანხა დარჩა იმავე ოდენობის _ 171516,59 ლარი და ხსენებულ სარეზოლუციო ნაწილს მოსარჩელეებისათვის დასაბრუნებელი თანხის ოდენობის ჩამონათვალის შემდეგ დაემატა წინადადება _ “მასვე დაევალოს მოსარჩელეთა მიმართ შემდგომში საგადასახადო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით”.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება შპს ,,ს.-მ” სააპელაციო წესით გაასაჩივრა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინებით შპს ,,ს.-ის” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილეები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდა მათ მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე, რის გამოც სარჩელი იყო საფუძვლიანი.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იგი იყო არასათანადო მოპასუხე და მიუთითა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებასა და ბიუჯეტში მათ გადარიცხვაზე ეკისრებოდა შემოსავლის გადამხდელ პირს _ საგადასახადო აგენტს _ შპს ,,ს.-ს”.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს ,,ს.-მ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2007 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს “ს.-ის” საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 1 თებერვლის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელეები იყვნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილეები და საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდნენ, რადგან მათ მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარს არ აღემატებოდა. საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სრულყოფილად არ დაადგინა აღნიშნული გადასახადისაგან გათავისუფლებისათვის აუცილებელი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, საერთოდ არ იმსჯელა, თუ რამდენად აკმაყოფილებდნენ მოსარჩელეები ხსენებული ნორმის მოთხოვნებს, ანუ, ერთი მხრივ, იყო თუ არა ყველა მათგანი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილე და მეორეც, მათ მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი აღემატებოდა თუ არა 3 000 ლარს, ანუ რამდენად ვრცელდებოდა მათზე საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა, ხოლო ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად და ამომწურავად დადგენას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მოცემულ საქმეზე მართებული გადაწყვეტილების მისაღებად.
საკასაციო სასამართლომ, ამასთან, ხაზგასმით აღნიშნა და ყურადღება მიაპყრო რ. კ.-ისა და სხვათა სარჩელის იურიდიულ ბუნებაზე, კერძოდ, აღნიშნული სარჩელის კომბინირებულ ხასიათზე. მოსარჩელეებს ჰქონდათ ორი სასარჩელო მოთხოვნა: პირველი, დადგენილად ყოფილიყო მიჩნეული, რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და მომავალშიც, შპს “ს.-ის” მიერ არ უნდა დაბეგრილიყო ამ გადასახადით და მეორე, მათ ხელფასზე უკანონოდ დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა ანაზღაურებულიყო.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა, რამდენად წარმოადგენდა ფიზიკური პირების მეორე სასარჩელო მოთხოვნაზე (თანხის დაკისრება) შპს “ს” სათანადო მოპასუხეს. სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც იგი უნდა შეეცვალა ამ მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხით _ შესაბამისი საგადასახადო ინსპექციით. აპელანტმა შპს “ს.-მ” ამის თაობაზე მიუთითა სააპელაციო საჩივარში (ს.ფ. 75-77). რაც შეეხებოდა პირველ სასარჩელო მოთხოვნას, ამ მოთხოვნაზე სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა საგადასახადო აგენტი _ შპს ,,ს", ხოლო სავალდებულო მესამე პირს _ შესაბამისი საგადასახადო ინსპექცია.
ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და “გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლები _ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, ასევე არასწორად განმარტა კანონი. მართალია, საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 218-ე მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებასა და ბიუჯეტში მათ გადარიცხვაზე ეკისრებოდა შემოსავლის გადამხდელ პირს _ საგადასახადო აგენტს, მაგრამ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილი, რომლის თანახმად, საგადასახადო ვალდებულებას ასრულებდა უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლებოდა დაკისრებოდა საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს, ამ შემთხვევაშიც არ გამოიყენა აღნიშნული კოდექსის 71-ე მუხლის (ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება) მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, თუ გადასახადებისა და სანქციების გადახდილი თანხების ჯამი აღემატებოდა დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს, საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა, გადასახადის გადამხდელს უბრუნებდა დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, მასზე რიცხული ნაშთის ფარგლებში. დასახელებული კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში.
საკასაციო სასამართლომ ზემოაღნიშნული საგადასახადო ნორმების შინაარსის ანალიზითა და მათი შეჯერებით განმარტა, რომ ჯერ ერთი, საგადასახადო აგენტის პასუხისმგებლობა გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებასა და ბიუჯეტში მათ გადარიცხვაზე არ გულისხმობდა ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრებასაც, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 71-ე მუხლის მე-2 ნაწილს, რომელიც თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად ასახელებდა შესაბამის საგადასახადო ორგანოს. ამდენად, საგადასახადო აგენტი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შეიძლებოდა ყოფილიყო მხოლოდ შუამავალი გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ინსპექციას შორის. მეორეც, გადასახადის უკანონოდ დარიცხვის, ანუ კანონიერი საფუძვლის გარეშე პირის დაბეგვრის შემთხვევაშიც გამოიყენებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წ.) 71-ე მუხლის მე-2 ნაწილი და გადასახადის უკანონოდ დაბეგრილი თანხის დაბრუნება ეკისრებოდა შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
საკასაციო სასამართლომ გაიზიარა კასატორის მოსაზრება, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო უკანონო და საპროცესო ნორმების დარღვევით გამოტანილი _ უკანონოდ დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხების ანაზღაურება დაეკისრა არასათანადო მოპასუხეს _ შპს ,,ს.-ს”, რადგან შპს ,,ს” ახალი საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენდა საგადასახადო აგენტს, რომელიც ახდენდა საშემოსავლო გადასახადის გამოანგარიშებას გადამხდელთათვის, კონკრეტულ შემთხვევაში რ. კ.-ისა და სხვათათვის მის დაკავებასა და გადასახადის თანხის ბიუჯეტში გადარიცხვას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილი კი ნათლად განსაზღვრავდა, რომ საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა ადგილობრივ ბიუჯეტში, ანუ მოსარჩელეთათვის ზედმეტად დაბეგრილი საშემოსავლო გადასახადის თანხა შპს ,,ს.-ის” ანგარიშზე არ ჩარიცხულა და შპს ,,ს.-ს” რაიმე ფინანსური სარგებელი არ მიუღია, არამედ საშემოსავლო გადასახადის მთლიანი სადავო თანხა, კანონმდებლობის თანახმად, ჩაირიცხა ადგილობრივ ბიუჯეტში.
აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის “ე1” ქვეპუნქტით გათვალისწინებული გასაჩივრებული განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი, რის გამოც შპს ,,ს.-ის” საკასაციო საჩივარი იყო საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილებულიყო, მოცემული საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაბრუნებოდა იმავე სასამართლოს.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 11 ოქტომბრის განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნენ სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობა და თბილისის საგადასახადო ინსპექცია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს “ს.-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2006 წლის 11 ოქტომბრის გადაწყვეტილება; რ. კ.-ისა და სხვათა (სულ 95 მოსარჩელე) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ს.-ს’’ დაევალა მოეხდინა შემდგომში მოსარჩელეთა მიმართ საგადასახადო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით; რ. კ.-ისა და სხვათა (სულ 95 მოსარჩელე) სარჩელი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს ჰქონდათ ორი სასარჩელო მოთხოვნა: პირველი, დადგენილად ყოფილიყო მიჩნეული, რომ ისინი არ ექვემდებარებოდნენ საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრას და მომავალშიც, შპს “ს.-ის” მიერ არ უნდა დაბეგრილიყო ამ გადასახადით და მეორე, მათ ხელფასზე უკანონოდ დარიცხული საშემოსავლო გადასახადის თანხა უნდა ანაზღაურებულიყო.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის) 218-ე მუხლის მიხედვით, პასუხისმგებლობა გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებასა და ბიუჯეტში მათ გადარიცხვაზე ეკისრებოდა შემოსავლის გადამხდელ პირს – საგადასახადო აგენტს. იმავე კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საგადასახადო ვალებულებას ასრულებდა უშუალოდ გადასახადის გადამხდელი, თუ საგადასახადო კანონმდებლობით სხვა რამ არ იყო გათვალისწინებული, ხოლო საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულების შესრულება შეიძლებოდა დაკისრებოდა საგადასახადო აგენტს ან სხვა ვალდებულ პირს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საქართველოს საგადასახადო კოდექსის 71-ე მუხლის (ზედმეტად გადახდილი გადასახადის თანხის დაბრუნება) მე-2 ნაწილის მიხედვითაც, თუ გადასახადებისა და სანქციების თანხების გადახდილი ჯამი აღემატება დარიცხული გადასახადებისა და სანქციების თანხების ჯამს, საგადასახადო ორგანო მოთხოვნიდან არა უგვიანეს 3 თვისა, გადასახადის გადამხელს უბრუნებდა დარჩენილ თანხას სახელმწიფო ხაზინის ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიშის საგადასახადო შემოსავლის ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების ქვეანგარიშიდან, მასზე დარიცხული ნაშთის ფარგლებში. დასახელებული კოდექსის 218-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საგადასახადო აგენტის მიერ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი გადაიხდებოდა შესაბამის ადგილობრივ ბიუჯეტში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საგადასახადო აგენტის პასუხისმგებლობა გადახდის წყაროსთან გადასახადების დაკავებასა და ბიუჯეტში მათ გადარიცხვაზე არ გულისხმობდა ზედმეტად გადახდილი გადასახადის დაბრუნებაზე პასუხისმგებლობის მისთვის დაკისრებასაც, რადგან აღნიშნული ეწინააღმდეგებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის) 71-ე მუხლის მეორე ნაწილს, რომელიც თანხის დაბრუნებაზე პასუხისმგებელ სუბიექტად ასახელებდა შესაბამის საგადასახადო ორგანოს. ამდენად, საგადასახადო აგენტი საგადასახადო კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევაში საგადასახადო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ შუამავალი გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ინსპექციას შორის. მეორეც, გადასახადის უკანონოდ დარიცხვის, ანუ კანონიერი საფუძვლის გარეშე პირის დაბეგვრის შემთხვევაშიც გამოიყენებოდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის (2004 წლის) 71-ე მუხლის მეორე ნაწილი და გადასახადის უკანონოდ დაბეგრილი თანხის დაბრუნება ეკისრებოდა შესაბამის საგადასახადო ორგანოს.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, არასწორად დაქვითული თანხების დაბრუნების ნაწილში სათანადო მოპასუხეს წარმოადგენდა საგადასახადო ინსპექცია, ამ შემთხვევაში, მსხვილ გადამხდელთა ინსპექცია, სადაც აღრიცხვაზე იმყოფებოდა შპს ,,ს’’.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოსარჩელეთა წარმომადგენელმა უარი განაცხადა არასათანადო მოპასუხის – შპს ,,ს.-ის’’ სათანადო მოპასუხით – მსხვილ გადამხდელთა ინსპექციით შეცვლაზე. მან განმარტა, რომ საქართველოს რკინიგზამ არასწორად დაუქვითა მოსარჩელეებს საშემოსავლო გადასახადი, თუ სად გადარიცხა შპს “ს.-მ“ ეს თანხები, არ დასტურდებოდა და ამიტომ შპს “ს“ იყო მოპასუხე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მიხედვით, თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენდა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელსაც პასუხი უნდა ეგო სარჩელზე, მას შეეძლო, მოსარჩელის თანხმობით შეეცვალა თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ მოსარჩელე არ იყო თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყოდა მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ამდენად, თანხის დაბრუნების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან იგი წარდგენილი იყო არასათანდო მოპასუხის მიმართ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ 2004 წლის რედაქციით საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრებოდნენ ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ბრძოლების მონაწილეები, თუ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3 000 ლარს არ აღემატებოდა. მოსარჩელეები რომ ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლების მონაწილეები იყვნენ, დასტურდებოდა კანონიერ ძალაში შესული სამტრედიის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებებით. მოსარჩელეთა ხელფასი კალენდარული წლის განმავლობაში არ აღემატებოდა 3 000 ლარს. აღნიშნული დაადასტურა მოპასუხის _ შპს “ს.-ის“ წარმომადგენელმა (ტ. II, ს.ფ. 42-44).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სარჩელი ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია საფუძვლიანად და განსაზღვრა, რომ შპს ,,ს.-ს’’ შემდგომში მოსარჩელეთა მიმართ უნდა მოეხდინა საგადასახადო შეღავათების გამოყენების უზრუნველყოფა კანონით დადგენილი წესით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელეთა _ რ. კ.-ისა და სხვათა წარმომადგენელმა მ. პ.-მ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების თაობაზე. კასატორმა საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება მოითხოვა.
კასატორი აღნიშნავს, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც რ. კ.-ისა და სხვათა (სულ 95 მოსარჩელე) სარჩელი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნების ნაწილში არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს, რადგან მას საფუძვლად დაედო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი, რომლის თანახმად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულია არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლია მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით, თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
კასატორის განმარტებით, 2007 წლის 6 ნოემბრის სასამართლო სხდომის დროს სასამართლო ელოდა მის თანხმობას საგადასახადო ინსპექციის რომელიმე ადგილობრივი ორგანოს მოპასუხედ ჩართვის შესახებ და არა “მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის“ ჩართვაზე. იმ დროისათვის სასამართლოს გარკვეული არ ჰქონდა, რომელი საგადასახადო ორგანო უნდა ჩართულიყო სათანადო მოპასუხედ.
კასატორი აღნიშნავს, რომ მისი მოთხოვნა იყო, შპს “ს” დარჩენილიყო მოპასუხედ თანხების დაბრუნების ნაწილშიც. მარტო მსხვილ გადამხდელთა ინსპექციის მოპასუხედ დატოვება, სამართლებრივად დაუსაბუთებელი იყო, რადგან მოსარჩელეთა უფლებების დარღვევა ძირითადად მოხდა შპს “ს.-ის“ მიერ, მან მოახდინა ხელფასზე იმ თანხის დაქვითვა, რომელიც, საქართველოს საგადასახადო კოდექსის თანახმად, მოსარჩელეებს არ უნდა დაქვითოდათ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 18 იანვრის, 29 თებერვლისა და 7 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული მ. გ.-ისა და სხვათა წარმომადგენლის მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 13 მარტამდე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინსიტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 29 თებერვლის განჩინებით განუხილველად დარჩა შ. შ.-ის, გ. ფ.-ის, ო. თ.-ს, დ. ს.-სა და ბ. ი.-ის წარმომდგენლის _ მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. გ.-ისა და სხვათა წარმომადგენლის _ მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა. საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რაც არსებითად იმოქმედებდა საქმის განხილვის შედეგზე და განაპირობებდა არასწორი გადაწყვეტილების მიღებას. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და დასკვნებს.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს _ წარმატების პერსპექტივა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. გ.-ის, გ. მ.-ის, ო. შ.-ის, დ. დ.-ის, დ. მ.-ის, რ. კ.-ის, ა. გ.-ს, ი. უ.-ის, ვ. დ.-ის, ა. გ.-ს, გ. ს.-ის, ზ. ხ.-ის, ა. მ.-ის, თ. თ.-ის, ა. ნ.-ს, ზ. მ.-ის, ნ. კ.-ს, გ. ლ.-ს, გ. ნ.-ის, ე. გ.-ს, ი. კ.-ის უფლებამონაცვლე ა. კ.-ის, ო. მ.--ის, გ. ა.-ის, გ. ჯ.-ის, ზ. ჭ.-ის, ჯ. ლ.-ის, ბ. გ.-ის, ბ. ს.-ის, ვ. კ.-ის, ა. ჩ.-ის, თ. ზ.-ის, თ. ო.-ის, დ. შ.-ს, ა. ჩ.-ის, დ. გ.-ს, ზ. ა.-ის, ა. მ.-ის, კ. თ.-ის, ჯ. ჭ.-ის, თ. კ.-ის, გ. რ.-ის, ნ. შ.-ის, თ. კ.-ის, თ. ქ.-ის, პ. ს.-ის, კ. წ.-ის, ვ. ჯ.-ის, ი. შ.--ს უფლებამონაცვლე დ. შ.-ს, მ. კ.-ის, რ. ზ.-ის, ჯ. კ.-ის, დ. ყ.-ის, ბ. პ.-ს, ჟ. ნ.-ს, გ. გ.-ის, ა. ბ.-ის, ჯ. გ.-ის, ს. შ.-ის, ო. ჯ.-ს, ა. რ.-ის, მ. კ.-ის, დ. ფ.-ს, გ. ო.-ის, მ. გ.-ს, ა. შ.-ის, ო. ნ.-ის, ს. ვ.-ის, გ. გ.-ს, გ. გ.-ს, პ. გ.-ს, ჯ. გ.-ს, კ. ბ.-ის, მ. კ.-ს, ე. ყ.-ს, რ. ქ.-ს, დ. კ.-ის, გ. ქ.-ს, მ. პ.-ს, თ. ზ.-ს, თ. კ.-ს, ლ. ს.-ს, ჯ. ვ.-ს ბ. მ.-ს, ნ. ბ.-ის უფლებამონაცვლე თ. ბ.-ის, დ. ნ.-ის, გ. ყ.-ს, გ. ს.-ს, გ. ყ.-ს, ვ. ლ.-ს, რ. კ.-ის, ა. გ.-ს, ი. უ.-ის, ვ. დ.-ის, ა. გ.-ს, გ. ს.-ის, ზ. ხ.-ის, ა. მ.-ის, თ. თ.-ის, ა. ნ.-ს, ზ. მ.-ის, ნ. კ.-ს, გ. ლ.-ს, გ. ნ.-ის, ე. გ.-ს, ი. კ.-ის უფლებამონაცვლე ა. კ.-ის, ო. მ.-ის, გ. ა.-ის, გ. ჯ.-ის, ზ. ჭ.-ის, ჯ. ლ.-ის, ბ. გ.-ის, ბ. ს.-ის, ვ. კ.-ის, ა. ჩ.-ის, თ. ზ.-ის, თ. ო.-ის, დ. შ.-ს, ა. ჩ.-ის, დ. გ.-ს, ზ. ა.-ის, ა. მ.-ის, კ. თ.-ის, ჯ. ჭ.-ის, თ. კ.-ის, გ. რ.-ის, ნ. შ.-ის, თ. კ.-ის, თ. ქ.-ის, პ. ს.-ის, კ. წ.-ის, ვ. ჯ.-ის, ი. შ.-ს უფლებამონაცვლე დ. შ.-ს, მ. კ.-ის, რ. ზ.-ის, ჯ. კ.-ის, დ. ყ.-ის, ბ. პ.-ს, ჟ. ნ.-ს, გ. გ.-ის, ა. ბ.-ის, ჯ. გ.-ის, ს. შ.-ის, ო. ჯ.-ს, ა. რ.-ის, მ. კ.-ის, დ. ფ.-ს, გ. ო.-ის, მ. გ.-ს, ა. შ.-ის, ო. ნ.-ის, ს. ვ.-ის, გ. გ.-ს, გ. გ.-ს, პ. გ.-ს, ჯ. გ.-ს, კ. ბ.-ის, მ. კ.-ს, ე. ყ.-ს, რ. ქ.-ს, დ. კ.-ის, გ. ქ.-ს, მ. პ.-ს, თ. ზ.-ს, თ. კ.-ს, ლ. ს.-ს, ჯ. ვ.-ს, ბ. მ.-ს, ნ. ბ.-ის უფლებამონაცვლე თ. ბ.-ის, დ. ნ.-ის, გ. ყ.-ს, გ. ს.-ის, გ. ყ.-ს, ვ. ლ.-სა და ვ. ძ.-ის წარმომადგენლის _ მ. პ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.