03 ივნისი 2024 წელი
საქმე№ა-2627-შ-66-2024 ქ.თბილისი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – მ.ც–ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჰ.ო.ე–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე № T2652-19)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2024 წლის 20 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მ.ც–მა შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №T2652-19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ.
2. შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე №T2652-19) დადგენილია, რომ მოსარჩელე ჰ.ო.ე–სა (მისამართი: ვესტერგატანის 5 ბ, ს/ი 1304 941 62 პიტეო) და მოპასუხე მ.ც–ს (დაბადებული 22.02.1973წ; პირადი ......) შორის ქორწინება ითვლება შეწყეტილად.
3. გადაწყვეტილების მიხედვით, მოსარჩელე ჰ.ო.ე–მა სასამართლოში მოითხოვა განქორწინების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მასსა და მოპასუხე მ.ც–ს შორის გამართულიყო წინასწარი განხილვის გარეშე და ამ მოთხოვნას დაეთანხმა მოპასუხე. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 16 დეკემბერს. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 მაისის განჩინებით მ.ც–ის შუამდგომლობა შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე №T2652-19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
5. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მიაჩნია, რომ მ.ც–ის შუამდგომლობა შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე № T2652-19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
7. დადგენილია, რომ შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით (საქმე № T2652-19) ჰ.ო.ე–სა და მ.ც–ს შორის შეწყდა ქორწინება და გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2019 წლის 16 დეკემბერს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
9. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე № T2652-19) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.ც–ის შუამდგომლობა, შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №T2652-19) განქორწინების შესახებ, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის ქალაქ ლულეოს რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილება (საქმე №T2652-19) განქორწინების შესახებ, რომლითაც მოსარჩელე ჰ.ო.ე–სა (მისამართი: ........) და მოპასუხე მ.ც–ს (დაბადებული 22.02.1973წ; პირადი ........) შორის ქორწინება ითვლება შეწყვეტილად.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
თეა ძიმისტარაშვილი