Facebook Twitter

18 ივნისი 2024 წელი

საქმე№ა-692-შ-17-2024 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“ (ს/ნ .......)

მოწინააღმდეგე მხარე – შ.პ.ს. „გ–ი“ (ს/ნ .....)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას და აღსრულებას მოითხოვს მხარე – რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (А56-42634/2023)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით (А56-42634/2023), მოპასუხე შპს ,,გ–ს'' (ს/კ ........) დაეკისრა მოსარჩელე შპს ,,ლ.ს.ი. მტ–ზეს" (ს/ნ .....) სასარგებლოდ დავალიანების - 38 000 000 რუბლის, პირგასამტეხლოს - 3800000 რუბლის, სახელმწიფო ბაჟის - 200 000 რუბლის გადახდა.

2. 2024 წლის 09 თებერვალს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა მოსარჩელის წარმომადგენელმა მ.ც–ძემ, რომელმაც რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (А56-42634/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება მოითხოვა.

3. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებით და თანდართული ცნობების მიხედვით:

3.1. სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ მინსკის კონვენციის შესაბამისად, მოპასუხე სათანადო ფორმით იყო ინფორმირებული საქმის განხილვის თაობაზე.

3.3. რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება (А56-42634/2023) საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კანონიერ ძალაში შევიდა 2023 წლის 31 ოქტომბრიდან.

3.4. რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (А56-42634/2023) გაცემულია სააღსრულებო ფურცელი 2023 წლის 07 ნოემბერს.

3.5. რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე (А56-42634/2023) გაცემული სააღსრულებო ფურცლის დედანი და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადაწყვეტილება არ აღსრულებულა, მოსარჩელემ წარმოადგინა სასამართლოში.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინებით შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს შუამდგომლობა რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (А56-42634/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 14 თებერვლის განჩინება და შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს შუამდგომლობა თანდართული მასალებით შ.პ.ს. „გ–ს“ ჩაბარდა 2024 წლის 01 მარტს.

6. 2024 წლის 11 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მითითებულია, რომ მხარეებს შორის გაფორმდა ვალის პატიების შესახებ გარიგება და შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“ უარს ამბობს შუამდგომლობის რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (А56-42634/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების მოთხოვნაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

7. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს შუამდგომლობისა გამო რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (А56-42634/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეზე უნდა შეწყდეს წარმოება შემდეგ გარემოებათა გამო:

8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარებისათვის ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამავე კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის შესახებ დავალების შესრულებისას, თხოვნის მიმღები დაწესებულება სარგებლობს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობით.

10. ვინაიდან, საქართველოს უზენაესი სასამართლო, უცხო ქვეყნის სასამართლოსა თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების ფარგლების და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით, ხოლო ზემოაღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს შუამდგომლობის განხილვაზე უარის თქმის საკითხის პროცესუალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას, შუამდგომლობაზე უარის თქმის შესახებ განცხადება, ანალოგიის წესის გამოყენებით, განხილული უნდა იქნას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმათა დაცვით.

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელემ უარი თქვა სარჩელზე. ამასთან, ამავე კოდექსის 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

13. განსახილველ შემთხვევაში, შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს წარმომადგენელი უარს ამბობს რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებაზე და მიუთითებს, რომ მხარეთა შორის გაფორმდა გარიგება ვალის პატიების შესახებ. შუამდგომლობის ავტორის მიერ უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის და 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია.

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში.

15. ვინაიდან, შუამდგომლობის ავტორმა საქმის არსებითად განხილვამდე უარი თქვა მოთხოვნაზე, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის 22 იანვრის კონვენციის 51-ე-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 70-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 49-ე, 272-ე, 273-ე, 284-285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შეწყდეს საქმის წარმოება შ.პ.ს. ,,ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს (ს/ნ .....) შუამდგომლობაზე რუსეთის ფედერაციის ქალაქ სანკტ-პეტერბურგის და ლენინგრადის ოლქის საარბიტრაჟო სასამართლოს 2023 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილების (А56-42634/2023) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

2. შ.პ.ს. „ლ.ს.ი. მტ–ზე“-ს (ს/ნ ......) დაუბრუნდეს მ.ც–ძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 150 ლარი (საგადახდო დავალება № 1, გადახდის თარიღი: 07.02.2024, ს.ს. „ტერაბანკი“) შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი: TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი: 300773150.

3. განემარტოს მხარეს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში, სასამართლოში დავა იმავე მხარეებს შორის, იმავე საფუძვლითა და იმავე საგანზე დაუშვებელია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი