Facebook Twitter

საქმე №ას-535-2023

24 ივნისი 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ზ.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ფ–ო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი შეგებებულ სარჩელზე - დავალიანების გადახდა

საკითხი, რომელზეც მიღებულია განჩინება – მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. შპს „ფ–ოს“ (სს „ს.ბ. უფლებამონაცვლე) წარმომადგენელმა (შემდეგში მოსარჩელე, „მოწინააღმდეგე მხარე“, კრედიტორი) სარჩელი აღძრა ზ.მ–ძის (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, „კასატორი“, მსესხებელი) მიმართ და მოითხოვა დავალიანების - 4824.42 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3803.01 ლარი, სარგებელი - 606.80 ლარი, პირგასამტეხლო - 389.61 ლარი და საკომისიო - 25 ლარი. ასევე, სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 3803.01 ლარზე, წლიური სარგებლის - 32.90%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.42 ლარს.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 13 აპრილის განჩინებით, შპს „ფ–ო“ ცნობილ იქნა სს „ს.ბ. უფლებამონაცვლედ, ხოლო ამავე სასამართლოს 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. კერძოდ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების - 4444.81 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3803.01 ლარი, სარგებელი - 606.80 ლარი, პირგასამტეხლო - 10 ლარი და საკომისიო - 25 ლარი; მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა სარჩელის აღძვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მიუღებელი შემოსავლის სახით, ძირ თანხაზე 3803.01 ლარზე, წლიური სარგებლის 32.90%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს 3.42 ლარს.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინებით, ზ.მ–ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება, საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 29 მაისის განჩინებით, ზ.მ–ძის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში დასაშვებობის შესამოწმებლად.

8. საქართველოს უზენაეს სასამართლოში, 2024 წლის 05 ივნისს, გამართულ სასამართლო სხდომაზე, მოდავე მხარეებს, მორიგების მიზნით, მიეცათ ვადა და დაევალათ წარმოედგინათ წერილობითი მოსაზრებები.

9. 2024 წლის 20 ივნისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, დავის მორიგებით დასრულების მიზნით, დასამტკიცებლად წარმოდგენილი იქნა მხარეთა შორის მიღწეული მორიგები აქტი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

13. საკასაციო სასამართლომ არაერთხელ განმარტა, რომ მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ. სუსგ. Nას-1103-2022 19.02.2024წ).

14. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმისწარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.

15. წარმოდგენილი მორიგების პირობების შესწავლის შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

16. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. კასატორი „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ პუნქტის საფუძველზე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.1 ზ.მ–ძის წარმომადგენლის (მხარდამჭერის) ზ.მ–ძის და შპს „ფ–ოს“ წარმომადგენლის, ხ.ბ–ის, შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;

1.2 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება აღსრულდეს მხარეთა შორის მიღწეული მორიგების საფუძველზე;

1.3 დამტკიცდეს მხარეთა შორის მორიგება, შემდეგი პირობებით:

წინამდებარე მორიგების აქტი დადებულია ერთი მხრივ, ზ.მ–ძის (პ/ნ.........) მხარდამჭერის, ზ.მ–ძის (პ/ნ .......), ხოლო მეორე მხრივ შპს „ფ–ოს“ (.......), იგივე შპს „ფ.ბ–ოს“, უფლებამოსილი წარმომადგენლის, ხ.ბ–ის (პ/ნ ........) მიერ. მხარეები თანხმდებიან, რომ შპს „ფ–ოს“ მიერ, თანხის დაკისრების მოთხოვნით, ზ.მ–ძის მიმართ აღძრულ სარჩელზე, რომლის საფუძველიც არის 2018 წლის 8 ნოემბერს სს „ს.ბ–სა“ (.......) და ზ.მ–ძეს (პ/ნ ......) შორის დადებული სესხის ხელშეკრულება, საქმე სრულდება მორიგებით. მორიგების აქტით კასატორი და მოწინააღმდეგე მხარე ადასტურებენ, რომ წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით გამოხატავენ მორიგების სურვილს, შემდეგი პირობების მიხედვით:

- თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშსწორების გზით, საბანკო ანგარიშის ნომერზე თანხის შეტანით (GE6......).

- მხარეები თანხმდებიან, რომ კასატორის მიერ მოწინააღმდეგე მხარის (შპს „ფ–ო“) სასარგებლოდ გადასახდელი თანხა შეადგენს 4444.81 ლარს.

- მხარეები თანხმდებიან, რომ კასატორი მორიგებულ თანხას 4444.81 ლარს, გადაიხდის 36 თვის განმავლობაში, შემდეგი პირობებით: 2024 წლის ივლისის თვიდან 2027 წლის მაისის თვის ჩათვლით (35 თვის განმავლობაში), მოპასუხე ყოველთვიურად გადაიხდის 125 ლარს, ხოლო 2027 წლის ივნისის თვეში გადაიხდის 69.81 ლარს (დანართი 2 - გადახდის გრაფიკი).

- იმ შემთხვევაში თუ კასატორის მიერ დარღვეული იქნება ზემოაღნიშნული მორიგების რომელიმე პირობა შპს „ფ–ო“ (მოწინააღმდეგე მხარე) უფლებამოსილია მოითხოვოს სააღსრულებო ფურცელი მორიგებული თანხის, 4444.81 ლარის, სრულ ოდენობაზე და დაიწყოს საქმის წარმოება იძულებითი აღსრულების წესით, კასატორის მიერ გადახდილი თანხების გამოკლებით.

ანგარიშის რეკვიზიტებია:

მიმღები ბანკი : სს „ს.ბ–ი“

მიმღების დასახელება: შპს „ფ–ო“

მიმღების ანგარიშის ნომერი: GE60B.....

წინამდებარე მორიგების აქტს მხარეები გაეცნენ, ეთანხმებიან და ადასტურებენ მორიგების აქტზე ხელმოწერით.

დანართი 2

თარიღი შენატანი ნაშთი

1. 28-07-2024 125.00 ლარი 4319.81

2. 28-08-2024 125.00 ლარი 4194.81

3. 28-09-2024 125.00 ლარი 4069.81

4. 28-10-2024 125.00 ლარი 3944.81

5. 28-11-2024 125.00 ლარი 3819.81

6. 28-12-2024 125.00 ლარი 3694.81

7. 28-01-2025 125.00 ლარი 3569.81

8. 28-02-2025 125.00 ლარი 3444.81

9. 28-03-2025 125.00 ლარი 3319.81

10. 28-04-2025 125.00 ლარი 3194.81

11. 28-05-2025 125.00 ლარი 3069.81

12. 28-06-2025 125.00 ლარი 2944.81

13. 28-07-2025 125.00 ლარი 2819.81

14. 28-08-2025 125.00 ლარი 2694.81

15. 28-09-2025 125.00 ლარი 2569.81

16. 28-10-2025 125.00 ლარი 2444.81

17. 28-11-2025 125.00 ლარი 2319.81

18. 28-12-2025 125.00 ლარი 2194.81

19. 28-01-2026 125.00 ლარი 2069.81

20. 28-02-2026 125.00 ლარი 1944.81

21. 28-03-2026 125.00 ლარი 1819.81

22. 28-04-2026 125.00 ლარი 1694.81

23. 28-05-2026 125.00 ლარი 1569.81

24. 28-06-2026 125.00 ლარი 1444.81

25. 28-07-2026 125.00 ლარი 1319.81

26. 28-08-2026 125.00 ლარი 1194.81

27. 28-09-2026 125.00 ლარი 1069.81

28. 28-10-2026 125.00 ლარი 944.81

29. 28-11-2026 125.00 ლარი 819.81

30. 28-12-2026 125.00 ლარი 694.81

31. 28-01-2027 125.00 ლარი 569.81

32. 28-02-2027 125.00 ლარი 444.81

33. 28-03-2027 125.00 ლარი 319.81

34. 28-04-2027 125.00 ლარი 194.81

35. 28-05-2027 125.00 ლარი 69.81

36. 28-06-2027 69.81 ლარი 00.00

1.4 მოცემულ საქმეზე გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 22 ნოემბრის განჩინება საქმეზე №2ბ/2776-22;

1.5 მხარეთა მორიგების გამო, შეწყდეს წარმოება საქმეზე №ას-535-2023წ.;

1.6 განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება;

1.7 სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე