Facebook Twitter

საქმე №ას-679-2024 28 ივნისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ნ.მ–ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ბ–ი'' (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის19 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს „ბ–მა“ (შემდგომში - „მოსარჩელე“) სარჩელი აღძრა ნ.მ–ის (შემდგომში - „მოპასუხე“, „კერძო საჩივრის ავტორი“) მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2020 წლის 7 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისრა 18 302.24 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 15 737.84 ლარი, სარგებელი - 2 464.40 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარი.

4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ.მ–ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოპასუხემ წარადგინა კერძო საჩივარი.

7. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მაისის განჩინებით კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.

8. კერძო საჩივრის განხილვამდე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და იშუამდგომლეს მისი დამტკიცების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე შეწყდეს წარმოება.

10. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში - „სსსკ“) 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.

11. სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ.; №ას-715-2021, 27.12.2021წ.; №ას-714-2019, 14.06.2022წ.). ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.

12. მორიგება, ერთი მხრივ, საზოგადოებრივ ურთიერთობებში არსებული სირთულეების დაძლევისა და მხარეთა შორის არსებული კონფლიქტების მოგვარების ეფექტური საშუალებაა, ხოლო, მეორე მხრივ, მორიგება სამოქალაქო საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველი და სასამართლო სისტემის მარეგულირებელი სამართლებრივი მოვლენაა. მორიგება სამართლებრივი შესაძლებლობაა, ფაქტია, სამართლებრივი პროცესია, უფრო ზუსტად კი - საპროცესო სამართლებრივი უფლების (მხარის უფლება საქმე მორიგებით დაასრულოს) განკარგვის აქტია საპროცესო სამართლებრივი შედეგით (საქმის წარმოების შეწყვეტა) (იხ.: თამთა მამაიაშვილი. მორიგება, როგორც სამოქალაქო საქმის წარმოების დამთავრების საფუძველი. სადისერტაციო ნაშრომი სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, თბილისი 2017, გვ.18, 25).

13. სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდეგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა უფლებებს. შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება შეწყდეს.

14. სსსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. მოცემულ შემთხვევაში, მორიგების თაობაზე მხარეებმა ნება გამოავლინეს კერძო საჩივრის განხილვამდე, შესაბამისად, კანონის ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მორიგების გამო კერძო საჩივრის ავტორს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-3, 49-ე, 83-ე, 218-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. დაკმაყოფილდეს მხარეთა შუამდგომლობა და დამტკიცდეს მათ მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტი შემდეგი პირობებით:

მორიგების აქტი

ერთი მხრივ, მოსარჩელე სს „ბ–ი“ (ს/კ .....), წარმოდგენილი მ.ს–ძის (პ/ნ .....) სახით (შემდგომში წოდებული „მოსარჩელე“) და მეორე მხრივ, მოპასუხე: ნ.მ–ი (პ/ნ ........) (შემდგომში „მოპასუხე“), ვდებთ წინამდებარე მორიგების აქტს და ვთანხმდებით შემდეგზე:

1.მოპასუხე აღიარებს, რომ წინამდებარე მორიგების გაფორმების დღისათვის მისი დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს: 18 851,31 ლარს, საიდანაც 2020 წლის 07 დეკემბრის N 670.2150280.003 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებაა 18 302,24 ლარი და სახელმწიფო ბაჟი 549,07 ლარი.

2.მოსარჩელე თანახმაა, ხოლო მოპასუხე კისრულობს ვალდებულებას, დაფაროს წინამდებარე მორიგების ,,1“ პუნქტში მითითებული საკრედიტო დავალიანება შემდეგი წესითა და პირობებით:

2.1.1.მორიგების გაფორმების დღიდან საკრედიტო დავალიანებაზე აღდგეს წლიური 18 %-ის დარიცხვა და დავალიანების ძირითადი თანხისა და დარიცხული პროცენტის გადახდა განხორციელდეს თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

2.2.2.ამ მორიგების „2.1.1.“ პუნქტში მითითებული დავალიანების დაფარვის გრაფიკი წარმოადგენს წინამდებარე მორიგების განუყოფელ ნაწილს და მისი დარღვევა წინამდებარე მორიგების აქტის დარღვევის ტოლფასია.

2.2.3.მოპასუხე, ასევე კისრულობს ვალდებულებას, რომ მოსარჩელის მიერ გაწეულ სახელმწიფო ბაჟს, კერძოდ 549,07 ლარს დაფარავს არაუგვიანეს 2026 წლის 20 მაისისა.

3.იმ შემთხვევაში თუ დაირღვევა წინამდებარე მორიგების აქტის „2“ პუნქტში მითითებული შეთანხმების პირობები:

3.1.მოსარჩელეს წარმოეშობა დარჩენილი დავალიანების ერთჯერადად და დაუყოვნებლივ დაფარვის მოთხოვნის უფლება;

3.2.იძულებითი აღსრულება განხორციელდება მორიგების აქტის „2“ პუნქტში მითითებული სრული დავალიანებიდან, მორიგების დარღვევის მომენტში, დარჩენილი, გადაუხდელი ნაწილის ფარგლებში.

4.მორიგების აქტის მიზნებისათვის მორიგების პირობების დარღვევად ჩაითვლება, როგორც მინიმუმ ორი გადახდის ვადის ვადაგადაცილება, ისე გადასახდელ თანხაზე ნაკლების დაფარვა.

5.მოპასუხე უფლებამოსილია ვადაზე ადრე ნებისმიერ დროს დაფაროს დავალიანება, ყოველგვარი საკომისიოს გარეშე.

6.მოპასუხე თანახმაა და უფლებამოსილებას ანიჭებს კრედიტორს, ვალდებულების დარღვევის ან/და გადახდის მორიგი თარიღის დადგომისას, მოპასუხის ნებისმიერი ანგარიშიდან უაქცეპტო წესით ჩამოწეროს შესაბამისი თანხები (საჭიროებისას მოახდინოს მათი კონვერტაცია შესაბამის ვალუტაში, ბანკში დადგენილი კურსით) და მიმართოს არსებული დავალიანების დასაფარად. თუ ანგარიშზე არსებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრული მოცულობით დასაფარად, დავალიანების დაფარვა მოხდება შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში, დაიფარება ჯარიმა (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდგომში დარიცხული პროცენტი და ბოლოს ძირითადი დავალიანება.

7.თუ გადახდის რიცხვი ემთხვევა არასამუშაო დღეს, გადახდის რიცხვად ჩაითვლება მომდევნო სამუშაო დღე.

სესხის გრაფიკი

გადახდის თარიღი

ნაშთი

ძირი

პროცენტი

მთლიანი თანხა

31/05/2024

17,745.46

556.78

99.28

656.06

01/07/2024

17,360.69

384.77

271.29

656.06

01/08/2024

16,970.04

390.65

265.41

656.06

02/09/2024

16,581.78

388.26

267.80

656.06

01/10/2024

16,162.86

418.92

237.14

656.06

01/11/2024

15,753.89

408.97

247.09

656.06

02/12/2024

15,338.67

415.22

240.84

656.06

03/01/2025

14,924.67

414.00

242.06

656.06

03/02/2025

14,496.78

427.89

228.17

656.06

04/03/2025

14,048.04

448.74

207.32

656.06

01/04/2025

13,585.96

462.08

193.98

656.06

01/05/2025

13,130.90

455.06

201.00

656.06

02/06/2025

12,682.05

448.85

207.21

656.06

01/07/2025

12,207.37

474.68

181.38

656.06

01/08/2025

11,737.93

469.44

186.62

656.06

01/09/2025

11,261.32

476.61

179.45

656.06

01/10/2025

10,771.86

489.46

166.60

656.06

03/11/2025

10,291.10

480.76

175.30

656.06

01/12/2025

9,777.15

513.95

142.11

656.06

05/01/2026

9,289.84

487.31

168.75

656.06

02/02/2026

8,762.06

527.78

128.28

656.06

02/03/2026

8,226.99

535.07

120.99

656.06

01/04/2026

7,692.64

534.35

121.71

656.06

01/05/2026

7,150.39

542.25

113.81

656.06

01/06/2026

6,603.65

546.74

109.32

656.06

01/07/2026

6,045.28

558.37

97.69

656.06

გადახდის თარიღი

ნაშთი

ძირი

პროცენტი

მთლიანი თანხა

03/08/2026

5,487.61

557.67

98.39

656.06

01/09/2026

4,910.03

577.58

78.48

656.06

01/10/2026

4,326.61

583.42

72.64

656.06

02/11/2026

3,738.83

587.78

68.28

656.06

01/12/2026

3,136.24

602.59

53.47

656.06

04/01/2027

2,532.76

603.48

52.58

656.06

01/02/2027

1,911.68

621.08

34.98

656.06

01/03/2027

1,282.01

629.67

26.39

656.06

01/04/2027

645.55

636.46

19.60

656.06

04/05/2027

0.00

645.55

10.51

656.06

სულ:

18,302.24

5,315.92

23,618.16

2.შეწყდეს №ას-679-2024 საქმის წარმოება;

3.გაუქმდეს წინამდებარე საქმეზე მიღებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 აპრილის განჩინება;

3.ნ.მ–ს (პ/ნ ......) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ 14.05.2024წ. №7898 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 50 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

4.განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტისას დაუშვებელია სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

5.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ამირან ძაბუნიძე

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

თეა ძიმისტარაშვილი