ას-1360-2023
27 ივნისი, 2024 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
რევაზ ნადარაია (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
გიორგი მიქაუტაძე, თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენით სხდომის მდივანი - ლელა სანიკიძე
კასატორი – შპს „ა.ჯ–ია“ (მოპასუხე, შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ჰ–ი“ (მოსარჩელე, შეგებებული სარჩელის მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ჰ–იმ“ მოპასუხე შპს „ა.ჯ–იას“ მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის დავალიანების - 42 919.86 ლარის და ჯარიმის სახით 17 669.93 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას შეგებებული სარჩელით მიმართა შპს „ა.ჯ–იამ“ მოპასუხე შპს „ჰ–ის“ მიმართ და მოითხოვა 2015 წლის 20 იანვრის NASG/10.01.608 ხელშეკრულების 2.3. 2.4. და 8.3 პუნქტების შესაბამისად, საგარანტიო თანხის და ყოველ კორპუსზე არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების 10% ოდენობით ჯარიმის და არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების გამოსწორების, ყოველ დაგვიანებულ დღეზე, არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0.1% ოდენობით საურავის, ჯამში 119 151 ლარის დაკისრება. შეგებებული სარჩელით მოსარჩელემ ასევე მოითხოვა შპს „ჰ–ისისათვის“ 2015 წლის 20 იანვრის NASG/10.01.608 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება 80224.26 ლარის ოდენობით და საექსპერტო დასკვნებისთვის გაწეული ხარჯების, კერძოდ N005270017 დასკვნაზე 1000 ლარის, N007488218 დასკვნაზე 394.04 ლარისა და N008194818 დასკვნაზე 1456.11 ლარის, ჯამში 2849.15 ლარის ანაზღაურება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილებით შპს „ჰ–ისის“ სარჩელი დაკმაყოფილდა: 1. შპს „ა.ჯ–იას“ შპს „ჰ–ისის“ სასარგებლოდ დაეკისრა 42919.86 ლარის გადახდა; 2. შპს „ა.ჯ–იას“ შპს „ჰ–ისის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა 17669.93 ლარის ოდენობით. 3. შპს „ა.ჯ–იას“ უარი ეთქვას შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით წესით გაასაჩივრა ძირითადი სარჩელის მოპასუხე შპს „ა.ჯ–იამ“ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 6 ივლისის განჩინებით შპს "ა.ჯ–იას" სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 7 ივლისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ძირითადი სარჩელის მოპასუხე შპს „ა.ჯ–იამ“, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით ძირითადი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 30 ნოემბრის განჩინებით შპს „ა.ჯ–იას“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე სასამართლოს 2024 წლის 13 ივნისის განჩინებით საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
2024 წლის 27 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე მხარეებმა, სამოქალაქო დავის მონაწილეებმა საქმეზე N ას-1360-2023, ერთი მხრივ კასატორმა შპს „ა.ჯ–იამ“ (ს/კ ......), რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ადვოკატი შ.თ–ძე (პ/ნ ......../ სიით N 6803) და მეორე მხრივ მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–იმ“ (ს/კ ......), რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ადვოკატი ი.ც–ი (პ.ნ ......../ სიით N 8091), წარმოადგინეს მორიგების აქტი და მიუთითეს, რომ თანხმდებიან, მორიგებით დაამთავრონ მათ შორის არსებული დავა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა მიერ წარმოდგენილი მორიგების აქტის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ის უნდა დამტკიცდეს და მოცემულ საქმეზე წარმოება შეწყდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც XLIX თავი შეიცავს. სსსკ-ის 372-ე მუხლით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სსსკ-ის მე-2 მუხლით დამკვიდრებულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით (მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ) და 83-ე მუხლის პირველი ნაწილით (მხარეებს უფლება აქვთ წარადგინონ მორიგების აქტი საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე) გარანტირებულია მხარეთა უფლება, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დავა მორიგებით დაამთავრონ. მითითებული ნორმებით აღიარებულია მოდავე მხარეთა შესაძლებლობა, გარკვეული შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში, თავად გადაწყვიტონ სარჩელის ბედი (იხ.: სუსგ №ას-1406-2020, 22.03.2022წ.; №ას-993-2021, 20.04.2022წ).
ამდენად, დისპოზიციურობის პრინციპი ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას, განკარგონ თავიანთი არა მარტო მატერიალური, არამედ საპროცესო უფლებები.
სსსკ-ის 272-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მხარეები მორიგდნენ, ხოლო 273-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
განსახილველ საქმეში 2024 წლის 27 ივნისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში გამართულ სხდომაზე მხარეებმა, სამოქალაქო დავის მონაწილეებმა საქმეზე N ას-1360-2023, ერთი მხრივ კასატორმა შპს „ა.ჯ–იამ“ (ს/კ .......), რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ადვოკატი შ.თ–ძე (პ/ნ ....../ სიით N 6803) და მეორე მხრივ მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–იმ“ (ს/კ .........), რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ადვოკატი ი.ც–ი (პ.ნ ...../ სიით N 8091), წარმოადგინეს მორიგების აქტი და მიუთითეს, რომ თანხმდებიან, მორიგებით დაამთავრონ მათ შორის არსებული დავა, შემდეგი პირობებით:
1. შპს „ა.ჯ–ია“ უარს აცხადებს წინამდებარე საქმეში N ას-1360-2023 მის მიერ შეგებებული სარჩელის ფარგლებში დაყენებულ ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე და აცხადებს, რომ წინამდებარე დავიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებით „ჰ–ი“-ის მიმართ არანაირი მოთხოვნა და პრეტენზია აღარ გააჩნია.
2. შპს „ჰ–ი“ აცხადებს, რომ შპს „ა.ჯ–ია“-ს მიერ შპს „ჰ–ი“-ს სასარგებლოდ დაკისრებული ძირითადი ვალდებულების 42 920 (ორმოცდაორი ათას ცხრაასოცი) ლარის წინამდებარე მორიგების აქტის პირობების დაცვით გადახდის შემთხვევაში ვალდებულება ჩაითვლება სრულად შესრულებულად მის მიმართ წინამდებარე დავიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა და პრეტენზია აღარ ექნება.
3. მხარეები აცხადებენ, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, კასატორი შპს „ა.ჯ–ია“-ს მიერ 2019 წლის 22 ივლისს განხორციელდა, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის 60 589.79 ლარის განთავსება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე GE07TB7563236020100006, რასთან დაკავშირებითაც საგადახდო დავალება N059 წარმოდგენილია 2019 წლის 22 ივლისის განცხადებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლების შესახებ (საქმე N 2/15742-17).
4. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტის მე-3 პუნქტში მითითებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე GE32BG0000000879535900 ჩაირიცხება 42 920 ლარი და თანხის ჩარიცხვის მომენტიდან წინამდებარე მორიგების პირობა (ვალდებულება) შპს „ა.ჯ–ია“-ს მხრიდან ჩაითვლება შესრულებულად, ხოლო დარჩენილი თანხა 17 669.79 ლარი გადაირიცხება კასატორ შპს „ა.ჯ–ია“-ს ანგარიშზე GE05TB7105536050100001
5. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლოს მიერ განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან, ყოველი მხარე უფლებამოსილია ცალ-ცალკე ან ერთობლივად მიმართოს განცხადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ამ მორიგების აქტით შეთანხმებული პირობების შესასრულებლად, ამასთანავე მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“-ს უფლება აქვს დამოუკიდებლად (ერთპიროვნულად) მიმართოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და მოითხოვოს თანხის 42 920 (ორმოცდაორი ათას ცხრაასოცი) ლარის გადარიცხვა მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
6. მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია აღნიშნული საქმიდან (დავიდან) (საქმე N ას-1360-2023) გამომდინარე და მათთვის ცნობილია, რომ მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღარ ექნებათ უფლება მიმართონ სასამართლოს იგივე საფუძვლებით, შესაბამისად სთხოვენ სასამართლოს დაამტკიცოს წარმოდგენილი მორიგების პირობები.
7. მხარეები წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით აცხადებენ, რომ ეთანხმებიან წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლო განჩინებას/გადაწყვეტილებას.
ზემოაღნიშნულ მორიგების აქტს ხელს აწერს შპს „ა.ჯ–იას“ წარმომადგენელი შ.თ–ძე და შპს „ჰ–ის“ წამომადგენელი ი.ც–ი (საქმეში წარმოდგენილია მინდობილობები მორიგების უფლებით).
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობები არ ეწინააღმდგება კანონს და არ ლახავს მესამე პირთა ინტერესებს, შესაბამისად, წარმოდგენილი მორიგების აქტი უნდა დამტკიცდეს და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში. ზემოაღნიშნული მუხლების საფუძველზე, ვინაიდან, მხარეები მორიგდნენ საქმის არსებითი განხილვის დაწყებამდე, კასატორს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს N1692787048 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 49-ე, 83-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე, 285-ე, 372-ე, 399-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ა.ჯ–იასა“ და შპს „ჰ–ის“ შუამდგომლობა მორიგების დამტკიცების თაობაზე, დაკმაყოფილდეს;
2. სამოქალაქო დავის მონაწილეები საქმეზე N ას-1360-2023, ერთი მხრივ კასატორი შპს „ა.ჯ–ია“ (ს/კ .......), რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ადვოკატი შ.თ–ძე (პ/ნ ......./ სიით N 6803) და მეორე მხრივ მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“ (ს/კ ........), რომელსაც მოცემულ საქმეზე მინდობილობის საფუძველზე წარმოადგენს ადვოკატი ი.ც–ი (პ.ნ ....../ სიით N 8091), თანხმდებიან, მორიგებით დაამთავრონ მათ შორის არსებული დავა, შემდეგი პირობებით:
2.1. შპს „ა.ჯ–ია“ უარს აცხადებს წინამდებარე საქმეში N ას-1360-2023 მის მიერ შეგებებული სარჩელის ფარგლებში დაყენებულ ყველა სასარჩელო მოთხოვნაზე და აცხადებს, რომ წინამდებარე დავიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებით „ჰ–ი“-ის მიმართ არანაირი მოთხოვნა და პრეტენზია აღარ გააჩნია.
2.2. შპს „ჰ–ი“ აცხადებს, რომ შპს „ა.ჯ–ია“-ს მიერ შპს „ჰ–ი“-ს სასარგებლოდ დაკისრებული ძირითადი ვალდებულების 42 920 (ორმოცდაორი ათას ცხრაასოცი) ლარის წინამდებარე მორიგების აქტის პირობების დაცვით გადახდის შემთხვევაში ვალდებულება ჩაითვლება სრულად შესრულებულად მის მიმართ წინამდებარე დავიდან გამომდინარე და მასთან დაკავშირებით არანაირი მოთხოვნა და პრეტენზია აღარ ექნება.
2.3. მხარეები აცხადებენ, რომ მოცემული დავის ფარგლებში, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“-ს სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, კასატორი შპს „ა.ჯ–ია“-ს მიერ 2019 წლის 22 ივლისს განხორციელდა, სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხის 60 589.79 ლარის განთავსება, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე GE07TB7563236020100006, რასთან დაკავშირებითაც საგადახდო დავალება N059 წარმოდგენილია 2019 წლის 22 ივლისის განცხადებაზე უზრუნველყოფის ღონისძიების ჩანაცვლების შესახებ (საქმე N 2/15742-17).
2.4. მხარეები თანხმდებიან, რომ ამ მორიგების აქტის მე-3 პუნქტში (სარეზოლუციო ნაწილის 2.3. პუნქტი) მითითებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსებული თანხიდან, მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“-ს საბანკო ანგარიშზე GE32BG0000000879535900 ჩაირიცხება 42 920 ლარი და თანხის ჩარიცხვის მომენტიდან წინამდებარე მორიგების პირობა (ვალდებულება) შპს „ა.ჯ–ია“-ს მხრიდან ჩაითვლება შესრულებულად, ხოლო დარჩენილი თანხა 17 669.79 ლარი გადაირიცხება კასატორ შპს „ა.ჯ–ია“-ს ანგარიშზე GE05TB7105536050100001
2.5. მხარეები თანხმდებიან, რომ სასამართლოს მიერ განჩინებით დამტკიცებული მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან, ყოველი მხარე უფლებამოსილია ცალ-ცალკე ან ერთობლივად მიმართოს განცხადებით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან არსებული სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს ამ მორიგების აქტით შეთანხმებული პირობების შესასრულებლად, ამასთანავე მოწინააღმდეგე მხარე შპს „ჰ–ი“-ს უფლება აქვს დამოუკიდებლად (ერთპიროვნულად) მიმართოს სსიპ საერთო სასამართლოების დეპარტამენტს და მოითხოვოს თანხის 42 920 (ორმოცდაორი ათას ცხრაასოცი) ლარის გადარიცხვა მის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
2.6. მხარეები ადასტურებენ, რომ ერთმანეთის მიმართ არ გააჩნიათ რაიმე სახის პრეტენზია აღნიშნული საქმიდან (დავიდან) (საქმე N ას-1360-2023) გამომდინარე და მათთვის ცნობილია, რომ მორიგების აქტის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ აღარ ექნებათ უფლება მიმართონ სასამართლოს იგივე საფუძვლებით, შესაბამისად სთხოვენ სასამართლოს დაამტკიცოს წარმოდგენილი მორიგების პირობები.
2.7. მხარეები წინამდებარე მორიგების აქტზე ხელმოწერით აცხადებენ, რომ ეთანხმებიან წინამდებარე მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ სასამართლო განჩინებას/გადაწყვეტილებას.
3. შეწყდეს წინამდებარე საქმის წარმოება და გაუქმდეს საქმეზე ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილება/განჩინება.
4. განემარტოთ მხარეებს, რომ სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
5. შპს „ა.ჯ–იას“ (..........) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 2023 წლის 23 აგვისტოს N1692787048 საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 8000 ლარი.
6. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე რევაზ ნადარაია
მოსამართლეები: გიორგი მიქაუტაძე
თამარ ზამბახიძე