Facebook Twitter

№ას-1370-2022 28 მარტი, 2024 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებებში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა.ა–ის საკასაციო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით დაუშვებლადაა ცნობილი, ასევე, ა.ო–ის კერძო საჩივარი, რომელიც საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში: სსსკ) 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის.

განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო საკუთარი ინიციატივით გაასწორებს განჩინებაში დაშვებულ უსწორობას, ამასთან, განმარტავს, რომ მიზანშეწონილია უსწორობის გასწორების საკითხის გადაწყვეტა ზეპირი მოსმენის გარეშე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების შესავალ ნაწილსა და ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების შესავალ ნაწილში დაშვებულია შემდეგი სახის უსწორობა - მოწინააღმდეგე მხარედ მითითებულია ა.ო–ი.

საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 თებერვლის განჩინებაზე, რომლითაც ა.ო–ის (თავდაპირველი მოპასუხე) გარდაცვალების გამო, მის უფლებამონაცვლეებად, საქმეში №ას-1370-2022 ცნობილი არიან ა.ხ–ნი და მ.ო–ი.

ამდენად, ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინებაში მიეთითოს მ.ო–ი, ა.ხ–ნი (ა.ო–ის უფლებამონაცვლეები) ა.ო–ი (მოპასუხეები) და ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის, კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინებაში მოწინააღმდეგე მხარის ველში, ნაცვლად ა.ო–ისა მიეთითოს - ა.ხ–ნი და მ.ო–ი (ა.ო–ის უფლებამონაცვლეები)

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე, 399-ე, 372-ე, 260-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების შესავალში და ამავე სასამართლოს 2024 წლის 28 მარტის კერძო საჩივარზე უარის თქმის განჩინებაში დაშვებული უსწორობა.

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის თაობაზე განჩინების შესავალში, მოწინააღმდეგე მხარეების ველში, ნაცვლად ა.ო–ი, ა.ო–ი, მ.ო–ი, ა.ხ–ნი (მოპასუხეები), მიეთითოს მ.ო–ი, ა.ხ–ნი (ა.ო–ის უფლებამონაცვლეები) ა.ო–ი (მოპასუხეები).

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 28 მარტის კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე განჩინების შესავალში, მოწინააღმდეგე მხარის ველში, ნაცვლად ა.ო–ისა მიეთითოს - ა.ხ–ნი და მ.ო–ი (ა.ო–ის უფლებამონაცვლეები).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე