№ა-1487-შ-38-2024 11 ივნისი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე
საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებაში დაშვებული უსწორობის გასწორების საკითხი და
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებით ქ.ხ–ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნა იტალიის რესპუბლიკის, ფლორენციის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№28/2022), რომლითაც დადგინდა, ხ.ქ., დაბადებული 26.01.1994 წელს ქუთაისში (საქართველო), შვილად აყვანა ბატონი მ. მ–ოს მიერ, დაბადებული ქ. ემპოლი (ფლორენცია) 10.12.1957 წელს; ნაშვილებმა მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“.
ქ.ხ–ამ განცხადებით მომართა საქართველოს უზანაეს სასამართლოს და განმარტა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილებით მან მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“ გვარი ხ–ას წინ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინებაში კი მითითებულია - ნაშვილებმა მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“, რის გამოც განმცხადებელი ვერ ახერხებს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში თავის გვარად „მ-ხ–ას“ დარეგისტრირებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის განჩინება უნდა გასწორდეს იმდაგვარად, რომ განმცხადებელმა შეძლოს თავის გვარად მ-ხ–ას დარეგისტრირება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები. თუ სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, შესწორებათა შეტანის საკითხი შეიძლება გადაწყდეს სასამართლო სხდომაზე. მხარეებს ეცნობებათ სხდომის დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა არ წარმოადგენს დაბრკოლებას გადაწყვეტილებაში შესწორების შეტანის საკითხის განხილვისათვის. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ 2024 წლის 29 მარტის განჩინებაში სახეზეა ტექნიკური ხასიათის უსწორობა, რაც ექვემდებარება შესწორებას. ამასთან, პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკითხის მხარეთა დასწრებით განხილვის წინაპირობა.
ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს განსახილველი განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში დაშვებულია ტექნიკური ხასიათის უსწორობა, უნდა გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის (საქმე №ა-1487-შ-38-2024) განჩინებაში დაშვებული უსწორობა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის (საქმე №ა-1487-შ-38-2024) განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა: „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის, ფლორენციის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№28/2022), რომლითაც დადგინდა, ხ.ქ–ეს, დაბადებული 26.01.1994 წელს ქუთაისში (საქართველო), შვილად აყვანა ბატონი მ.მ–ოს მიერ, დაბადებული ქ. ემპოლი (ფლორენცია) 10.12.1957 წელს; ნაშვილებმა მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“ - უნდა მიეთითოს შემდეგი: „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის, ფლორენციის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№28/2022), რომლითაც დადგინდა, ხ.ქ–ეს, დაბადებული 26.01.1994 წელს ქუთაისში (საქართველო), შვილად აყვანა ბატონი მ.მ–ოს მიერ, დაბადებული ქ. ემპოლი (ფლორენცია) 10.12.1957 წელს; ნაშვილებმა მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“ გვარი „ხ–ას“ წ“.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ხ–ას განცხადება დაკმაყოფილდეს;
2. გასწორდეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის (საქმე №ა-1487-შ-38-2024) განჩინებაში დაშვებული უსწორობა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 29 მარტის (საქმე №ა-1487-შ-38-2024) განჩინების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში ნაცვლად შემდეგი ჩანაწერისა: „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის, ფლორენციის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№28/2022), რომლითაც დადგინდა, ხ.ქ–ეს, დაბადებული 26.01.1994 წელს ქუთაისში (საქართველო), შვილად აყვანა ბატონი მ.მ–ოს მიერ, დაბადებული ქ. ემპოლი (ფლორენცია) 10.12.1957 წელს; ნაშვილებმა მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“ - უნდა მიეთითოს შემდეგი: „საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს იტალიის რესპუბლიკის, ფლორენციის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2022 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება (№28/2022), რომლითაც დადგინდა, ხ.ქ–ეს, დაბადებული 26.01.1994 წელს ქუთაისში (საქართველო), შვილად აყვანა ბატონი მ.მ–ოს მიერ, დაბადებული ქ. ემპოლი (ფლორენცია) 10.12.1957 წელს; ნაშვილებმა მიიღო მშვილებლის გვარი „მ–ლი“ გვარი „ხ–ას“ წ“.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე
მირანდა ერემაძე
ვლადიმერ კაკაბაძე