Facebook Twitter

№ა-2186-შ-53-2021 30 აპრილი, 2024 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლევან მიქაბერიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მირანდა ერემაძე, ვლადიმერ კაკაბაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – დ.ბ–ია

მოწინააღმდეგე მხარე - მ.ა–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვედეთის, სოლნას რაიონული სასამართლს 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – მეურვეობის დადგენა

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. შვედეთის, სოლნას რაიონული სასამართლს 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, „1. დ.ბ–ია არის ე.ა–ის (20180125-XXXX) ერთპიროვნული მეურვე; 2. ე.ა–ს ურთიერთობა ექნება მ.ა–თან შემდეგნაირად: ა) საბავშვო ბაღის/სკოლის სასწავლო კვირის დასრულების შემდეგ ოთხშაბათიდან ლუწ კვირებში, სანამ საბაშვო ბაღი/სკოლა დაიწყება მომდევნო კვირის ორშაბათ დილამდე; ბ) ვიდეოზარები ოთხშაბათს და კვირას 18:00-18:30 საათზე კენტ კვირა, გ) ყოველი მეორე სპორტული დღესასწაული, სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდეგ პარასკევიდან მთავრდება არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე, დასვენების შემდეგ ორშაბათს დილამდე, დაწყებული 2025 წლიდან; დ) ყოველი მეორე აღდგომის დღესასწაული სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდგომი პარასკევიდან მთავრდება არდადეგების წინა კვირამდე დასვენების შემდეგ ორშაბათის დილამდე, დაწყებული 2024 წლიდან; ე) ყოველი მეორე შემოდგომის არდადეგები, სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდგომი პარასკევიდან მთავრდება არდადეგების წინა კვირამდე დასვენების შემდეგ ორშაბათის დილამდე, დაწყებული 2025 წლიდან; ვ)ყოველ მეორე საშობაო დღესასწაულზე, 22 დეკემბრიდან 15:00 საათიდან 29 დეკემბრის 15:00 სთ-ის ჩათვლით; 2024 წლის შობის დასაწყისი; ზ) ყოველ მეორე საახალწლო შაბათ-კვირას, 29 დეკემბრიდან 15:00 საათიდან 6 იანვრამდე 15:00 საათამდე, ახალი წლიდან 2025/26წწ.; თ) ზაფხულში ორი პლუს ორი კვირა. მ.ა–მა უნდა აცნობოს დ.ბ–იას არაუგვიანეს 30 აპრილისა, თუ რომელ კვირებში სურს, რომ მოხდეს ზაფხულის ვიზიტი და შემდეგ დ.ბ–ია ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში გასცეს პასუხი. მშობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების შემთხვევაში, ლუწ წლებში მ.ა–ის აზრს უპირატესობა ენიჭება, ხოლო კენტ წლებში დ.ბ–იას; ი) ა და ბ-ე პუნქტების მიხედვით წაყვანა-ჩაბარება ხდება სკოლამდელი აღზრდის/სკოლაში. ვ-თ პუნქტის მიხედვით წაყვანა-ჩაბარება ხდება მხარეთა შეხვედრის წინ სკოლამდელი აღზრდის/ სკოლის მთავარი შესასვლელის წინ. 3. ის რაც გადაწყვეტილია პირველი და მეორე პუნქტებით, მოქმედებს დაუყოვნებლივ, მაშინაც კი, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია“.

2. დ.ბ–იამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ზემოთდასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. გადაწყვეტილებითვე დგინდება, რომ ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 24 აპრილის განჩინებით შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

5. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

6. შვედეთის, სოლნას რაიონული სასამართლს 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილების მიხედვით, „1. დ.ბ–ია არის ე.ა–ის (20180125-XXXX) ერთპიროვნული მეურვე; 2. ე.ა–ს ურთიერთობა ექნება მ.ა–თან შემდეგნაირად: ა) საბავშვო ბაღის/სკოლის სასწავლო კვირის დასრულების შემდეგ ოთხშაბათიდან ლუწ კვირებში, სანამ საბაშვო ბაღი/სკოლა დაიწყება მომდევნო კვირის ორშაბათ დილამდე; ბ) ვიდეოზარები ოთხშაბათს და კვირას 18:00-18:30 საათზე კენტ კვირა; გ) ყოველი მეორე სპორტული დღესასწაული, სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდეგ პარასკევიდან მთავრდება არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე, დასვენების შემდეგ ორშაბათს დილამდე, დაწყებული 2025 წლიდან; დ) ყოველი მეორე აღდგომის დღესასწაული სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდგომი პარასკევიდან მთავრდება არდადეგების წინა კვირამდე დასვენების შემდეგ ორშაბათის დილამდე, დაწყებული 2024 წლიდან; ე) ყოველი მეორე შემოდგომის არდადეგები, სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდგომი პარასკევიდან მთავრდება არდადეგების წინა კვირამდე დასვენების შემდეგ ორშაბათის დილამდე, დაწყებული 2025 წლიდან; ვ)ყოველ მეორე საშობაო დღესასწაულზე, 22 დეკემბრიდან 15:00 საათიდან 29 დეკემბრის 15:00 სთ-ის ჩათვლით, 2024 წლის შობის დასაწყისი; ზ) ყოველ მეორე საახალწლო შაბათ-კვირას, 29 დეკემბრიდან 15:00 საათიდან 6 იანვრამდე 15:00 საათამდე, ახალი წლიდან 2025/26წწ.; თ) ზაფხულში ორი პლუს ორი კვირა. მ.ა–მა უნდა აცნობოს დ.ბ–იას არაუგვიანეს 30 აპრილისა, თუ რომელ კვირებში სურს, რომ მოხდეს ზაფხულის ვიზიტი და შემდეგ დ.ბ–ია ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში გასცეს პასუხი. მშობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების შემთხვევაში, ლუწ წლებში მ.ა–ის აზრს უპირატესობა ენიჭება, ხოლო კენტ წლებში დ.ბ–იას; ი) ა და ბ-ე პუნქტების მიხედვით წაყვანა-ჩაბარება ხდება სკოლამდელი აღზრდის/სკოლაში. ვ-თ პუნქტის მიხედვით წაყვანა-ჩაბარება ხდება მხარეთა შეხვედრის წინ სკოლამდელი აღზრდის/სკოლის მთავარი შესასვლელის წინ. 3. ის რაც გადაწყვეტილია პირველი და მეორე პუნქტებით, მოქმედებს დაუყოვნებლივ, მაშინაც კი, თუ გადაწყვეტილება გასაჩივრებულია“.

7. გადაწყვეტილებით დგინდება, რომ ის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად არის მიქცეული.

8. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

9. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მეურვეობისა და მზრუნველობის საქმეებზე საქართველოს სასამართლოებს საერთაშორისო კომპეტენცია აქვთ, თუ მეურვე, მზრუნველი ან პირი, რომელსაც მეურვეობა ან მზრუნველობა ესაჭიროება, საქართველოს მოქალაქეა ან ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.

10. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ მეურვე - დ.ბ–ია საქართველოს მოქალაქეა.

11. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26.10.2015წ.). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

12. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისას საქმე გვაქვს მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე უცხოური აქტის მოქმედების გაფართოებასთან, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს მის ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები. ცნობის ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები ჩამოთვლილია „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლში.

13. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

14. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

15. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.ბ–იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს შვედეთის, სოლნას რაიონული სასამართლს 2024 წლის 1 მარტის გადაწყვეტილება, რომლითაც - დ.ბ–ია არის ე.ა–ის (20180125-XXXX) ერთპიროვნული მეურვე;

- ე.ა–ს ურთიერთობა ექნება მ.ა–თან შემდეგნაირად: ა) საბავშვო ბაღის/სკოლის სასწავლო კვირის დასრულების შემდეგ ოთხშაბათიდან ლუწ კვირებში, სანამ საბაშვო ბაღი/სკოლა დაიწყება მომდევნო კვირის ორშაბათ დილამდე; ბ) ვიდეოზარები ოთხშაბათს და კვირას 18:00-18:30 საათზე კენტ კვირა; გ) ყოველი მეორე სპორტული დღესასწაული, სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდეგ პარასკევიდან მთავრდება არდადეგებამდე ერთი კვირით ადრე, დასვენების შემდეგ ორშაბათს დილამდე, დაწყებული 2025 წლიდან; დ) ყოველი მეორე აღდგომის დღესასწაული სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდგომი პარასკევიდან მთავრდება არდადეგების წინა კვირამდე დასვენების შემდეგ ორშაბათის დილამდე, დაწყებული 2024 წლიდან; ე) ყოველი მეორე შემოდგომის არდადეგები, სკოლამდელი აღზრდის/სკოლის შემდგომი პარასკევიდან მთავრდება არდადეგების წინა კვირამდე დასვენების შემდეგ ორშაბათის დილამდე, დაწყებული 2025 წლიდან; ვ) ყოველ მეორე საშობაო დღესასწაულზე, 22 დეკემბრიდან 15:00 საათიდან 29 დეკემბრის 15:00 სთ-ის ჩათვლით, 2024 წლის შობის დასაწყისი; ზ) ყოველ მეორე საახალწლო შაბათ-კვირას, 29 დეკემბრიდან 15:00 საათიდან 6 იანვრამდე 15:00 საათამდე, ახალი წლიდან 2025/26წწ.; თ) ზაფხულში ორი პლუს ორი კვირა. მ.ა–მა უნდა აცნობოს დ.ბ–იას არაუგვიანეს 30 აპრილისა, თუ რომელ კვირებში სურს, რომ მოხდეს ზაფხულის ვიზიტი და შემდეგ დ.ბ–ია ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში გასცეს პასუხი. მშობლებს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესების შემთხვევაში, ლუწ წლებში მ.ა–ის აზრს უპირატესობა ენიჭება, ხოლო კენტ წლებში დ.ბ–იას; ი) ა და ბ-ე პუნქტების მიხედვით წაყვანა-ჩაბარება ხდება სკოლამდელი აღზრდის/ სკოლაში. ვ-თ პუნქტის მიხედვით წაყვანა-ჩაბარება ხდება მხარეთა შეხვედრის წინ სკოლამდელი აღზრდის/ სკოლის მთავარი შესასვლელის წინ;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლევან მიქაბერიძე

მირანდა ერემაძე

ვლადიმერ კაკაბაძე