№ა-3361-შ-84-2024
10 ივლისი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ე.შ–ე
მოწინააღმდეგე მხარე - ნ.შ–ე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს შუამდგომლობის ავტორი – გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილებით, 08.11.2013 მმაჩის ბიუროს მოხელის, ბიულის წინაშე რეგისტრირებული მხარეთა ქორწინება (ქორწინების რეესტრის N E 123/2013) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2018 წლის 19 ივლისს.
ე.შ–ემ, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა და მოითხოვა გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილების, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 27 ივნისის განჩინებით, ე.შ–ეს შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ე.შ–ემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილებით, 08.11.2013 მმაჩის ბიუროს მოხელის, ბიულის წინაშე რეგისტრირებული მხარეთა ქორწინება (ქორწინების რეესტრის N E 123/2013) შეწყდა.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილება, კანონიერ ძალაშია 19.07.2018-დან (იხ.ს.ფ.9). შესაბამისად, გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. აგრეთვე, მოწინააღმდეგე მხარე სათანადოდ იყო ინფორმირებული სასამართლო სხდომის ადგილისა და დროის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს „revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს (იხ. სუსგ Nა-1167-შ-30-2024, 14.03.2024 წელი).
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილება, ნ.შ–ეს და ე.შ–ეს შორის არსებული ქორწინების შეწყვეტის თაობაზე, ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ე.შ–ეს შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას, გერმანიის ქალაქ ბადენ-ბადენის სამხარეო სასამართლოს საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2018 წლის 12 ივნისის N 6F 117/17 გადაწყვეტილება, რომლითაც, 08.11.2013 მმაჩის ბიუროს მოხელის, ბიულის წინაშე რეგისტრირებული მხარეთა ქორწინება (ქორწინების რეესტრის N E 123/2013) შეწყდა.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე