Facebook Twitter

საქმე№ას-389-2022

01 ივლისი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

მირანდა ერემაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.ჩ–ი (მოსარჩელე)

წარმომადგენელი - ი.მ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე - თ.დ–ია (მოპასუხე)

მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - გ.ჩ–ია, მ.ა–ია, ვ.ლ–ძე, ა.ბ–ი, ი.ო–ვი, მ.გ–ნი

დავის საგანი - ქორწინების პერიოდში შეძენილ ქონებაზე თანამესაკუთრედ ცნობა, გამოსყიდვის უფლებით გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა და სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის დადგენ

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება

პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

მ.ჩ–მა, 2017 წლის 05 სექტემბერს, სასარჩელო განცხადებით მიმართა, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების - თ.დ–იას და გ.ჩ–ის მიმართ, მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე - გ.ჩ–ია, მ.ა–ია, ვ.ლ–ძე, ა.ბ–ი, ი.ო–ვი, მ.გ–ნი და მოითხოვა: მ.ჩ–ის (პ/ნ......) ცნობა გ.ჩ–ის (პ/ნ .........) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, .........., ს/კ ......... 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. 1.2 გ.ჩ–ს (პ/ნ ........) და თ.დ–იას (პ/ნ ........) 2 შორის 2017 წლის 14 ივნისს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების გამოსყიდვის უფლებით (N170660676) ბათილად ცნობა და სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების არსებობის დადგენა 20525 აშშ დოლარის გადაცემითა და სესხის უზრუნველსაყოფად ქ. თბილისი, ......., ს/კ ...... უძრავი ქონების გამოყენებით. 1.3 მ.ჩ–ის (პ/ნ ........) ცნობა გ.ჩ–ის (პ/ნ ........) საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, ......, ს/კ ..... 1/2 ნაწილის მესაკუთრედ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ.ჩ–მა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, მ.ჩ–ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შეიცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ...... (ს/კ 01........) მდებარე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მ.ჩ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა; მ.ჩ–ი ცნობილ იქნა ქ. თბილისში, ........., ს/კ ........ მდებარე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილება ქ. თბილისში, ........ ს/კ ........ მდებარე უძრავი ნივთის 1/2 ნაწილის მესაკუთრედ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების მე-2 პუნქტი იმ ნაწილში, რომლითაც გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 12 სექტემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უძრავი ნივთის, მდებარე ქ. თბილისში, ........., ს/კ: ......, ½ ნაწილზე ყადაღის გაუქმების ნაწილში და აღნიშნულ ქონებაზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩა ძალაში. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილების მე-3 პუნქტი დარჩა უცვლელად. მ.ჩ–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 2500 ლარის ოდენობით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საკასაციო საჩივარი წარადგინა მ.ჩ–მა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 9 იანვრის განჩინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის წარმოებაში არსებულ Nას-389-2022 საქმეზე სამოქალაქო საქმის წარმოება შეჩერდა რვა თვის ვადით, მოწინააღმდეგე მხარის - გ.ჩ–ის უფლებამონაცვლის დადგენამდე.

2024 წლის 12 ივნისს, მ.ჩ–ის წარმომადგენელმა - ი.მ–ძემ განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე. განცხადებაში ასევე მიუთითა, რომ უარს ამბობდა თ.დ–იას მიმართ მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე.

2024 წლის 28 ივნისს, მ.ჩ–ის წარმომადგენელმა - ი.მ–ძემ დაზუსტებული განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა წარმოდგენილ საკასაციო საჩივარზე.

პალატამ შეამოწმა, მ.ჩ–ის წარმომადგენლის ი.მ–ძის რწმუნებულება/მინდობილობა და დარწმუნდა, რომ აქვს საკასაციო საჩივარზე უარის თქმის უფლებამოსილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მ.ჩ–ის წარმომადგენლის შუამდგომლობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოცემულ საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 31 ოქტომბრის განჩინებით, მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ასევე დადგენილია, რომ კასატორი - მ.ჩ–ი უარს აცხადებს საკასაციო საჩივარზე და ითხოვს საქმის წარმოების შეწყვეტას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რასაც სსსკ-ის XLIX თავი შეიცავს.

სსსკ-ის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, სსსკ-ის XLVI თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. ამავე კოდექსის 378-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო საჩივარზე უარის თქმა დასაშვებია სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის შემთხვევაში სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას, რის შედეგადაც მხარეს ერთმევა უფლება, კვლავ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით.

სსსკ-ის მე-2 მუხლით განსაზღვრულია პირის უფლება მიმართოს სასამართლოს თავისი დარღვეული ან სადავო უფლების დაცვის მიზნით, ხოლო, ამავე კოდექსის მე-3 მუხლი განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ასევე გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები (განჩინებები) ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე.

პალატა მიიჩნევს, რომ კასატორმა მ.ჩ–მა საკასაციო საჩივარზე უარის თქმით განახორციელა სსსკ-ის მე-3 მუხლით მინიჭებული საპროცესო უფლება, რაც სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, ვინაიდან სსსკ-ის 409-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს უფლებამოსილება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) შეცვლისადმი განისაზღვრება მხარეთა მოთხოვნის ფარგლებით.

სსსკ-ის 399-ე მუხლიდან გამომდინარე, ამავე კოდექსის 378-ე და 272-ე მუხლების საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მ.ჩ–ის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.

საკასაციო სასამართლო, სსსკ-ის 399-ე და 378-ე მუხლების საფუძველზე, კასატორს - მ.ჩ–ს განუმარტავს, რომ საკასაციო საჩივარზე უარის თქმით, მას უფლება ერთმევა კვლავ გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მთლიანად გათავისუფლება ან სახელმწიფო ბაჟის ოდენობის განახევრება ხდება ამ მუხლით დადგენილი წესით, მხოლოდ ამ ინსტანციებისათვის განსაზღვრული სახელმწიფო ბაჟის ოდენობის ფარგლებში (იხ. სუსგ საქმე Nას-171-2022, 13 მარტი, 2023 წელი).

კანონის აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის არსებითად განხილვამდე მ.ჩ–ის მიერ საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 272-ე, 273-ე, 372-ე, 378-ე, 399-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ.ჩ–ის წარმომადგენლის, ი.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს და მ.ჩ–ის მიერ, საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, აღნიშნულ საკასაციო საჩივარზე შეწყდეს წარმოება;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელი;

3. განემარტოთ მხარეებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2021 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილების საკასაციო საჩივრით კვლავ გასაჩივრება დაუშვებელია.

4. კასატორს - მ.ჩ–ს (პირადი ნომერი .........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ი.მ–ძის მიერ (პირადი ნომერი ........) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2022 წლის 26 სექტემბერს, სს „თიბისი ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარი (საგადასახადო დავალება №0; ბანკის კოდი TBCBGE22, სახაზინო კოდი 300773150; მიმღების ბანკი - „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22).

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

მირანდა ერემაძე