¹ბს-1007-964(კ-07) 12 თებერვალი, 2008 წელი
ქ.თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა რ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე /მიღება_ჩაბარების აქტის ბათილად ცნობისა და მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის შესახებ/.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
სამტრედიის რაიონის სოფელ საჯავახოს თემის საკრებულომ სარჩელი აღძრა სამტრედიის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამტრედიის სარეგისტრაციო სამსახურის, ს. ჩ-ას, მ. რ-ას მიმართ, მესამე პირის _ რ. ჩ-ას მონაწილეობით, რომლითაც მოითხოვა მიწის მიღება-ჩაბარების ¹.... აქტის ნაწილობრივ ბათილად ცნობა, მოპასუხისათვის მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა და სახელმწიფო საკუთრებად გამოცხადება და შესაბამისი ცვლილების შეტანა საჯარო რეესტრის მონაცემებში /იხ. ტI, ს.ფ. 2-3/.
მოპასუხე _ ს. ჩ-ამ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა საჯავახოს თემის საკრებულოს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; მისთვის საკოლმეურნეო კომლის I კატეგორიის სტატუსის მინიჭება და მოსარჩელისათვის მესამე პირის _ რ. ჩ-ას მიერ მიტაცებული ს. ჩ-ას საკუთრებაში არსებული მიწის დაბრუნების დავალება /იხ.ს.ფ. ტI, 28-32/.
რაიონული სასამართლოს 2006 წლის 17 თებერვლის გადაწყვეტილებით საჯავახოს თემის საკრებულოს სარჩელი დაკმაყოფილდა; არ დაკმაყოფილდა ს. ჩ-ას შეგებებული სარჩელი; ბათილად იქნა ცნობილი მიწის მიღება-ჩაბარების ¹... აქტის ნაწილი; გაუქმდა მიწის საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობა ს. ჩ-ას სახელზე დაზუსტებით 2377,34მ2 მიწის ნაკვეთზე განაცხადის რეგისტრაციის ¹.... თარიღით 4.05.2000 წელი; მიწის ნაკვეთი დაზუსტებული ფართით 2377,34მ2 ჩამოერთვა მოქალაქე ს. ჩ-ას და გადაეცა სოფელ საჯავახოს საკრებულოს; ასევე გაუქმდა ჩანაწერი მიწის სარეგისტრაციო ნომერი 34/11/04/084 ს. ჩ-ას სახელზე თარიღით 4.05.2000წ /იხ. ს.ფ. ტI, 124-127/.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-ამ, რომლითაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება, შემდეგი მოტივით:
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონსაწინააღმდეგოა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება ექვემდებარებოდა გაუქმებას /იხ.ს.ფ. ტI, 132-137/.
სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ს. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, შესაბამისად უცვლელად დარჩა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება /იხ. ს.ფ. ტI, 237-242/.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-ამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება /იხ. ს.ფ. ტI, 262-265; 283-286/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 5 ივნისის განჩინებით ს. ჩ-ას საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს; ს. ჩ-ას შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე _ I კატეგორიის კომლის სტატუსის მინიჭების თაობაზე, შეწყდა საქმისწარმოება ს. ჩ-ას მიერ უარის თქმის გამო /იხ.ს.ფ. ტI, 360-370/.
სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 18 სექტემბრის გადაწყვეტილებით ს. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, შესაბამისად, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება; სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ს. ჩ-ას შეგებებული სარჩელი 700კვ.მ მიწის ნაკვეთის დაბრუნების შესახებ დაკმაყოფილდა /იხ. ს.ფ. ტII, 45-50/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. ჩ-ამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება, შემდეგი მოტივით:
გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა, სააპელაციო სასამართლომ შეფასება არ მისცა საქმის მასალებს, არ გამოიკვლია მტკიცებულებები მიერ გადაწყვეტილება არ არის სათანადოდ დასაბუთებული /იხ.ს.ფ. ტII, 79-81/.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით ასევე გაასაჩივრა სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ, რომლითაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოში /იხ. ს.ფ. ტII, 102-103/.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 21 დეკემბრის განჩინებით სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული საკასაციო საჩივარში მითითებული ხარვეზის შეუვსებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 129-130, ტ. II/.
საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კასატორის მიერ წარმოდგენილი იქნა მოსაზრება საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, რომელშიც აღნიშნა, რომ საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის საფუძველზე ექვემდებარებოდა დასაშვებად ცნობას /იხ.ს.ფ. 148, ტ. II/.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2007 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად /იხ.ს.ფ. 129-130, ტ. II/.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ რ. ჩ-ას მიერ საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრულ საპროცესო ვადაში კომპეტენტურად ვერ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, არ იქნა მითითებული იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ამასთან, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კასატორის _ რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარში აღნიშნული კასაციის მოტივები (კასაციის მიზეზი) არ შეიცავს მოტივაციას ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების თაობაზე, რომელსაც შეეძლო ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს რ. ჩ-ას საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. წინამდებარე განჩინების ასლი გადაეგზავნოს მხარეებს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.