Facebook Twitter

30 ივლისი 2024 წელი

საქმე№ა-3903-შ-100-2024 ქ.თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ნ.მ–ძე (ბ–ი)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ბ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე - საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №17/05694)

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №17/05694) შეწყდა გ. ბ–ს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 19.03.1981წ; საფრანგეთის მოქალაქე, მისამართი: .....გამზირი N97, 67200 სტრასბურგი) და ნ.მ–ძეს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 11.03.1978წ; საფრანგეთის მოქალაქე. მისამართი: ...... ქუჩა N2, 67380 ლინგოლსაიმი) შორის, 2010 წლის 13 იანვარს ქ.თბილისში შემდგარი ქორწინება.

2. 2024 წლის 18 ივლისს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ.მ–ძემ და მოითხოვა საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №17/05694) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა განქორწინების ნაწილში.

3. საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №17/05694) ირკვევა, რომ მხარეები შეთანხმდნენ განქორწინებაზე და დადეს წერილობითი შეთანხმება განქორწინების შედეგების შესახებ. შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა ცნობა, რომ ზემოხსენებული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა.

4. საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორი საფრანგეთის მოქალაქეა და მისი ქორწინება გ. ბ–თან 2010 წლის 13 იანვარს, რეგისტრირებული იყო ქალაქ თბილისში.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით ნ.მ–ძის შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №17/05694) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა განქორწინების შესახებ, საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №17/05694) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. დადგენილია, რომ საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილებით (საქმე №17/05694) შეწყდა გ. ბ–ს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 19.03.1981წ; საფრანგეთის მოქალაქე, მისამართი: ..... გამზირი N97, 67200 სტრასბურგი) და ნ.მ–ძეს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 11.03.1978წ; საფრანგეთის მოქალაქე. მისამართი: ......ქუჩა N2, 67380 ლინგოლსაიმი) შორის 2010 წლის 13 იანვარს ქ.თბილისში შემდგარი ქორწინება. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

9. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, საფრანგეთის რესპუბლიკის ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

12. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ.მ–ძის (ბ–ის) შუამდგომლობა, საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილების (საქმე №17/05694) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე, საფრანგეთის რესპუბლიკის, ქალაქ სტრასბურგის პირველი ინსტანციის სასამართლოს მეორე სამოქალაქო საქმეთა პალატის 2018 წლის 01 თებერვლის გადაწყვეტილება (საქმე №17/05694), რომლითაც შეწყდა გ. ბ–ს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 19.03.1981წ; საფრანგეთის მოქალაქე, მისამართი: .... გამზირი N97, 67200 სტრასბურგი) და ნ.მ–ძეს (დაბადების ადგილი: თბილისი; დაბადების თარიღი: 11.03.1978წ; საფრანგეთის მოქალაქე. მისამართი: ...... ქუჩა N2, 67380 ლინგოლსაიმი) შორის 2010 წლის 13 იანვარს ქ. თბილისში შემდგარი ქორწინება.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

რევაზ ნადარაია