საქმე №ა-4231-შ-108-2024 15 აგვისტო, 2024 წელი,
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა:
ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ზურაბ ძლიერიშვილი,
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შ.მ–ი
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ბ–ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინება 72 C 2/22i-24, გადაწყვეტილება 72 C 2/22i-27 და 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილება 72 C 2/22i-37
დავის საგანი – განქორწინება და მეურვეობის დაკისრება
საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის 72 C 2/22i-24 განჩინებით დამტკიცდა შ.მ–სა და კ.ბ–ს შორის გაფორმებული მორიგება, რომლის თანახმადაც არასრულწლოვან ლ.მ–ზე (დაბ. 22.01.2005 წ.), არასრულწლოვან ა.მ–ზე (დაბ. 26.02.2009 წ.) და არასრულწლოვან ნ.მ–ზე (დაბ. 06.09.2019 წ.) მეურვეობა სამომავლოდ მხოლოდ დედას შ.მ–ს დაეკისრა. განჩინებაში აღნიშნულია, რომ შ.მ–მა და კ.ბ–მა სასამართლოს ერთობლივად მიმართეს და განაცხადეს, რომ არ არსებობს ურთიერთსაპირისპირო პრეტენზიები.
2. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის 72 C 2/22i-27 გადაწყვეტილებით შ.მ–სა და კ.ბ–ს შორის 2018 წლის 26 აპრილს ვენის, ფავორიტენის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი #011527/2018 შეწყდა.
3. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის 72 C 2/22i-37 გადაწყვეტილებით ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში 72 C 2/22i-24 და გადაწყვეტილებაში 72 C 2/22i-27 გასწორდა უსწორობა და ქმრის კ.ბ–ის დაბადების ადგილი თიანეთი/საქართველოს ნაცვლად მიეთითა რუსთავი/საქართველო.
4. 2024 წლის 5 აგვისტოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა შ.მ–ის წარმომადგენელმა და ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებისა 72 C 2/22i-24 (ა. და ნ.მ–ებზე მეურვეობის დადგენის ნაწილში), გადაწყვეტილების 72 C 2/22i-27 და 2024 წლის 4 მარტის გადაწყვეტილების 72 C 2/22i-37 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.
5. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ განჩინება და გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული.
6. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში 72 C 2/22i-24 მითითებულია, რომ სასამართლოს მხარეებმა ერთობლივად მიმართეს და მორიგების აქტის დამტკიცება მოითხოვეს, მხარეებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. დედას განესაზღვრა მეურვეობა შვილებზე, ხოლო მამას შვილების ნახვის წესი განესაზღვრა.
7. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში 72 C 2/22i-27, განქორწინების თაობაზე, მითითებულია, რომ სასამართლოს მხარეებმა ერთობლივად მიმართეს.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აგვისტოს განჩინებით შ.მ–ის შუამდგომლობა მიღებულია განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შ.მ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:
9. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში 72 C 2/22i-24 მითითებულია, რომ სასამართლოს მხარეებმა ერთობლივად მიმართეს და მორიგების აქტის დამტკიცება მოითხოვეს, მხარეებმა ერთობლივად განაცხადეს, რომ ერთმანეთის მიმართ პრეტენზიები არ აქვთ. დედას განესაზღვრა მეურვეობა შვილებზე, ხოლო მამას შვილების ნახვის წესი განესაზღვრა.
10. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებაში 72 C 2/22i-27, განქორწინების თაობაზე, მითითებულია, რომ სასამართლოს მხარეებმა ერთობლივად მიმართეს.
11. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
12. ამ განჩინების მე-11 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.
13. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც შ.მ–ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო სასამართლო დამატებით არ გაუგზავნის შეტყობინებას კ.ბ–ს, რადგან მან უცხო ქვეყნის სასამართლოს წინაშე გამოხატა მორიგების ნება და შვილებზე მეურვეობისა და განქორწინების თაობაზე განაცხადა, რომ შ.მ–ის მიმართ პრეტენზიები არ აქვს.
14. "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა "საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შ.მ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს:
2.1. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის 72 C 2/22i-24 განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც არასრულწლოვან ა.მ–ზე (დაბ. 26.02.2009 წ.) და არასრულწლოვან ნ.მ–ზე (დაბ. 06.09.2019 წ.) მეურვეობა სამომავლოდ მხოლოდ დედას შ.მ–ს დაეკისრა;
2.2. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის 72 C 2/22i-27 გადაწყვეტილება, რომლითაც შ.მ–სა და კ.ბ–ს შორის 2018 წლის 26 აპრილს ვენის, ფავორიტენის რაიონის სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში რეგისტრირებული ქორწინება სააქტო ჩანაწერი #011527/2018 შეწყდა;
2.3. ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2024 წლის 4 მარტის 72 C 2/22i-37 გადაწყვეტილება, რომლითაც ავსტრიის რესპუბლიკის, ფავორიტენის რაიონული სასამართლოს 2022 წლის 22 სექტემბრის განჩინებაში 72 C 2/22i-24 და გადაწყვეტილებაში 72 C 2/22i-27 გასწორდა უსწორობა და ქმრის კ.ბ–ის დაბადების ადგილი თიანეთი/საქართველოს ნაცვლად მიეთითა რუსთავი/საქართველო;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური