Facebook Twitter

საქმე №ა-5450-შ-164-2023 18 ივლისი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – თ.ბ–ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ.ფ.

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება, მეურვეობის დადგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილებით თ.ბ–ძესა და ჯ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და საერთო არასრულწლოვანი შვილის ა.მ–ის მიმართ მეურვეობის უფლება მიენიჭა დედას.

თ.ბ–ძის წარმომადგენელმა ი.ჩ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით), დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 4 ოქტომბერს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 27 ნოემბრის განჩინებით თ.ბ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ზემოთმითითებული განჩინება და თ.ბ–ძის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე ჯ.ფ–ს. სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მას თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ თ.ბ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილებით თ.ბ–ძესა და ჯ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და საერთო არასრულწლოვანი შვილის ა.მ–ის მიმართ მეურვეობის უფლება მიენიჭა დედას. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა 2017 წლის 4 ოქტომბერს. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ თ.ბ–ძე საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ბ–ძის შუამდგომლობა თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას თურქეთის რესპუბლიკის ალანიის N1 საოჯახო სასამართლოს 2017 წლის 28 სექტემბრის N2017/1341 გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ბ–ძესა და ჯ.ფ–ს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა და საერთო არასრულწლოვანი შვილის ა.მ–ის მიმართ მეურვეობის უფლება მიენიჭა დედას.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი