საქმე №ა-2095-შ-48-2024 19 ივლისი, 2024 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ს.ვ–ძე
მოწინააღმდეგე მხარე – დ.ლ–ას
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილება
დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილებით საბერძნეთის მოქალაქე დ.ლ–მა (მამის სახელი - ს–ოს, დედის სახელი - ვ–ის) შვილად აიყვანა 1999 წლის 26 მარტს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ს.ვ–ძე (მამის სახელი -გ.ვ–ძე, დედის სახელი - ე.ზ–ია).
ს.ვ–ძის წარმომადგენელმა ნ.კ–ამ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული სასამართლოს გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ მხარეები ინფორმირებული იყვნენ საქმის განხილვის თაობაზე (განხილულია ზეპირი მოსმენით). საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს სამოქალაქო დაცვის სამმართველოს მდივნის მიერ 2024 წლის 8 მარტს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა, შესაბამისად, კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 აპრილის განჩინებით ს.ვ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.
ზემოთმითითებული განჩინება და ს.ვ–ძის შუამდგომლობა თანდართული მასალით, კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე დ.ლ–ასს.
2024 წლის 12 ივლისს დ.ლ–ასმა დაადასტურა, რომ ჩაბარდა საკასაციო სასამართლოს გზავნილი და თანახმაა, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ცნოს ს.ვ–ძის შუამდგომლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ს.ვ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
დადგენილია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის გადაწყვეტილებით საბერძნეთის მოქალაქე დ.ლ–მა (მამის სახელი - სოტირიოს, დედის სახელი - ვ–ის) შვილად აიყვანა 1999 წლის 26 მარტს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ს.ვ–ძე (მამის სახელი -გ.ვ–ძე, დედის სახელი - ე.ზ–ია). აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პასპორტის ასლით დასტურდება, რომ ს.ვ–ძე საქართველოს მოქალაქეა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ს.ვ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას საბერძნეთის რესპუბლიკის ათენის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2024 წლის 2 იანვრის №17/2024 გადაწყვეტილება, რომლითაც საბერძნეთის მოქალაქე დ.ლ–მა (მამის სახელი - ს–ოს, დედის სახელი -ვ–ის) შვილად აიყვანა 1999 წლის 26 მარტს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ს.ვ–ძე (მამის სახელი - გ.ვ–ძე, დედის სახელი - ე.ზ–ია).
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ე. გასიტაშვილი