Facebook Twitter

ა-6844-შ-166-2022

29 ივლისი, 2024წ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორები – ი/მ „ს.კ–ს - ხ.პ–ვი“, შპს „ს.კ–ს “

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.ჯ–ია“

განხილვის საგანი – ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა:

1) 17400 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N1017/BG/GE/25.03.2016 წლის ხელშეკრულებით მიწოდებული მსუბუქად კალცინირებული სოდის ფასს, რაზეც გაცემულია 2016 წლის 28 მარტის N732 და N733 ანგარიშ-ფაქტურები.

2) მოპასუხეს ი/მ „ს.კ–ს - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 8400 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის N1019/BG/GE/16.04.2016 წლის ხელშეკრულებით მიწოდებული მსუბუქად კალცინირებული სოდის ფასს, რაზეც გაცემულია ანგარიშ-ფაქტურა N748/18.04.2016.

3) მოპასუხეს ი/მ „ს.კ–ს- ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ ასევე დაეკისრა 16800 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N1020/BG/GE/05.05.2016 წლის ხელშეკრულებით მიწოდებული მსუბუქად კალცინირებული სოდის ფასს, რომელზეც 2016 წლის 09 მაისს გაიცა N762 და N763 ანგარიშ-ფაქტურები.

4) შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა გადაიხადოს ზემოაღნიშნული თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე.

5) შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6015.73 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას.

ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა:

1) 16 927.20 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს „ჰიმალაის ვარდისფერი მარილისა“ და „ჰელი“ ვაფლების ღირებულებას და რომელიც მიწოდებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N178/BG/GE/11.03.2016 თანახმად, N239/24.03.2016 ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად.

2) შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - 1-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 39 692 ევროს გადახდა, „ჰიმალაის ვარდისფერი მარილისა“ და ხის სახელურით ცოცხების ღირებულების ასანაზღაურებლად, რომელიც მიწოდებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N183/BG/GE/21.02.2016 თანახმად, N263/30.05.2016 ანგარიშ-ფაქტურის შესაბამისად.

3) შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 8400 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N181/BG/GE/18.04.2016 ხელშეკრულებით მიწოდებული მსუბუქად კალცინირებული სოდის ფასს, რაზეც გაცემულია ანგარიშ-ფაქტურა N0245/18.04.2016.

4) შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 20500 ევრო, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N180/BG/GE/16.05.2016 ხელშეკრულებით მიწოდებული მძიმე კალცინირებული სოდის ფასს, რაზეც გაცემულია 2016 წლის 05 აპრილის ანგარიშ-ფაქტურები N0240 და N0241.

5) შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 20500 ევრო, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N182/BG/GE/16.05.2016 ხელშეკრულებით მიწოდებული მძიმე კალცინირებული სოდის ფასს, რაზეც გაცემულია 2016 წლის 17 მაისის ანგარიშ-ფაქტურები N0257 და N0258.

6) შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 250 ევრო, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებით მიწოდებული მძიმე სოდა ნაცრის ფასს, რაზეც გაცემულია ანგარიშ-ფაქტურა 0269/27.06.2016წ.

7) შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა გადაიხადოს ზემოაღნიშნული თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე.

8) შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13926.25 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას.

2022 წლის 26 დეკემბერს საქართველოს უზენაეს სასამართლოში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მეშვეობით შემოვიდა ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვისა“ და შპს „ს.კ–ს - ?-ის“ შუამდგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 09 იანვრის განჩინებით შამდგომლობის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი შუამდგომლობაზე და დაევალათ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მოთხოვნების შესაბამისი საარბიტრაჟო შეთანხმებების დედნების ან მათი სათანადოდ დამოწმებული ასლების წარმოდგენა სათანადოდ დამოწმებული თარგმანით; ასევე თითოეული შუამდგომლობის ავტორის მიერ 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის დედნების წარმოდგენა.

ზემოაღნიშნული განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორებს გაეგზავნათ საქმეში არსებულ მისამართზე. საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორმა და წარმოადგინა 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი და საარბიტრაჟო შეთანხმებების სათანადოდ დამოწმებული ასლები.

2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვისა“ და შპს „ს.კ–ს - ?-ის“ შუამგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ N1019/BG/GE/16.04.2016, N1020/BG/GE/05.05.2016, N178/BG/GE/11.03.2016, N182/BG/GE/16.05.2016 და N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვისა“ და შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ გადაიხადოს ზემოაღნიშნული თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე, იმ ნაწილებში, რომელითაც შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6015.73 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას და შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13926.25 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას, მიღებულ იქნა წარმოებაში.

ამავე განჩინებით შუამდგომლობის ავტორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა და დაევალათ ამ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 15 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინონ ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაში N1017/BG/GE/25.03.2016, N180/BG/GE/16.05.2016, N181/BG/GE/18.04.2016, N183/BG/GE/21.02.2016 ხელშეკრულებების თარიღებში შესაბამისი შესწორების შეტანის დამადასტურებელი მტკიცებულება.

2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინების ასლი შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენელს ჩაბარდა 2023 წლის 09 ნოემბერს. 2023 წლის 22 ნოემბერს საკასაციო პალატაში შემოვიდა ინგლისურ და რუსულენოვანი დოკუმენტაცია. ამავე სასამართლოს 2023 წლის 01 დეკემბრის განჩინებით შუამდგომლობის ავტორებს დაუდგინდათ ხარვეზი წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში ქართულ ენაზე ნათარგმნი და სათანადო წესით დამოწმებული დოკუმენტაციის წარმოდგენა. აღნიშნული განჩინების შუამდგომლობის ავტორებისათვის ჩაბარებამდე, 2023 წლის 06 დეკემბერს საკასაციო პალატას მომართა შუამდგომლობის ავტორების წარმომადგენელმა და ითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება 6 თვის ვადით. განმცხადებელი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებაში არსებული უსწორობების გამოსასწორებლად საჭიროა არანაკლებ 6 თვე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეტა პალატის 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებით ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვის“ შუამდგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, N1017/BG/GE/25.03.2016 ხელშეკრულებიდან გამომდინარე შპს „ე.ჯ–იასათვის“ დაკისრებული თანხისა და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის კანონიერი პროცენტების (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულების შესახებ მუხ. 86, პ.2 თანახმად) 2021 წლის 23 მარტიდან თანხის სრულ გადახდამდე დაკისრების ნაწილში, დარჩა განუხილველი. შპს „ს.კ–ს - ?-ის“ შუამდგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ, N180/BG/GE/16.05.2016, N181/BG/GE/18.04.2016, N183/BG/GE/21.02.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე შპს „ე.ჯ–იასათვის“ დაკისრებული თანხებისა და ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტების (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულების შესახებ მუხ. 86, პ.2 თანახმად) 2021 წლის 23 მარტიდან თანხების სრულ გადახდამდე დაკისრების ნაწილში, დარჩა განუხილველი.

საკასაციო პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრისა და 2023 წლის 15 დეკემბრის განჩინებები მოწინააღმდეგე მხარე შპს „ე.ჯ–იას“ დირექტორს ა.გ–ძეს ჩაჰბარდა 2024 წლის 24 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვისა“ და შპს „ს.კ–ს - ?“ შუამდგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ N1019/BG/GE/16.04.2016, N1020/BG/GE/05.05.2016, N178/BG/GE/11.03.2016, N182/BG/GE/16.05.2016 და N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა ი/მ „ს.კ–ს - 1 - ხ.პ–ვისა“ და შპს „ს.კ–ს - 1-ის“ სასარგებლოდ გადაიხადოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე, იმ ნაწილებში, რომელითაც შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - 1 - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6015.73 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას და შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - 1-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13926.25 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას, უნდა დაკმაყოფილდეს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში - სსსკ) 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით. არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს მხოლოდ „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

სსსკ-ის 35613 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის, ამავე მუხლის მე-4 ნაწილისა და „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44.1 მუხლის მიხედვით, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ საქმეს განიხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

სსსკ-ის 35622 მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ხდება „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ხსენებული კანონის 44.1 მუხლით დადგენილია, რომ, იმ ქვეყნის მიუხედავად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, იგი შესასრულებლად სავალდებულოა და სასამართლოში წერილობითი შუამდგომლობის წარდგენის შემთხვევაში უნდა აღსრულდეს ამ მუხლისა და ამ კანონის 45-ე მუხლის დებულებათა გათვალისწინებით.

ამავდროულად, უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების საკითხები 1958 წლის ნიუ იორკის კონვენციითაა მოწესრიგებული, რომლის 4.1 და 4.2 მუხლებით დადგენილია, რომ შესაბამისი გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულებისათვის მხარემ შემდეგი დოკუმენტები უნდა წარადგინოს: 1). სათანადოდ დამოწმებული საარბიტრაჟო გადაწყვეტილების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლი; 2). კონკრეტული სახელშეკრულებო ან სხვა სამართალურთიერთობიდან გამომდინარე დავის არბიტრაჟისათვის გადაცემაზე მხარეთა შორის დადებული წერილობითი შეთანხმების დედანი ან სათანადოდ დამოწმებული მისი ასლი; თუ საარბიტრაჟო გადაწყვეტილება ან შეთანხმება დაწერილი არ არის იმ ქვეყნის ოფიციალურ ენაზე, სადაც ამ გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება მოითხოვება, შუამდგომლობის აღმძვრელი მხარე წარადგენს ზემოაღნიშნული საბუთების ამ ენაზე თარგმანს. უცხო ქვეყნის საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობისათვის სავალდებულო წინაპირობები, სსსკ-ის 35620 და 35621 (1) მუხლებითაა განსაზღვრული.

„არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1 მუხლის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ქვეყანაში იქნა გამოტანილი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, მხარეს შეიძლება უარი ეთქვას ამ გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე, თუ: ა). მხარე, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სასამართლოს განცხადებით მიმართავს და დაამტკიცებს, რომ: ა.ა). საარბიტრაჟო შეთანხმების გაფორმების დროს მხარე იყო არაუფლებამოსილი ან მხარდაჭერის მიმღები, რომელსაც საარბიტრაჟო შეთანხმებაში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით მხარდამჭერი ჰყავდა დანიშნული, მაგრამ შესაბამისი მხარდაჭერა არ მიუღია ან იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საარბიტრაჟო შეთანხმებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონმდებლობის თანახმად, სადაც გამოტანილ იქნა საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია ან ძალადაკარგულია; ა.ბ). იგი არ იყო ჯეროვნად ინფორმირებული არბიტრის დანიშვნის ან საარბიტრაჟო განხილვის შესახებ ან სხვაგვარად არ მიეცა შესაძლებლობა, წარმოედგინა საკუთარი პოზიცია ან დაეცვა თავისი ინტერესები; ა.გ). საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გამოტანილია იმ დავის შესახებ, რომელიც მხარეებმა არბიტრაჟში არ წარადგინეს ან საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიცავს გადაწყვეტილებას ისეთ საკითხზე, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება. თუ გადაწყვეტილება იმ საკითხებზე, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში ექცევა, შეიძლება გამოცალკევებულ იქნეს იმ საკითხებისგან, რომლებიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებს სცილდება, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება შეიძლება ცნობილ და აღსრულებულ იქნეს ნაწილობრივ, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც არბიტრაჟში მხარეთა მოთხოვნის ფარგლებში მოქცეულ საკითხებზე გადაწყვეტილებას შეიცავს; ა.დ). არბიტრაჟის შემადგენლობა ან საარბიტრაჟო წარმოება არ შეესაბამებოდა მხარეთა შეთანხმებას, ხოლო ასეთი შეთანხმების არარსებობისას – იმ ქვეყნის კანონის მოთხოვნებს, სადაც ჩატარდა საარბიტრაჟო განხილვა; ა.ე). საარბიტრაჟო გადაწყვეტილება არ შესულა კანონიერ ძალაში ანდა იგი გააუქმა ან შეაჩერა იმ ქვეყნის სასამართლომ, სადაც ეს გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი, ან იმ ქვეყნის სასამართლომ, რომლის სამართლის შესაბამისადაც იქნა გადაწყვეტილება გამოტანილი;

ბ). სასამართლო დაადგენს, რომ: ბ.ა). საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, დავა არ შეიძლება იყოს საარბიტრაჟო განხილვის საგანი; ბ.ბ). საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს.

საკასაციო პალატის შეფასებით, განსახილველი შუამდგომლობა კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს და შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შესწავლით ირკვევა, რომ N1019/BG/GE/16.04.2016, N1020/BG/GE/05.05.2016, N178/BG/GE/11.03.2016, N182/BG/GE/16.05.2016 და N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მხარეები შეთანხმდნენ, რომ ამ ხელშეკრულებებზე, ან მასთან დაკავშირებულ საკითხებზე წამოჭრილი ნებისმიერი დავა განხილულ იქნებოდა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება საბოლოოა და მოპასუხე საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირია. რაც შეეხება მოპასუხის ინფორმირებას საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქმის განხილვისას, გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ შპს „ე.ჯ–იას“ სარჩელი და მასზე დართული დოკუმენტები გაეგზავნა ფოსტის მეშვეობით ორჯერ, თუმცა გზავნილის ჩაბარება ვერ მოხერხდა. მოპასუხე მხარეს აღნიშნული დოკუმენტაცია გაეგზავნა ელექტრონული ფოსტის მეშვეობითაც, თუმცა ადრესატს გზავნილის მიღება არ დაუდასტურებია. საკასაციო სასამართლოს 2023 წლის 19 ოქტომბრისა და 15 დეკემბრის განჩინებების ასლები, ასევე შუამდგომლობაზე წარმოდგენილი მასალების ასლები მოწინააღმდეგე მხარე შპს „ე.ჯ–იას“ დირექტორს ა.გ–ძეს ჩაჰბარდა 2024 წლის 24 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის მეშვეობით. საკასაციო პალატის 2023 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით შპს „ე.ჯ–იას“ განემარტა, რომ მას უფლება ჰქონდა, წარმოედგინა მოსაზრება შუამდგომლობის წარმოებაში მიღებული ნაწილის თაობაზე, აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის განმავლობაში. მოწინააღმდეგე მხარეს შუამდგომლობასთან დაკავშირებით აზრი არ მოუთქვამს და არ მიუთითებია „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გარემოებებზე. ამასთან, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 45.1. მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმის საფუძვლები.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი შუამდგომლობა აკმაყოფილებს როგორც ეროვნული კანონმდებლობის, ისე - „უცხოეთის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების შესახებ“ ნიუ-იორკის კონვენციის მე-4, მე-5 მუხლების მოთხოვნებს, რის გამოც შუამდგომლობის ავტორების მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს, საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ უნდა იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება, N1019/BG/GE/16.04.2016, N1020/BG/GE/05.05.2016, N178/BG/GE/11.03.2016, N182/BG/GE/16.05.2016 და N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვისა“ და შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ გადაიხადოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე, იმ ნაწილებში, რომელითაც შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6015.73 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას და შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13926.25 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას.

განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დასტურდება, რომ შუამდგომლობის ავტორებს შუამდგომლობაზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვთ 300 ლარი. სსსკ-ის 53.1. მუხლიდან გამომდინარე (იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან), მოწინააღმდეგე მხარეს უნდა დაეკისროს შუამდგომლობის ავტორების სასარგებლოდ მათ მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე, 45-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 284-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვის“ შუამდგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების N1019/BG/GE/16.04.2016 და N1020/BG/GE/05.05.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა ი/მ „ს.კ–ს - 1 - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ გადაიხადოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე; იმ ნაწილებში, რომელითაც შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - 1 - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6015.73 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას, ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. შპს „ს.კ–ს - ?-ის“ შუამდგომლობა ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილების N178/BG/GE/11.03.2016, N182/BG/GE/16.05.2016 და N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილების ნაწილში, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ გადაიხადოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე; იმ ნაწილებში, რომელითაც შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13926.25 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას, ცნობისა და აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

3. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ ნაწილებში:

3.1. შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 8400 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის N1019/BG/GE/16.04.2016 წლის ხელშეკრულებით მიწოდებული მსუბუქად კალცინირებული სოდის ფასს;

3.2. შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - 1 - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16800 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N1020/BG/GE/05.05.2016 წლის ხელშეკრულებით მიწოდებული მსუბუქად კალცინირებული სოდის ფასს.

3.3. შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა გადაიხადოს N1019/BG/GE/16.04.2016 და N1020/BG/GE/05.05.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე;

3.4. შპს „ე.ჯ–იას“ ი/მ „ს.კ–ს - 1 - ხ.პ–ვის“ სასარგებლოდ დაეკისრა 6015.73 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას.

4. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის საარბიტრაჟო სასამართლოს 2021 წლის 22 ნოემბრის გადაწყვეტილება შემდეგ ნაწილებში:

4.1. შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - 1-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 16 927.20 ევროს გადახდა, რაც წარმოადგენს „ჰიმალაის ვარდისფერი მარილისა“ და „ჰელი“ ვაფლების ღირებულებას და რომელიც მიწოდებულია მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების N178/BG/GE/11.03.2016 შესაბამისად;

4.2. შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 20500 ევრო, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N182/BG/GE/16.05.2016 ხელშეკრულებით მიწოდებული მძიმე კალცინირებული სოდის ფასს;

4.3. შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 10 250 ევრო, რაც წარმოადგენს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებით მიწოდებული მძიმე სოდა ნაცრის ფასს;

4.4. შპს „ე.ჯ–იას“ დაევალა გადაიხადოს N178/BG/GE/11.03.2016, N182/BG/GE/16.05.2016 და N186/BG/GE/27.06.2016 ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხების კანონიერი პროცენტები (კანონის ვალდებულებებისა და ხელშეკრულებების შესახებ მუხ. 86, პ. 2 თანახმად) 23.03.2021 წლიდან თანხების სრულ გადახდამდე;

4.5. შპს „ე.ჯ–იას“ შპს „ს.კ–ს - ?-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13926.25 ლევის გადახდა, რაც წარმოადგენს საქმეში გაწეულ ხარჯებსა და ადვოკატის ანაზღაურებას.

5. შპს „ე.ჯ–იას“ (........) ი/მ „ს.კ–ს - ? - ხ.პ–ვისა“ (ს/ნ .....) და შპს „ს.კ–ს -?-ის“ (ს/ნ .......) სასარგებლოდ დაეკისროს გ.ნ–ვის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის გადახდა;

6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: რევაზ ნადარაია

თამარ ზამბახიძე