№ა-3108-შ-80-2024
25 ივლისი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
თეა ძიმისტარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ე.გ–ძე
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილებით, შეწყდა ქორწინება ე.ვ. ასულ ბ–ვას და ა.ე.ძე ბ–ს შორის, რომელიც 14.07.2012 წელს რეგისტრირებული იყო ქალაქ მინსკის ცენტრალური რაიონის ადმინისტრაციის მმაჩის განყოფილებაში, სააქტო ჩანაწერი N547. ე.ვ.ბ–ას მიენიჭა ქორწინებამდელი გვარი - გ–ძე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, 2024 წლის 11 ივნისს, შუამდგომლობით მომართა ე.გ–ძემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 21 ივნისის განჩინებით, ე.გ–ძეს დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მოცემულ საქმეზე საქართველოს სასამართლოს აქვს საერთაშორისო კომპეტენცია: ა) ერთ-ერთი მეუღლე საქართველოს მოქალაქეა ან ქორწინებისას საქართველოს მოქალაქე იყო; ბ) მეუღლეს, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია საქმე, ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს; გ) ერთ-ერთი მეუღლე მოქალაქეობის არმქონე პირია და ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი საქართველოში აქვს.
აღნიშნული განჩინება შუამდგომლობის ავტორს ჩაბარდა 2024 წლის 16 ივლისს(ს.ფ.34).
2024 წლის 25 ივლისს, შუამდგომლობის ავტორმა განცხადებით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და უარი განაცხადა წარმოდგენილი შუამდგომლობის განხილვაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, წარმოდგენილი განცხადება ე.გ–ძის შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეული საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისთვის. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის მიხედვით, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831 მუხლის თანახმად მოსარჩელეს უფლება აქვს, გამოიხმოს სარჩელი ისე, რომ უარი არ თქვას თავის მოთხოვნაზე. სარჩელის გამოხმობა დასაშვებია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად კი, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს მოსარჩელის განცხადებას სარჩელის გამოხმობის შესახებ, მას გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვებისა და მისი მოსარჩელისათვის დაბრუნების თაობაზე.
დასახელებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარეობს, რომ შუამდგომლობის აღმძვრელ პირს უფლება აქვს, მოითხოვოს შუამდგომლობის გამოხმობა ისე, რომ სამომავლოდ მხარე უარს არ განაცხადებს სასამართლოსათვის წარდგენილ მოთხოვნაზე.
სსსკ-ის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს უცხო ქვეყნის სასამრთლო გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განმცხადებლის თხოვნით განუხილველად დატოვების შესაძლებლობას. გამომდინარე აქედან, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელის გამოხმობის სამართლებრივ შედეგებს (იხ. სუსგ: Nა-2253-შ-65-2022; ა-4718-შ-144-2021).
განსახილველ შემთხვევაში 2024 წლის 25 ივლისს წარმოდგენილი განცხადებებით დასტურდება, რომ ე.გ–ძემ მოითხოვა შუამდგომლობის - ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე, განუხილველად დატოვება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ე.გ–ძის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 831, 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ე.გ–ძის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის განუხილველად დატოვების თაობაზე, დაკმაყოფილდეს.
2. ე.გ–ძის შუამდგომლობა, ბელარუსის რესპუბლიკის ქ. მინსკის ოქტიაბრსკის რაიონის სასამართლოს 2016 წლის 03 ივნისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე, დარჩეს განუხილველად.
3. ე.გ–ძეს დაუბრუნდეს შუამდგომლობა თანდართული მასალით.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე თეა ძიმისტარაშვილი
მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი
ამირან ძაბუნიძე