Facebook Twitter

საქმე №ა-5497-შ-166-2023 23 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველო

მოწინააღმდეგე მხარე – რ.ა–ვი

სააღსრულებო წარწერა, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1957 წლის 20 მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე რ.ს. ძე ა–ვს (ბინადრობის უფლება PA0011673; საიდენტიფიკაციო ნომერი №......., დარეგისტრირებული ვიტებსკის ოლქი, ვიტებსკის რაიონი, მაზოლოვსკის სოფლის საბჭო, სოფელი .........) ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: 220089, ქ. მინსკი, ........., სარეგისტრაციო ნომერი N56, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 27.20.1995, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი 100325912) სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული დავალიანების – 229 რუბლისა და 71 კაპიკის, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული პროცენტის - 12 რუბლისა და 73 კაპიკის, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული მომატებული პროცენტის - 10 რუბლისა და 63 კაპიკის, 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 2021 წლის 27 იანვრამდე პირგასამტეხლოს – 9 რუბლისა და 94 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 13 რუბლისა და 15 კაპიკის, სულ 276 რუბლისა და 16 კაპიკის გადახდა.

ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველომ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და იძულებითი აღსრულება.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული სააღსრულებო წარწერა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა, ვინაიდან მოვალე იმყოფება საქართველოში, მისამართზე: ქ. თბილისი, ..........

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 13 ნოემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ მიღებული იქნა განსახილველად. აღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები კანონით დადგენილი წესით გადაეგზავნა და ჩაბარდა მოწინააღმდეგე მხარე რ.ა–ვს.

სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში მოწინააღმდეგე მხარეს თავისი მოსაზრება არ წარმოუდგენია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს უზენაესი სასამართლოსათვის.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერის მიხედვით, 1957 წლის 20 მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე რ.ს. ძე ა–ვს (ბინადრობის უფლება PA0011673; საიდენტიფიკაციო ნომერი №......., დარეგისტრირებული ვიტებსკის ოლქი, ვიტებსკის რაიონი, მაზოლოვსკის სოფლის საბჭო, სოფელი ........) ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: 220089, ქ. მინსკი, ......, სარეგისტრაციო ნომერი N56, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 27.20.1995, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი 100325912) სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული დავალიანების – 229 რუბლისა და 71 კაპიკის, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული პროცენტის - 12 რუბლისა და 73 კაპიკის, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული მომატებული პროცენტის - 10 რუბლისა და 63 კაპიკის, 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 2021 წლის 27 იანვრამდე პირგასამტეხლოს – 9 რუბლისა და 94 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 13 რუბლისა და 15 კაპიკის, სულ 276 რუბლისა და 16 კაპიკის გადახდა. ზემოთმითითებული სააღსრულებო წარწერა ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიაზე არ აღსრულებულა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ემუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა - აღსრულების საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობის შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის მე-3 თავი აწესრიგებს ხელშემკვრელ მხარეებს შორის გადაწყვეტილებათა ცნობა-აღსრულების წესებს. აღნიშნული კონვენციის 51-ე მუხლის მიხედვით, ხელშემკვრელი სახელმწიფოები ცნობენ და აღასრულებენ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიღებულ სამოქალაქო და საოჯახო საქმეებზე იუსტიციის დაწესებულებების გადაწყვეტილებებს, მათ შორის, სასამართლოს მიერ ასეთ საქმეებზე დამტკიცებულ შეთანხმებებს მორიგების შესახებ და ნოტარიულ აქტებს ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, საქართველოს კონსტიტუციითა და „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოთხოვნების დაცვით ძალაში შესულ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საქართველოს კონსტიტუციასა და კონსტიტუციურ კანონს, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.

„მინსკის კონვენციის“ 54-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიუთითებს, რომ სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება კონვენციით გათვალისწინებული წინაპირობების შემოწმებით. შესაბამისად, ცნობა-აღსრულების პროცედურის მიმართ გამოიყენება კონკრეტული ხელშემკვრელი მხარის საპროცესო-სამართლებრივი ნორმები, ხოლო ცნობა-აღსრულების სხვა საკითხებზე ვრცელდება კონვენციის მე-3 თავის დებულებები. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ საკითხის მომწესრიგებელი მატერიალური სამართლის დანაწესის მიუხედავად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო პროცესუალური მოქმედებების განხორციელების თვალსაზრისით ხელმძღვანელობს ამავე კოდექსით.

„მინსკის კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, სამართლებრივი დახმარების თხოვნა შეიძლება უარყოფილი იქნეს, თუ ასეთი დახმარების გაწევა ზიანს მოუტანს იმ ხელშემკვრელი მხარის სუვერენიტეტს ან უშიშროებას, რომელსაც წაუყენეს მოთხოვნა ან ეწინააღმდეგება მის კანონმდებლობას.

„მინსკის კონვენციის“ პირველი მუხლის პირველი ნაწილით, სამართლებრივი დაცვით სარგებლობენ კონვენციის ხელშემკვრელი მხარეების მოქალაქეები, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, ყველა სხვა ხელშემკვრელი მხარის ტერიტორიებზე თავიანთი პირადი და ქონებრივი უფლებების მიმართ სარგებლობენ ისეთივე სამართლებრივი დაცვით, როგორითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები. დასახელებული ნორმის მე-2 ნაწილით კი, თითოეული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეებს, ასევე, მათ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, უფლება აქვთ, თავისუფლად და დაუბრკოლებლივ მიმართონ სხვა ხელშემკვრელი მხარეების სასამართლოებს, პროკურატურას და სხვა დაწესებულებებს (იუსტიციის დაწესებულებები), რომელთა კომპეტენციასაც განეკუთვნება სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეები, შეუძლიათ გამოვიდნენ იქ, იშუამდგომლონ, წარადგინონ სარჩელები და განახორციელონ სხვა პროცესუალური ქმედებები იმავე პირობებით, რითაც მოცემული ხელშემკვრელი მხარის მოქალაქეები სარგებლობენ.

ამავე კონვენციის მე-3 თავით მოწესრიგებულია გადაწყვეტილებათა აღიარება (ცნობა) და იძულებითი აღსრულება, კერძოდ, 51-55 მუხლებით დადგენილია გადაწყვეტილებათა აღიარებისა (ცნობის) და იძულებითი აღსრულების და ასეთზე უარის თქმის სამართლებრივი წინაპირობები, შესაბამისად, სწორედ ამ ფარგლებით განისაზღვრება საკასაციო სასამართლოს მსჯელობა.

„სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სასამართლო, რომელიც განიხილავს შუამდგომლობას გადაწყვეტილებათა ცნობისა და მათი იძულებითი აღსრულების ნებართვის შესახებ, შემოიფარგლება იმის დადგენით, რომ ამ კონვენციით გათვალისწინებული პირობები დაცულია. იმ შემთხვევაში, თუ პირობები დაცულია, სასამართლოს გამოაქვს გადაწყვეტილება იძულებითი აღსრულების შესახებ.

საქმეში არსებული მასალებისა და მტკიცებულებების გათვალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს „მინსკის კონვენციის“ 55-ე მუხლით გათვალისწინებული ცნობა-აღსრულებაზე უარის თქმის საფუძველები, შესაბამისად, ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ, უნდა იქნეს ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე. (შდრ: სუსგ-ები: №ა-4724-შ-114-2020, 12 მარტი, 2021 წ; №ას-2251-შ-49-2021, 24 სექტემბერი, 2021 წ; № ა-1540-შ-46-2022, 30 ივნისი, 2022 წ; №ა-2550-შ-61-2021, 18 ოქტომბერი, 2022 წ; №ა-4673-შ-137-2023, 31 ოქტომბერი 2023წ.).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „სამოქალაქო, საოჯახო და სისხლის სამართლის საქმეებზე სამართლებრივი დახმარებისა და სამართლებრივი ურთიერთობების შესახებ“ 1993 წლის მინსკის კონვენციის 51-ე, 53-55-ე მუხლებით, „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველოს შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და იძულებითი აღსრულების შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილი იქნეს და მიექცეს აღსასრულებლად ბელარუსის რესპუბლიკის, ვიტებსკის სანოტარო ოლქის ნოტარიუს ი.ვ. ასულ ბ–ას მიერ 2021 წლის 2 თებერვალს გაცემული N4-142 სააღსრულებო წარწერა, რომლის თანახმად 1957 წლის 20 მარტს დაბადებულ საქართველოს მოქალაქე რ.ს. ძე ა–ვს (ბინადრობის უფლება PA0011673; საიდენტიფიკაციო ნომერი №.........., დარეგისტრირებული ვიტებსკის ოლქი, ვიტებსკის რაიონი, მაზოლოვსკის სოფლის საბჭო, სოფელი .......) ღია სააქციო საზოგადოება შემნახველი ბანკი „ბ–ის“ N200 ვიტებსკის საოლქო სამმართველოს (იურიდიული პირის ადგილმდებარეობა: 220089, ქ. მინსკი, ........., სარეგისტრაციო ნომერი N56, სახელმწიფო რეგისტრაციის თარიღი 27.20.1995, გადამხდელის სააღრიცხვო ნომერი 100325912) სასარგებლოდ დაეკისრა 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული დავალიანების – 229 რუბლისა და 71 კაპიკის, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული პროცენტის - 12 რუბლისა და 73 კაპიკის, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 2021 წლის 1 იანვრამდე ვადაგადაცილებული მომატებული პროცენტის - 10 რუბლისა და 63 კაპიკის, 2020 წლის 23 ოქტომბრიდან 2021 წლის 27 იანვრამდე პირგასამტეხლოს – 9 რუბლისა და 94 კაპიკის, ასევე სააღსრულებო წარწერის განხორციელებისათვის გაწეული ხარჯების – 13 რუბლისა და 15 კაპიკის, სულ 276 რუბლისა და 16 კაპიკის გადახდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი