Facebook Twitter

საქმე №ა-2404-შ-58-2024 23 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზ. ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ზ.კ–ი

ბრძანება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება

დავის საგანი – სახელისა და გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანებით ზ.კ–მა სახელი „ზ.“ შეიცვალა სახელით „ა.,“ ხოლო გვარი „კ–ი“ გვარით „ზ..“

ზ.კ–მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოთმითითებული ბრძანება კანონიერ ძალაშია შესული და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ზ.კ–ი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 2 მაისის განჩინებით ზ.კ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ზ.კ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანებით ზ.კ–მა სახელი „ზ.“ შეიცვალა სახელით „ა.,“ ხოლო გვარი „კ–ი“ გვარით „ზ..“ აღნიშნული ბრძანება კანონიერ ძალაშია შესული და შუამდგომლობის ავტორის განმარტებით, აღსრულებულია ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ზ.კ–ი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ზ.კ–ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას ამერიკის შეერთებული შტატების ქ.ნიუ-იორკის სამოქალაქო სასამართლოს 2012 წლის 23 იანვრის ბრძანება, რომლითაც ზ.კ–მა სახელი „ზ.“ შეიცვალა სახელით „ა.,“ ხოლო გვარი „კ–ი“ გვარით „ზ.“.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი