Facebook Twitter

საქმე №ა-2231-შ-55-2024 23 სექტემბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.მ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ჯ.მ–ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება N TD12.017437

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ.ჯ.მ–ისა და ი.მ–ნს შორის საქართველოში, ქ.თბილისის ქორწინების სახლში, 2005 წლის 11 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტი № 0053753) შეწყდა.

ი.მ–ნმა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული სასამართლო გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ი.მ–ნი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 1 მაისის განჩინებით ი.მ–ნის შუამდგომლობა შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ი.მ–ნის შუამდგომლობა შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

დადგენილია, რომ შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით დ.ჯ.მ–ისა და ი.მ–ნს შორის საქართველოში, ქ.თბილისის ქორწინების სახლში, 2005 წლის 11 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტი № 0053753) შეწყდა. აღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობაზე დართული პირადობის მოწმობის ასლით დასტურდება, რომ ი.მ–ნი საქართველოს მოქალაქეა.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად,შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.მ–ნის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს.

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას შვეიცარიის კონფედერაციის ლა კოტის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება, რომლითაც დ.ჯ.მ–ისა და ი.მ–ნს შორის საქართველოში, ქ.თბილისის ქორწინების სახლში, 2005 წლის 11 ივნისს რეგისტრირებული ქორწინება (აქტი № 0053753) შეწყდა.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ე. გასიტაშვილი