Facebook Twitter

საქმე №ა-4397-შ-114-2024

24 სექტემბერი, 2024 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),

გიზო უბილავა (მომხსენებელი), ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ე.პ–ნი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ს–ვა

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის პირველი პუნქტით ზულცბახ-როზენბერგის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2019 წლის 16 ნოემბერს E 89/2019 დარეგისტრირებული ქორწინება მოიშალა.

2. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 და მე-3 პუნქტები შეიცავს მხარეთა შორის საპენსიო წილების განაწილების საკითხს.

3. 2024 წლის 13 აგვისტოს ე.პ–ნმა (წარმოდგენილი ა.პ–ვის მიერ) მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა-აღსრულება.

4. შუამდგომლობაზე დართული გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ იგი საბოლოოა და იურიდიულ ძალაშია 2024 წლის 23 თებერვლიდან. როგორც თარგმანიდან ირკვევა, გადაწყვეტილებაზე დატანილია კანონიერ ძალაში გადაწყვეტილების შესვლის ნიშანი.

5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილების თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

6. საცნობი გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ მოსარჩელე გახლდათ დ.პ–ნი (ს–ვა), რომელიც სასამართლოზე წარმოდგენილი იყო ადვოკატის მიერ.

7. შუამდგომლობის ტექსტის თანახმად, განმცხადებლის იურიდიული ინტერესია ქორწინების შეწყვეტის დარეგისტრირება იუსტიციის სახლის სერვისების განვითარების სააგენტოში, რათა შეძლოს განქორწინების შესახებ ცნობის აღება და გერმანიაში დაქორწინება.

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 17 სექტემბრის განჩინებით ე.პ–ნის შუამდგომლობა განქორწინების ნაწილში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

9. საქართველოს უზენაესი სასამართლო წარმოდგენილი შუამდგომლობისა და თანდართული მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს.

10. საქართველოს უზენაესი სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს revizion au fond-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ საქმე №ა-2135-შ-46-2015, 26 ოქტომბერი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და საკითხის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

11. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.

12. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. ამასთან, ამავე კანონის მე-10 მუხლის შესაბამისად, წინამდებარე საქმეზე საქართველოს განსაკუთრებული საერთაშორისო კომპეტენცია არ ვრცელდება. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.პ–ნის შუამდგომლობა, განქორწინების ნაწილში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ამბერგის რაიონული სასამართლოს საოჯახო საქმეთა დეპარტამენტის 2024 წლის 16 იანვრის №3 F 801/22 გადაწყვეტილება, რომლითაც ზულცბახ-როზენბერგის სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სამსახურის მიერ 2019 წლის 16 ნოემბერს E 89/2019 დარეგისტრირებული ქორწინება მოიშალა;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე: გიორგი მიქაუტაძე

მოსამართლეები: გიზო უბილავა

ლევან მიქაბერიძე