Facebook Twitter

საქმე №ას-961-2024 18 სექტემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – ლ.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ა.კ–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – საზიარო უფლების გაუქმება, ქონების აუქციონზე რეალიზაციის გზით

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2023 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ა.კ–ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა საზიარო უფლება ლ.გ.ის და ა.კ–ის უძრავ ნივთებზე მდებარე: ქ. ბათუმი, ........ (საერთო ფართობით 79,00 კვ. მეტრი ს/კ ........ 01/270); ქ. ბათუმი, ........, ბინა N274 (საერთო ფართობით 69,70 კვ. მეტრი ს/კ ......01/274); ქ. ბათუმი, ........., სართული 24, ბინა N275 (საერთო ფართობით 90,90 კვ. მეტრი, ს/კ ........) საზიარო საგნის გაყიდვის გზით და ამონაგები თანხა განაწილდა ლ.გ.სა და ა.კ–ის შორის წილი შესაბამისად, კერძოდ ლ.გ.ს ½ ნაწილი და ა.კ–ის ½ ნაწილი.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და, ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კი, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ჯ.ქ–ს (იხ.მინდობილობა ტ.3, ს.ფ. 18-22) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა თანამშრომელ ნ.წ–ძეს (პირადი #....).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი მასალების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით. მომხსენებელი მოსამართლე აღნიშნულ საკითხს ზეპირი განხილვის გარეშე წყვეტს. თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 23 ივლისის განჩინებით, საასაციო საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის - 150 ლარის ქვითრის დედნის წარმოდგენა. ამავე პალატის 2024 წლის 6 აგვისტოს განჩინებით კი, კასატორს გაუგრძელდა საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით.

საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება კასატორის წარმომადგენელ ჯ.ქ–ს (იხ.მინდობილობა ტ.3, ს.ფ. 18-22) გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და 2024 წლის 16 აგვისტოს ჩაბარდა თანამშრომელ ნ.წ–ძეს (იხ. შეტყობინების ბარათი ტ.3, ს.ფ.145).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და მიიჩნევს, რომ ხარვეზის განჩინებით განსაზღვრული შვიდდღიანი ვადის დენა, დაიწყო მოვლენის დადგომის მომდევნო დღეს - 2024 წლის 17 აგვისტოს და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად ამოიწურა 2024 წლის 23 აგვისტოს (სამუშაო დღე - პარასკევი).

საქმეში წარმოდგენილი განცხადებითა და მასზე დართული საფოსტო ბილით დგინდება, რომ საფოსტო განყოფილებას დოკუმენტები ჩაბარდა ვადის დარღვევით - 2024 წლის 26 აგვისტოს. ამასთან, სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 2024 წლის 26 აგვისტოს (იხ.საგადახდო დავალება #1542), რაც უტყუარად ადასტურებს საპროცესო ვადის დარღვევას, აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, ლ.გ.ს უნდა დაუბრუნდეს 2024 წლის 26 აგვისტოს #1542 საგადახდო დავალებით გადახდილი 150 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 374-ე, 399-ე, 396-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ.გ.ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 19 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. ლ.გ–ს (პასპორტის ნომერი: ........) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 26 აგვისტოს #1542 საგადახდო დავალებით ე.ლ–ძის მიერ გადახდილი 150 (ას ორმოცდაათი) ლარი შემდეგი ანგარიშიდან: თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ე. გასიტაშვილი