№ას-1015-2023
26 აპრილი, 2024 წელი თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
გიორგი მიქაუტაძე (თავმჯდომარე),
რევაზ ნადარაია (მომხსენებელი), თამარ ზამბახიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – შპს „ნ.პ.დ–ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ბმა „წ.გ...“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხეები - ნ.ნ–ძე, ა.გ–ი, ა.მ–ი, ა.ც–ძე, ა.ს–ძე, ო.ჟ.ბ. ლ, ა.ა., ა.მ.ა., ა.ქ.თ., ა.ჰ., ბ.ი–ვა, ბ.მ–ი, ბ.ქ–ი, ბ.მ–ძე, გ.გ–ია, გ.თ–ი, გ.ი–ი, გ.კ–ძე, გ.კ–ძე, გ.უ–ძე, გ.ხ–ი, გ.ყ–ი, გ.ხ–ძე, გ.დ–ძე, გ.ც–ძე, გ.ხ–ი, დ.უ–ვა, დ.ბ–ი, დ.დ–ია, დ.ბ–ია, დ.ი–ი, ე.კ–კო, ე.ო–ვა, ე.რ–ე, ვ.ყ–ი, ვ.მ–ი, ვ.ჟ–ია, ვ.გ–ი, ვ.ფ–ვა, ვ.ხ–ია, ვ.ფ–ძე, ვ.ღ–ი, ზ.ხ–ია, ზ.კ–ძე, თ.ს–ია, თ.კ–ძე, თ.კ–ვა, თ.ჩ–ძე, თ.ო–ძე, თ.დ–ძე, თ.ლ–ნი, ი.ჯ–ი, ი.ო–ი, ი.შ–ი, ი.ბ–ძე, ი.ბ–ძე, ი.ნ–ა, ი.ჭ–ა, ი.ლ–ძე, კ.მ–ი, კ.მ–ია, კ.ნ–ძე, ლ.უ–ძე, ლ.მ–ი, ლ.უ–ვა, ლ.ჩ–ძე, მ.კ–ძე, მ.ლ–ი, მ.ჯ–ი, მ.კ–ძე, მ.ი–ი, მ.მ., მ.ხ.ია, მ.შ–ი, მ.დ–ი, მ.მ–ნი, მ.მ.ა–ი, მ.ჰ., მ.ბ–ი, მ.შ–ი, მ.ა.ი., მ.ჰ–ი, მ.ა–ი, ნ.რ–ია, ნ.გ–ძე, ნ.მ–ი, ნ.ს–ა, ნ.ჯ–ა, ნ.ბ–ძე, ნ.მ–ვა, ნ.რ–ი, ნ.ქ–ძე, ნ.ჩ–ი, ნ.ა–ი, ნ.ლ–ი, ნ.ნ–ძე, ნ.ფ–ია, ნ.ქ–ა, ნ.ქ–ი, ო.გ–ია, პ.კ–ი, რ.მ–ი, რ.ი–ნი, რ.ბ–ია, რ.მ–ი, რ.პ–ია, რ.ჰ–ი, ს.მ–ია, ს.ს., ს.ს.ი,ს.ა., ს.მ.ი.ტ., ს.მ–ი, ს.ფ.მ.მ–ი, ს.პ–ი, ფ.მ., ფ.ყ–, ქ.კ–ი, ქ.ქ–ი, ქ.ჯ–ძე, ს.ს., შ.კ–ძე, ც.ს–ია, ხ.ბ–ი, ხ.ჰ., ჯ.ზ–ა, ჯ.გ–ია, ჰ.ა., შპს „ე.გ.“, შპს „ს–ი“, შპს „ნ–ი“, შპს „გ–ი“
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. შპს „ნ.პ.დ–მა“ (შემდეგში - მოსარჩელე, კასატორი) სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში ბმა „წ.გ...“-ს (შემდეგში - მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე) მიმართ, ასევე, ნ.ნ–ძის, ა.გ–ის, ა.მ–ის, ა.ც–ძის, ა.ს–ძის, ო.ჟ.ბ. ლის, ა.ა.ის, ა.მ.ა.ს, ა.ქ.თ.ის, ა.ჰ.ის, ბ.ი–ვას, ბ.მ–ის, ბ.ქ–ის, ბ.მ–ძის, გ.გ–იას, გ.თ–ის, გ.ი–ის, გ.კ–ძის, გ.კ–ძის, გ.უ–ძის, გ.ხ–ის, გ.ყ–ის, გ.ხ–ძის, გ.დ–ძის, გ.ც–ძის, გ.ხ–ის, დ.უ–ვას, დ.ბ–ის, დ.დ–იას, დ.ბ–იას, დ.ი–ის, ე.კ–კოს, ე.ო–ვას, ე.რ–ეს, ვ.ყ–ის, ვ.მ–ის, ვ.ჟ–იას, ვ.გ–ის, ვ.ფ–ვას, ვ.ხ–იას, ვ.ფ–ძის, ვ.ღ–ის, ზ.ხ–იას, ზ.კ–ძის, თ.ს–იას, თ.კ–ძის, თ.კ–ვას, თ.ჩ–ძის, თ.ო–ძის, თ.დ–ძის, თ.ლ–ნის, ი.ჯ–ის, ი.ო–ის, ი.შ–ის, ი.ბ–ძის, ი.ბ–ძის, ი.ნ–ას, ი.ჭ–ას, ი.ლ–ძის, კ.მ–ის, კ.მ–იას, კ.ნ–ძის, ლ.უ–ძის, ლ.მ–ის, ლ.უ–ვას, ლ.ჩ–ძის, მ.კ–ძის, მ.ლ–ის, მ.ჯ–ის, მ.კ–ძის, მ.ი–ის, მ.მ.ის, მ.ხ.იას, მ.შ–ის, მ.დ–ის, მ.მ–ნის, მ.მ.ა–ის, მ.ჰ.ის, მ.ბ–ის, მ.შ–ის, მ.ა.ი.ის, მ.ჰ–ის, მ.ა–ის, ნ.რ–იას, ნ.გ–ძის, ნ.მ–ის, ნ.ს–ას, ნ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.მ–ვას, ნ.რ–ის, ნ.ქ–ძის, ნ.ჩ–ის, ნ.ა–ის, ნ.ლ–ის, ნ.ნ–ძის, ნ.ფ–იას, ნ.ქ–ას, ნ.ქ–ის, ო.გ–იას, პ.კ–ის, რ.მ–ის, რ.ი–ნის, რ.ბ–იას, რ.მ–ის, რ.პ–იას, რ.ჰ–ის, ს.მ–იას, ს.ს–ის, ს.ს–ის, ს.ა–ის, ს.მ.ი.ტ–ის, ს.მ–ის, ს.ფ.მ.მ–ის, ს.პ–ის, ფ.მ–ის, ფ.ყ–ის, ქ.კ–ის, ქ.ქ–ის, ქ.ჯ–ძის, ს.ს–ის, შ.კ–ძის, ც.ს–იას, ხ.ბ–ის, ხ.ჰ–ის, ჯ.ზ–ას, ჯ.გ–იას, ჰ.ა.ს, შპს „ე.გ.ის“, შპს „ს–ის“, შპს „ნ–ის“ და შპს „გ–ის“ (შემდეგში - თავდაპირველი მოპასუხეები) მიმართ და მოითხოვა N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირისა და საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, N ..... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12/07/2019 წლის N004843419 ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ის ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტ. I, ს.ფ. 333-354).
2. მოპასუხე ბმა „წ.გ...“-მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო; თავდაპირველმა მოპასუხემ - გ.ც–ძემ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, სარჩელი არ ცნო; ხოლო, დანარჩენ თავდაპირველ მოპასუხეებს არც შესაგებელი წარმოუდგენიათ და არც სხდომაზე გამოცხადებულან.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით, შპს „ნ.პ.დ–ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა; შპს „ნ.პ.დ–ს“, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირის, საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, მიეცა მოპასუხეების - ნ.ნ–ძის, ა.გ–ის, ა.მ–ის, ა.ც–ძის, ა.ს–ძის, ო.ჟ.ბ. ლის, ა.ა.ის, ა.მ.ა.ს, ა.ქ.თ.ის, ა.ჰ.ის, ბ.ი–ვას, ბ.მ–ის, ბ.ქ–ის, ბ.მ–ძის, გ.გ–იას, გ.თ–ის, გ.ი–ის, გ.კ–ძის, გ.კ–ძის, გ.უ–ძის, გ.ხ–ის, გ.ყ–ის, გ.ხ–ძის, გ.დ–ძის, გ.ც–ძის, გ.ხ–ის, დ.უ–ვას, დ.ბ–ის, დ.დ–იას, დ.ბ–იას, დ.ი–ის, ე.კ–კოს, ე.ო–ვას, ე.რ–ეს, ვ.ყ–ის, ვ.მ–ის, ვ.ჟ–იას, ვ.გ–ის, ვ.ფ–ვას, ვ.ხ–იას, ვ.ფ–ძის, ვ.ღ–ის, ზ.ხ–იას, ზ.კ–ძის, თ.ს–იას, თ.კ–ძის, თ.კ–ვას, თ.ჩ–ძის, თ.ო–ძის, თ.დ–ძის, თ.ლ–ნის, ი.ჯ–ის, ი.ო–ის, ი.შ–ის, ი.ბ–ძის, ი.ბ–ძის, ი.ნ–ას, ი.ჭ–ას, ი.ლ–ძის, კ.მ–ის, კ.მ–იას, კ.ნ–ძის, ლ.უ–ძის, ლ.მ–ის, ლ.უ–ვას, ლ.ჩ–ძის, მ.კ–ძის, მ.ლ–ის, მ.ჯ–ის, მ.კ–ძის, მ.ი–ის, მ.მ.ის, მ.ხ.იას, მ.შ–ის, მ.დ–ის, მ.მ–ნის, მ.მ.ა–ის, მ.ჰ.ის, მ.ბ–ის, მ.შ–ის, მ.ა.ი.ის, მ.ჰ–ის, მ.ა–ის, ნ.რ–იას, ნ.გ–ძის, ნ.მ–ის, ნ.ს–ას, ნ.ჯ–ას, ნ.ბ–ძის, ნ.მ–ვას, ნ.რ–ის, ნ.ქ–ძის, ნ.ჩ–ის, ნ.ა–ის, ნ.ლ–ის, ნნ–ძის, ნ.ფ–იას, ნ.ქ–ას, ნ.ქ–ის, ო.გ–იას, პ.კ–ის, რ.მ–ის, რ.ი–ნის, რ.ბ–იას, რ.მ–ის, რ.პ–იას, რ.ჰ–ის, ს.მ–იას, ს.ს.ის, ს.ს.ის, ს.ა–ის, ს.მ.ი.ტ.ის, ს.მ–ის, ს.ფ.მ.მ–ის, ს.პ–ის, ფ.მ.ის, ფ.ყ–ის, ქ.კ–ის, ქ.ქ–ის, ქ.ჯ–ძის, ს.ს–ის, შ.კ–ძის, ც.ს–იას, ხ.ბ–ის, ხ.ჰ–ის, ჯ. ა–ას, ჯ.გ–იას, ჰ.ა.ს, შპს „ე.გ.ის“, შპს „ს–ის“, შპს „ნ–ის“, შპს „გ–ის“ და შპს „ნ.პ.დ–ის“ საკუთრებაში არსებული, N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12/07/2019 წლის N004843419 ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ის ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის შესაბამისად; მოპასუხეებს - ნ.ნ–ძეს, ა.გ–ს, ა.მ–ს, ა.ც–ძეს, ა.ს–ძეს, ო.ჟ.ბ. ლ–ს, ა.ა.ს, ა.მ.ა.ს, ა.ქ.თ–ის, ა.ჰ.ის, ბ.ი–ვას, ბ.მ–ს, ბ.ქ–ის, ბ.მ–ძეს, გ.გ–იას, გ.თ–ს, გ.ი–ს, გ.კ–ძეს, გ.კ–ძეს, გ.უ–ძეს, გ.ხ–ს, გ.ყ–ს, გ.ხ–ძეს, გ.დ–ძეს, გ.ც–ძეს, გ.ხ–ს, დ.უ–ვას, დ.ბ–ს, დ.დ–იას, დ.ბ–იას, დ.ი–ს, ე.კ–კოს, ე.ო–ვას, ე.რ–ეს, ვ.ყ–ს, ვ.მ–ს, ვ.ჟ–იას, ვ.გ–ს, ვ.ფ–ვას, ვ.ხ–იას, ვ.ფ–ძეს, ვ.ღ–ს, ზ.ხ–იას, ზ.კ–ძეს, თ.ს–იას, თ.კ–ძეს, თ.კ–ვას, თ.ჩ–ძეს, თ.ო–ძეს, თ.დ–ძეს, თ.ლ–ნს, ი.ჯ–ს, ი.ო–ს, ი.შ–ს, ი.ბ–ძეს, ი.ბ–ძეს, ი.ნ–ას, ი.ჭ–ას, ი.ლ–ძეს, კ.მ–ს, კ.მ–იას, კ.ნ–ძეს, ლ.უ–ძეს, ლ.მ–ს, ლ.უ–ვას, ლ.ჩ–ძეს, მ.კ–ძეს, მ.ლ–ს, მ.ჯ–ს, მ.კ–ძეს, მ.ი–ს, მ.მ.ის, მ.ხ.იას, მ.შ–ს, მ.დ–ს, მ.მ–ნის, მ.მ.ა–ის, მ.ჰ.ის, მ.ბ–ს, მ.შ–ს, მ.ა.ი.ის, მ.ჰ–ის, მ.ა–ის, ნ.რ–იას, ნ.გ–ძეს, ნ.მ–ს, ნ.ს–ას, ნ.ჯ–ას, ნ.ბ–ძეს, ნ.მ–ვას, ნ.რ–ს, ნ.ქ–ძეს, ნ.ჩ–ს, ნ.ა–ს, ნ.ლ–ს, ნნ–ძეს, ნ.ფ–იას, ნ.ქ–ას, ნ.ქ–ს, ო.გ–იას, პ.კ–ს, რ.მ–ს, რ.ი–ნის, რ.ბ–იას, რ.მ–ს, რ.პ–იას, რ.ჰ–ის, ს.მ–იას, ს.ს.ის, ს.ს.ს, ს.ა–ის, ს.მ.ი.ტ.ის, ს.მ–ის, ს.ფ.მ.მ–ის, ს.პ–ს, ფ.მ.ის, ფ.ყ–ის, ქ.კ–ს, ქ.ქ–ს, ქ.ჯ–ძეს, ს.ს–ის, შ.კ–ძეს, ც.ს–იას, ხ.ბ–ს, ხ.ჰ–ის, ჯ.ზ–ას, ჯ.გ–იას, ჰ.ა.ს, შპს „ე.გ.ს“, შპს „ს–ის“, შპს „ნ–ს“, შპს „გ–ს“ და ბმა „წ.გ...“-ს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელე შპს „ნ.პ.დ–ის“ სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 60 (სამოცი) ლარის გადახდა.
4. ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხე ბმა „წ.გ...“-მ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
5.1.თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2022 წლის 07 აპრილის განჩინებით, ბმა „წ. გ. 49 ბ“-ს სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. სააპელაციო სასამართლოს განჩინების ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
6.1. სააპელაციო პალატამ საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების დასაბუთებისას, ყურადღება გამახვილა იმ გარემოებაზე, რომ შპს „ნ.პ.დ–ის“ მიერ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში, 2021 წლის 22 ივლისს წარდგენილ დაზუსტებულ სარჩელში მოპასუხედ, სხვა მოპასუხეებთან ერთად, დასახელებული ყავდა ბმა „წ.გ. 49 ბ“ (ტომი I, ს.ფ. 333-336); ამასთან, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მოპასუხედ, სხვა მოპასუხეებთან ერთად, ასევე მითითებული იყო ბმა „წ.გ. 49 ბ“ (ასევე, გ.გ–ძე, როგორც ბმა „წ.გ.49 ბ“-ს წარმომადგენელი) (ტომი III, ს.ფ. 481-482), თუმცა, ამავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში, რომლითაც მოსარჩელეს მოპასუხეების საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მეშვეობით აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება მიენიჭა, მოსარჩელის მიერ მოპასუხედ დასახელებული ბმა „წ.გ. 49 ბ“ მოხსენიებული არ იყო; ხოლო, იმავე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით, ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს, მოპასუხედ დასახელებულ პირებთან ერთად, მოსარჩელე შპს „ნ.პ.დ–ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის (60 ლარის) გადახდა (ტომი III, ს.ფ. 477-480; 500-502). სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავდა მსჯელობას, თუ რატომ არ იყო, ან არ უნდა ყოფილიყო მითითებული ბმა „წ.გ. 49 ბ“ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის იმ პუნქტში, რომლითაც მოსარჩელის აუცილებელი გზით სარგებლობის უფლება განისაზღვრა, მაშინ, როდესაც ბმა „წ.გ. 49 ბ“ გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში ერთ-ერთ მოპასუხედ იყო დასახელებული. სააპელაციო პალატის მითითებით, გასათვალისწინებელი იყო ის გარემოებაც, რომ სააპელაციო საჩივარი (ასევე დაზუსტებული სააპელაციო საჩივარი) წარდგენილი იყო ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს მიერ.
6.2. სააპელაციო პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილზე (მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ) და განმარტა, რომ დისპოზიციურობის პრინციპის ფარგლებში მოსარჩელე თავად წყვეტდა ვინ დაესახელებინა მოპასუხედ, ვის წინააღმდეგ აღეძრა სარჩელი და ყოველი პირი თავად განსაზღვრავდა თუ ვის მიმართ გააჩნდა პრეტენზია თავისი დარღვეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვის შესახებ, შესაბამისად, დასაბუთებას საჭიროებდა, მოპასუხედ დასახელებული პირი - ბმა „წ.გ. 49 ბ“ თუ რატომ არ იყო მითითებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში (გარდა მე-3 პუნქტისა). სააპელაციო პალატის მითითებით, იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მოპასუხეებად მითითებული პირები ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს წევრები იყვნენ, გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო მითითება აღნიშნულის თაობაზე. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის, საჭირო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განემარტა საფუძველი, რომლის გამოც მოპასუხედ დასახელებული ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს მიმართ გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგი არ დადგა.
6.3. ამასთანავე, სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარდგენილ სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2019 წლის 12 ივლისის N004843419 ექსპერტიზის დასკვნასა და 2021 წლის 15 სექტემბრის N006516621 ექსპერტიზის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლომ იმსჯელა ექსპერტიზის ორივე დასკვნასთან მიმართებით, თუმცა აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნების ანალიზი, ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, რამდენად ქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელის კუთვნილ N ...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობის ერთადერთი, ყველაზე მისაღები შესაძლებლობა N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იყო, სააპელაციო საჩივრის მოტივების გათვალისწინებით, დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა, თუმცა სააპელაციო პალატა, საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე, აღნიშნულზე ვერ იმსჯელებდა და მას შეაფასებდა საქმის არსებითი განხილვის სტადიაზე, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის ხელახლა განხილვის შემდგომ აღნიშნულის საჭიროება კვლავ წარმოიშობოდა.
7. სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება საკასაციო წესით შპს „ნ.პ.დ–მა“ გაასაჩივრა, რომელმაც მოითხოვა, გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2021 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 23 აგვისტოს განჩინებით, წარმოებაში იქნა მიღებული შპს „ნ.პ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
9. საკასაციო მოთხოვნის ფაქტობრივ–სამართლებრივი დასაბუთება:
9.1. კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საქმე ხელახლა განსახილველად სამართლებრივი დარღვევის მოტივით დააბრუნა, თუმცა, არ დაუსაბუთებია, კონკრეტულად რა უნდა გაეკეთებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს და რა არ გააკეთა; საერთოდაც, კასატორის მოსაზრებით, თუ სააპელაციო სასამართლოს ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა მიაჩნდა არასათანადო მოპასუხედ, მაშინ გამოდის აპელანტიც არასათანადოა და არასათანადო აპელანტის მოთხოვნით გააუქმა მიღებული გადაწყვეტილება სათანადო მოპასუხეების წინააღმდეგ. ხოლო, სააპელაციო პალატის იმ მითითების გაზიარების შემთხვევაში, რომ გადაწყვეტილება არ დამდგარა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წინააღმდეგ, მაშინ კასატორისათვის გაურკვეველია, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, თუ რატომ გააუქმა იმ პირების წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება, რომელთაც არ გაუსაჩირებიათ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ერთადერთ აპელანტად, როგორც აღვნიშნეთ, წარმოდგენილი იყო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა და მას ამგვარი მოთხოვნა არც დაუყენებია და საერთოდაც, თუ ის არ იყო სათანადო აპელანტი (ან მოპასუხე), მაშინ სააპელაციო სასამართლოს არ უნდა განეხილა წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი.
9.2. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების მეორე საფუძველს, კასატორი აღნიშნავს, რომ იმ პირობებში, როდესაც მხარეთა მიერ სადავო არ გამხდარა კასატორის მიწის ნაკვეთთან მისასვლელი გზის არარსებობა, ხოლო, მტკიცებულებებით - ექსპერტიზის დასკვნით ცალსახად დასტურდებოდა მისასვლელი გზის „ოპტიმალური ვარიანტი“, ასეთ შემთხვევაში, რა უნდა მოეთხოვა დამატებით პირველი ინსტანციის სასამართლოს ანდა სააპელაციო პალატამ რატომ მიიჩნია, რომ აღნიშნული საკითხი დამატებით კვლევას საჭიროებდა, კასატორისათვის გაუგებარია.
10. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 აპრილის განჩინებით, შპს „ნ.პ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
11. საკასაციო პალატამ შეისწავლა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლები, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები ნაწილობრივ დასაბუთებულია, შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებსა და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებული პრეტენზია გულისხმობს მითითებას იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურსამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორმა წარმოადგინა ნაწილობრივ დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
13. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანია სწორად დაუბრუნა თუ არა სააპელაციო პალატამ საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად.
14. საკასაციო პალატა პირველ რიგში განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლებს განსაზღვრავს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი ადგილი აქვს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს (გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები), სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი სააპელაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. ამრიგად, აღნიშნული მუხლი, ერთი მხრივ, უთითებს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის დაბრუნების საფუძვლებზე, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს აძლევს უფლებას, ამ საფუძვლების არსებობისას, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორციელების სტანდარტიდან გამომდინარე, შეაფასოს, რა უფრო მართებულია - მის მიერ გადაწყვეტილების გამოტანა, თუ საქმის ხელახლა განსახილველად პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნება (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: N ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ.; N ას-1167-2019, 22.07.2020წ; N ას-942-2021, 11.03.2022წ; N ას-1147-2021, 31.03.2023წ; N ას-785-2022, 6.04.2023წ; N ას-824-2022, 25.05.2023წ; N ას-1136-2023, 16.112023წ; N ას-1303-2023, 226.01.2024წ.).
15. სააპელაციო პალატის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოსთვის საქმის უკან დაბრუნების მართებულობის შეფასებისას, სასამართლომ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გაითვალისწინოს: 1) რა პროცესუალური გარემოებები მიუთითებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის უკან დაბრუნებაზე; 2) ამ გარემოებების გათვალისწინებით, რამდენად მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება და 3) ხომ არ გამოიწვევს ეს საქმის უსაფუძვლოდ გაჭიანურებას (იხ. სუსგ-ები საქმეზეებზე: №ას-1118-1145-2011, 10.01.2012წ; №ას-1234-1175-2014, 23.02.2015წ; №ას-209-196-2015, 30.07.2015წ; №ას-825-791-2016, 12.06.2017წ; №ას-8-2023, 25.05.2023წ.).
16. როგორც უკვე აღინიშნა, საპროცესო კოდექსის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება და არ დააბრუნოს საქმე უკან, როდესაც არ არსებობს მისი იურისდიქციიდან გამომდინარე შეზღუდვები და მხარეთა პროცესუალური უფლებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით საქმის უკან დაბრუნების აუცილებლობა (იხ. სუსგ-ები საქმეებზე: №ას-1118-1145-2011,10.01.2012წ.; №ას-173-2021,31.01.2021წ). აღნიშნ–ს მოითხოვს, აგრეთვე, რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპები, რომლებიც გულისხმობს, რომ სააპელაციო სასამართლომ, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად, ასევე, საქმის არსებითად განმხილველი, ფაქტობრივი გარემოებების დამდეგნი სასამართლოა, პირველი ინსტანციის სასამართლოს საქმე უნდა დაუბრუნოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, როდესაც თვითონ მას რეალურად გაუჭირდება ფაქტობრივი გარემოებების დადგენა ან კონკრეტული საქმის გარემოებების გათვალისწინებით, მართლაც მიზანშეწონილია საქმის უკან დაბრუნება მხარეთა შეჯიბრების პრინციპის დასაცავად (იხ. სუსგ-ები საქმეებზე №ას-657-618-2012, 10.12.2012წ.; №ას-1308-1234-2012, 4.02.2013წ.; №ას-1136-2023, 16.11.2023წ).
17. მოცემულ შემთხვევაში, ქვემდგომი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებასა და საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნებას, საფუძვლად დაუდო ის გარემოება, რომ საჭირო იყო პირველი ინსტანციის სასამართლოს განემარტა საფუძველი, რომლის გამოც მოპასუხედ დასახელებული ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს მიმართ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგი არ დადგა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიაჩნდა, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მოპასუხეებად მითითებული პირები ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს წევრები იყვნენ, გადაწყვეტილებაში უნდა ყოფილიყო მითითება აღნიშნულის თაობაზე.
18. სააპელაციო პალატის მიერ მითითებული ზემოაღნიშნული არგუმენტების ფარგლებში, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.2. პუნქტში, საჯარო რეესტრის ამონაწერზე დაყრდნობით (ტ. I, ს.ფ. 357-405), უდავო ფაქტობრივი გარემოების სახით დაადგინა, რომ ქ. თბილისში, წ.გ.ს N49-ში მდებარე 2900.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N .......) თანასაკუთრების უფლებით ირიცხებოდა თავდაპირველი მოპასუხეებისა და შპს „ნ.პ.დ–ის“ საკუთრებაში, ხოლო, გასაჩივრებული გადაწყვეტილების 3.1.3 პუნქტში, სასამართლომ N30-01192841417 წერილზე (ტ. I, ს.ფ. 79), ამხანაგობის წესდებასა (ტ. I, ს.ფ. 80-93) და 03.03.2019 წლის კრების ოქმზე (ტ. I, ს.ფ. 94-97) დაყრდნობით, უდავო ფაქტობრივ გარემოებად მიიჩნია, რომ მისამართზე: ქ. თბილისი, წ.გ. N49ბ-ში რეგისტრირებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „წ.გ...“. დასახელებული უდავო ფაქტობრივი გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტთან (ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა არის მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, მათ შორის, კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეთა გაერთიანება) ერთობლიობაში, უკვე ქმნის იმგვარი დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მეორე პუნქტში მოპასუხეებად მითითებული პირები (თავდაპირველი მოპასუხეები) წარმოადგენდნენ ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს წევრებს, მით უფრო იმ გარემოების მხედველობაში მიღებით, რომ წარმოდგენილი საქმის მასალები (მათ შორის, მოპასუხე ბმა „წ.გ. 49 ბ“-ს მიერ, მისსავე შესაგებელში დაფიქსირებული პოზიცია მოსარჩელის პირველ ფაქტობრივ გარემოებასთან მიმართებით (ტ.1, ს.ფ. 120-131) და სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12/07/2019 წლის N004843419 ექსპერტიზის დასკვნაც) იძლევა N....... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესაძლებლობას თბილისში, წ.გ. N49ბ-ში მდებარე მიწის ნაკვეთთან. ამასთან, აღნიშნული გარემოება წინამდებარე დავის ფარგლებში, სადავოც არ გამხდარა.
19. გარდა ამისა, პალატა განმარტავს, რომ სასამართლო სარჩელს იხილავს და გამოაქვს გადაწყვეტილება სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში იმ პირის წინააღმდეგ, რომლის მიმართაცაა სარჩელი აღძრული. შესაბამისად, მოპასუხედ მითითებული პირი აუცილებელია, რომ იყოს „პასუხისმგებელი“. მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, აღადგინოს მოსარჩელის დარღვეული სამოქალაქო უფლება. სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესო-სამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის მატერიალურ-სამართლებრივი და აქედან გამომდინარე, საპროცესო სამართლებრივი დაინტერესება.
20. განსახილველ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების დადგენა. კერძოდ, მოსარჩელე ითხოვს N........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ჯეროვანი გამოყენებისათვის, საჯარო გზასთან კავშირისა და საავტომობილო გზის მოწყობის მიზნით, N...... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთით, როგორც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭებას სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12/07/2019 წლის N004843419 ექსპერტიზის დასკვნის დანართი N1-ის ლურჯი ფერის ისრით აღნიშნული ტრაექტორიის მიხედვით. დადგენილია, რომ მიწის ნაკვეთი, რომელზეც განთავსებულია საცხოვრებელი კორპუსი და რომელზედაც აუცილებელი გზით სარგებლობის უფლების მინიჭება უნდა განხორციელდეს, თანასაკუთრების უფლებით ეკუთვნით თავდაპირველ მოპასუხეებსა და შპს „ნ.პ.დ–ს“. შესაბამისად, საქმის მატერიალურ-სამართლებრივი და აქედან გამომდინარე, საპროცესო სამართლებრივი დაინტერესება სწორედ ამ პირებს გააჩნიათ და სასარჩელო მოთხოვნის ნაწილობრივ თუ სრულად დაკმაყოფილების შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულებაზე პასუხისმგებელ პირებს, სწორედ ეს უკანასკნელები წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ მოპასუხედ მრავალბინიან სახლში მდებარე ფართების მესაკუთრეებთან ერთად, მათი გაერთიანება - ბმა „წ.გ. 49 ბ“-ც დაასახელა, რომლის ამოცანები განპირობებულია საერთო საკუთრების მოვლა-პატრონობის აუცილებლობით და არც იურიდიულ პირს წარმოადგენს („ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის 14.1 პუნქტი) და არც ამავე მრავალბინიან სახლში მდებარე საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი, ანდა კომერციული მიზნებისათვის გამოყენებული ფართობის მესაკუთრეს. შესაბამისად, ბმა „წ.გ...“-ს მიმართ გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის დადგომის შემთხვევაში, აღსრულება მის მიმართ მაინც ვერ განხორციელდება.
21. რაც შეეხება გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლად მითითებულ მეორე გარემოებას მასზედ, რომ სააპელაციო საჩივრის მოტივების გათვალისწინებით, დამატებით გამოკვლევას საჭიროებდა საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნების ანალიზი, ექსპერტის წინაშე გადასაწყვეტად დასმული შეკითხვებიდან გამომდინარე, თუ რამდენად ქმნიდა იმ დასკვნის გამოტანის საფუძველს, რომ მოსარჩელის კუთვნილ №........ საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთთან მისასვლელი აუცილებელი გზის მოწყობის ერთადერთი, ყველაზე მისაღები შესაძლებლობა №.......... საკადასტრო კოდით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთი იყო, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქმეში წარმოდგენილი სათანადო და დასაშვები მტკიცებულებებით - შპს „ნ.პ.დ–ის“ დაკვეთით ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 12/07/2019 წლის N004843419 და ბმა „წ.გ...“-ს წარმომადგენლის, გ.გ–ძის დაკვეთით ჩატარებული სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 15/09/2021 წლის N006516621 საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნების შესწავლის საფუძველზე, კერძოდ, ექსპერტების წინაშე გამოსაკვლევად დასმული შეკითხვების, კვლევითი ნაწილებისა და თავად დასკვნების შინაარსის შეფასების შედეგად, პირველი ინსტანციის სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელის ნაკვეთით (ს/კ N........) ჯეროვანი სარგებლობის ერთადერთ და ყველაზე ოპტიმალურ შესაძლებლობას წარმოადგენდა მოპასუხეების ნაკვეთზე (ს/კ N.......) აუცილებელი გზის მოწყობის დადგენა (იხ. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების 3.2.3 პუნქტი), ხოლო, სააპელაციო საჩივრის მოტივების გათვალისწინებით, არა პირველი ინსტანციის სასამართლოს, არამედ სააპელაციო პალატას თავად უნდა გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები და თავადვე მიეცა მათთვის სამართლებრივი შეფასება. ნიშანდობლივია, რომ სააპელაციო სასამართლო წარმოადგენს ფაქტების დამდგენ სასამართლოსაც და შეუძლია ახლებურად დაადგინოს ფაქტები, ასევე არ გაიზიაროს ქვედა ინსტანციის მიერ მტკიცებულებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, თავად გამოეკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და შემდგომ, საერთო სურათის, ფაქტებისა და გარემოებების ერთობლიობის საფუძველზე დაედგინა მოთხოვნის წარმოშობისა და მისი განხორციელების სამართლებრივი ფარგლები.
22. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის მიერ მითითებული არც ზემოაღნიშნული არგუმენტი წარმოადგენს იმგვარ საფუძველს, რის გამოც, გამართლებული იქნებოდა საქმის პირველი ინსტანციის სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნება. აღნიშნული ეწინააღმდეგება რაციონალური მართლმსაჯულებისა და პროცესუალური ეკონომიის პრინციპებს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე მუხლის მე-2 ნაწილის ნამდვილ აზრს, რითაც შებოჭილია სააპელაციო სასამართლო.
23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო საქმეზე გადაწყვეტილებას თვითონ მიიღებს, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნების საფუძვლები.
24. იმ პირობებში, როცა სააპელაციო სასამართლოს არ დაუდგენია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება, ამასთან, არ შეუფასებია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, საკასაციო სასამართლო მოკლებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებულ შესაძლებლობას, თავად მიიღოს გადაწყვეტილება. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
25. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 372-ე, 264-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ნ.პ.დ–ის“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2023 წლის 18 მაისის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე გიორგი მიქაუტაძე
მოსამართლეები: რევაზ ნადარაია
თამარ ზამბახიძე