Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

¹ბს-1031-995(კ-08) 22 დეკემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა წყალტუბოს სანატორიუმების: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებაზე, მოწინააღმდეგე მხარე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ, მესამე პირი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.

2007 წლის 28 ნოემბერს წყალტუბოს სანატორიუმების: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” დირექტორებმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) მიმართ და მათ საბანკო ანგარიშებზე საგადასახადო ინსპექციის მიერ წარდგენილი საინკასო დავალების საფუძველზე ბიუჯეტში გადარიცხული თანხების უკან დაბრუნება მოითხოვეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით წყალტუბოს სანატორიუმების: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო წესით გაასაჩივრა. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 26 ივნისის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ჩაება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ქუთაისის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება; წყალტუბოს სანატორიუმების: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება წყალტუბოს სანატორიუმებმა: “ს.-ს”, “თ.-მ”, “მ.-ის” “გ.-მ”, “რ.-მ”, “ი.-მ”, “ს.-მ”, “გე.-მ”, “მე.-მ”, “მეგ.-მ”, “ივ.-მ”, “სი.-მ” და “სა.-მ” საკასაციო წესით გაასაჩივრეს. კასატორებმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით მიიჩნია, რომ წყალტუბოს სანატორიუმების “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს, კერძოდ, ხსენებულ საკასაციო საჩივარს არ ერთოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი. ამასთან, აღნიშნული კატეგორიის დავა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან არ იყო გათავისუფლებული საქართველოს ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კოდექსების და არც “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად. საკასაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოება მიიჩნია ხარვეზად და წყალტუბოს სანატორიუმებს: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” დაევალათ მათთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

2008 წლის 6 ნოემბერს კასატორებმა განცხადებით მიმართეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს, რომელშიც მიუთითეს, რომ მათი მწირი შემოსავალი არ იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის საშუალებას.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინებით წყალტუბოს სანატორიუმებს: “ს.-ს”, “თ.-ს”, “მ.-ს” “გ.-ს”, “რ.-ს”, “ი.-ს”, “ს.-ს”, “გე.-ს”, “მე.-ს”, “მეგ.-ს”, “ივ.-ს”, “სი.-სა” და “სა.-ს” საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, გაუგრძელდათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზის შევსების ვადა. წყალტუბოს სანატორიუმებს: “ს.-ს”, “თ.-ს”, “მ.-ს” “გ.-ს”, “რ.-ს”, “ი.-ს”, “ს.-ს”, “გე.-ს”, “მე.-ს”, “მეგ.-ს”, “ივ.-ს”, “სი.-სა” და “სა.-ს” დაევალათ მათთვის ხარვეზის შესახებ 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინათ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის _ დავის საგნის ღირებულების 5%-ის, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორებს განემარტათ, რომ მითითებულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.

საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასამართლოს შეუძლია გაათავისუფლოს მხოლოდ ფიზიკური და არა იურიდიული პირი. იურიდიული პირის მიმართ დასაშვები იყო მხოლოდ სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადება ან მათი ოდენობის შემცირება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე. ამასთან, საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საკითხზე ემსჯელა, თუ კასატორები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის საფუძველზე, სასამართლოს წარუდგენდნენ შესაბამის შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე და აღნიშნულის შესახებ უტყუარ მტკიცებულებებს, რაც მხარეებს არ განუხორციელებიათ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 10 ნოემბრის განჩინების შემცველი გზავნილი კასატორებს ჩაჰბარდათ 17 ნოემბერს. შესაბამისად, მათ ხარვეზის შევსებისათვის მიცემული ვადა ამოეწურათ 2008 წლის 24 ნოემბერს. კასატორებმა მათთვის მიცემულ ვადაში არ შეავსეს 2008 წლის 10 ოქტომბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მათ არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების ან სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თხოვნით მიუმართავთ საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება წყალტუბოს სანატორიუმების: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის” საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

განუხილველი დარჩეს წყალტუბოს სანატორიუმების: “ს.-ს”, “თ.-ის”, “მ.-ის” “გ.-ის”, “რ.-ის”, “ი.-ის”, “ს.-ის”, “გე.-ის”, “მე.-ის”, “მეგ.-ის”, “ივ.-ის”, “სი.-ისა” და “სა.-ის”საკასაციო საჩივარი;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.