Facebook Twitter

საქმე №ა-5718-შ-148-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა:

ეკატერინე გასიტაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები: მირანდა ერემაძე,

თეა ძიმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ა.მ–ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ.ჟ–ნი (მოსარჩელე)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის, კლარკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

საკითხი, რომელზედაც მიღებულია განჩინება - უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის, კლარკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ.ჟ–ნსა და ა.მ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა.

2. საქართველოს უზენაეს სასამართლოს, 2024 წლის 31 ოქტომბერს, შუამდგომლობით მომართა ა.მ–ძემ და აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის, კლარკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა მოითხოვა.

3. შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებით დასტურდება, რომ გადაწყვეტილება საბოლოოა და კანონიერ ძალაშია შესული.

4. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თ.ჟ–ნმა სარჩელით მიმართა სასამართლოს განქორწინების თაობაზე, რასაც მოპასუხე - ა.მ–ძე დაეთანხმა. გადაწყვეტილება მიღებულია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 5 ნოემბრის განჩინებით ა.მ–ძის შუამდგომლობა მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ა.მ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი არგუმენტაციით:

6. უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ თ.ჟ–ნმა სარჩელით მიმართა სასამართლოს განქორწინების თაობაზე, რასაც მოპასუხე - ა.მ–ძე დაეთანხმა. გადაწყვეტილება მიღებულია მხარეთა შეთანხმების საფუძველზე.

7. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი და მე-5 პუნქტების შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, ხოლო უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. ამ განჩინების მე-7 პუნქტში მითითებული ნორმის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით, კანონმდებელმა განსაზღვრა ის წინაპირობები, რომელთა არსებობის შემთხვევაში უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ასეთი დამაბრკოლებელი გარემოებები საქმის მასალების მიხედვით არ არის წარმოდგენილი.

9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებულ ნორმაში მოცემული პირობები დაცულია, რის გამოც ა.მ–ძის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის, კლარკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება.

10. საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ საქართველოს კანონის მე-2 და 68-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა.მ–ძის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს აშშ-ის, ვაშინგტონის შტატის, კლარკის ოლქის უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც თ.ჟ–ნსა და ა.მ–ძეს შორის რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე ე. გასიტაშვილი

მოსამართლეები: მ. ერემაძე

თ. ძიმისტარაშვილი