ბს-1036-987(კ-06) 24 ივლისი, 2007წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, ნინო ქადაგიძე
სხდომის მდივანი _ გ. ილინა
განიხილა გ. ჯ-ის შუამდგომლობა სარჩელზე უარის თქმის გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვენელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1; სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე, 372-ე, 390-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006 წლის 29 სექტემბრის განჩინება და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება; დაკმაყოფილდეს გ. ჯ-ის შუამდგომლობა და შეწყდეს სარჩელზე საქმის წარმოება, სარჩელზე უარის თქმის გამო; საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.