Facebook Twitter

საქმე №ა-4735-შ-127-2024 21 ოქტომბერი, 2024 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მირანდა ერემაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები: ვლადიმერ კაკაბაძე

ლევან მიქაბერიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ი.ზ. (ქართული პასპორტით -ი.კ–კო)

განხილვის საგანი – ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა

დავის საგანი – გვარის შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით ი.ზ.ის სახელი შეიცვალა შემდეგნაირად: ი.ზ–ი შეიცვალა, როგორც ი.კ–კო.

2. ი.ზ.მა (კოვალენკო) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

3. საქარველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 20 სექტემბრის განჩინებით ი.ზ–ას (ქართული პასპორტით - ი.კ–კოს (პ.ნ. ......) შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

4. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო: ი.ზ–ამ (ქართული პასპორტით - ი.კ–კოს (პ.ნ. ........) შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

5. შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი აპოსტილით დამოწმებული ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების შესწავლით ირკვევა, რომ ი.ზ–ი და გახდა ი.კ–კო. შუამდგომლობას ერთვის დაბადების მოწმობის ასლი, რომელშიც შუამდგომლობისა ავტორის გვარის გრაფაში მითითებულია ზინოვიევ.

6. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

8. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც ი.ზ–ი შეიცვალა, როგორც ი.კ–კო, ცნობილ უნდა იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი.ზ–ის შუამდგომლობა ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს;

2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნეს ამერიკის შეერთებული შტატების მასაჩუსეტის შტატის საფოლკის სამემკვიდრეო და საოჯახო საქმეთა სასამართლოს 2000 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა, რომლითაც ი.ზ–ი შეიცვალა, როგორც ი.კ–კო;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

4.

თავმჯდომარე: მ. ერემაძე

მოსამართლეები: ვ. კაკაბაძე

ლ.მიქაბერიძე