საქმე №ა-4694-შ-123-2024 8 ნოემბერი, 2024 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ამირან ძაბუნიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლაშა ქოჩიაშვილი, გოჩა ჯეირანაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ქ.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე – კ.ბ.
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი 404 F 73/22)
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილებით (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) შეწყდა ქ.ბ–ს და კ.ბ–ს შორის 2015 წლის 26 სექტემბერს საქართველოში მცხეთის მმაჩის ბიუროში გაფორმებული და დინგელშტედტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E9/2017).
2. 2024 წლის 5 სექტემბერს ქ.ბ.ის (შემდგომში - „შუამდგომლობის ავტორი“) წარმომადგენელმა მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
3. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) შინაარსით დასტურდება, რომ განმცხადებელი ქ.ბ–ი იყო, რომელიც პროცესში მონაწილეობდა.
4. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებიდან ირკვევა, რომ შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.
5. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) გამართული თარგმანი, რომლის შინაარსიდანაც ირკვევა, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია 2022 წლის 17 აგვისტოდან.
6. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 12 სექტემბრის განჩინებით, ქ.ბ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ მიღებულ იქნას განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
7. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო რა წარმოდგენილ შუამდგომლობასა და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ბესიკ მაისურაძის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ქ.ბ–ს და კ.ბ–ს შორის 2015 წლის 26 სექტემბერს საქართველოში მცხეთის მმაჩის ბიუროში გაფორმებული და დინგელშტედტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E9/2017) შეწყდა, უნდა დაკმაყოფილდეს.
8. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი და მეორე პუნქტებიდან გამომდინარე, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2 პუნქტით.
9. საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმებში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს. შესაბამისად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქ.ბ–ის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილების (სააქტო ნიშანი 404 F 73/22) საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, რომლითაც ქ.ბ–ს და კ.ბ–ს შორის 2015 წლის 26 სექტემბერს საქართველოში მცხეთის მმაჩის ბიუროში გაფორმებული და დინგელშტედტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E9/2017) შეწყდა, დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბონის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 17 აგვისტოს გადაწყვეტილება (სააქტო ნიშანი 404 F 73/22), რომლითაც ქ.ბ–ს და კ.ბ–ს შორის 2015 წლის 26 სექტემბერს საქართველოში მცხეთის მმაჩის ბიუროში გაფორმებული და დინგელშტედტის მმაჩის ბიუროში რეგისტრირებული ქორწინება (ქორწინების რეგისტრაციის ნომერი: E9/2017) შეწყდა;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ა. ძაბუნიძე
მოსამართლეები: ლ. ქოჩიაშვილი
გ.ჯეირანაშვილი