Facebook Twitter

ბს-1037-1000(2კ-08) 27 ნოემბერი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)

მოსამართლეები: მარიამ ცისკაძე

ნინო ქადაგიძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ს. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრების დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2007 წლის 18 სექტემბერს ს. მ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართ. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, საიდანაც 2003 წლის 9 ივნისს გავიდა პენსიაზე. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამსახურის პერიოდში მოსარჩელეს 1998-2001 წლებში არ მიუღია 14 თვის ხელფასი, რაც მისი ხელფასის ოდენობის _ 124 ლარის მიხედვით, შეადგენდა 1736 ლარს, ასევე _ სანივთე ქონების კომპენსაცია _ 1200 ლარი, აგრეთვე, მოსარჩელეს უნდა ანაზღაურებოდა წლების განმავლობაში მიუღებელი კვარტალური პრემიების თანხა, პენსიაზე გასვლასთან დაკავშირებით, სამხედრო სამსახურის 30 წლის სტაჟის შესაბამისი, ერთდროულად ათმაგი ოდენობის თანხა _ 2490 ლარი, ასევე _ წლების განმავლობაში ფასების მატების, ფულის ერთეულის დევალვაციის, მატერიალური და მორალური ზიანისათვის, სულ _ 50000 ლარი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხე საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის მის სასარგებლოდ 50000 ლარის ანაზღაურების დაკისრება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დაეკისრა ს. მ-ის სასარგებლოდ სახელფასო დავალიანების _ 923,50 ლარის ანაზღაურება; ს. მ-ს პრემიის, კვების კომპენსაციის, ფორმის ფულადი კომპენსაციის, გასასვლელი ათმაგი ოდენობისა და მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე უარი ეთქვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებით ს. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ს. მ-ს უარი ეთქვა კვების კომპენსაციის _ 826 ლარის ოდენობით და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების, ფულადი სარგოს ათმაგი ოდენობით ანაზღაურების თაობაზე და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ს. მ-ის სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა კვების კომპენსაციის _ 826 ლარისა და ერთჯერადი გასასვლელი დახმარების ფულადი სარგოს ათმაგი ოდენობით ანაზღაურება; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი ეროვნული გვარდიის დეპარტამენტის 2007 წლის 26 ოქტომბრის ¹4001 წერილის თანახმად, ს. მ-ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1749,50 ლარს, მათ შორის, 1998 წლის ხელფასი _ 263,60 ლარს, კვების კომპენსაცია _ 236 ლარს, 1999 წლის ხელფასი _ 395,40 ლარს, კვების კომპენსაცია _ 354 ლარს, ხოლო 2000 წლის ხელფასი _ 264,50 ლარს და კვების კომპენსაცია _ 236 ლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელფასის _ 923,50 ლარის ანაზღაურება ს. მ-ის სასარგებლოდ. საქმეში წარმოდგენილი შესაბამისი წერილიდან ირკვეოდა, რომ ს. მ-ის მიუღებელი სანივთე ქონების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა ჯარების ლოგისტიკური უზრუნველყოფის დეპარტამენტს. მოსარჩელის მოთხოვნა პრემიისა და სანივთე ქონების კომპენსაციის დავალიანების ანაზღაურების ნაწილში უსაფუძვლო იყო. სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა ს. მ-ის მოთხოვნას მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ასევე არ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მიერ მოსარჩელისთვის კვების კომპენსაციის ანაზღაურებაზე უარის თქმა და მიუთითა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2005 წლის 4 აგვისტოს ¹9/2246 წერილზე, რომელშიც მითითებული იყო, რომ ს. მ-ის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვა შესაძლებელი გახდებოდა და შესაბამისი წყაროს არსებობის შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტრო კვლავ დაუბრუნდებოდა დავალიანების ანაზღაურების განხილვის საკითხს. დადგენილი იყო, რომ ს. მ-ის სახელფასო დავალიანება შეადგენდა 1749,50 ლარს, მათ შორის, 1998 წლის კვების კომპენსაცია _ 236 ლარს, 1999 წლის კვების კომპენსაცია _ 354 ლარს და 2000 წლის კვების კომპენსაცია _ 236 ლარს. მოსარჩელის მოთხოვნა 1998-2000 წლების კვების (სასურსათო ულუფა) კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში არ იყო ხანდაზმული, რადგან ხსენებული წერილით მოხდა ს. მ-ის მიმართ არსებული კვების კომპენსაციის დავალიანების 826 ლარის ოდენობით აღიარება. სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ს. მ-ის მოთხოვნა პენსიაზე გასვლის მომენტისათვის ერთჯერადი დახმარების ანაზღაურების შესახებ და განმარტა, რომ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1994 წლის 14 ნოემბრის ¹796-44 დადგენილების მე-20 პუნქტის თანახმად, თადარიგში პენსიის უფლებით გათავისუფლებულ სამხედრო მოსამსახურეებს, წელთა ნამსახურობის მიხედვით, დაუწესდათ ერთჯერადი დახმარება ფულადი ანაზღაურების ათმაგი ოდენობით, ს. მ-ის სამუშაო სტაჟი კი შეადგენდა 30 წელს, 3 თვესა და 3 დღეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. მ-მა იმ ნაწილში, რომლითაც არ დაკმაყოფილდა სარჩელი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ამ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ს. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 16 ოქტომბრის განჩინებების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაშვებობის შემოწმება განისაზღვრა 2008 წლის 27 ნოემბრამდე; დადგინდა მოცემული საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შუამდგომლობის განხილვა მისი საკასაციო საჩივრის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით დასაშვებად ცნობის შემთხვევაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრების დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის განსახილველად დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, როგორიცაა: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით და არსებობს ვარაუდი, რომ მას შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

მოცემული საქმე არ არის მნიშვნელოვანი სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის. კასატორები ვერ ასაბუთებენ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით. საკასაციო საჩივრები არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებულ პრაქტიკას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. მ-ისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.