Facebook Twitter

07 ნოემბერი 2024 წელი

საქმე№ ა-3682-შ-89-2024 თბილისი

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ამირან ძაბუნიძე

თეა ძმისტარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – მ.ჩ–ძე

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას მოითხოვს მხარე – საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება N3494/2023

დავის საგანი – სრულწლოვანი პირის შვილად აყვანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით (N3494/2023), დაკმაყოფილდა ნ.ლ. ე-ის ძეს (დაბადებული ქ. თესალონიკში 05.06.1971 წელს, მცხოვრები ქალაქ თესალონიკში, ...., გადასახადის გადამხდელის ს.კ.:........) და მ.ჩ–ძის გ. ასულის (დაბადებული საქართველოში, ქ. ქუთაისი; 24.07.1998 წელს, დედის სახელი თ., მცხოვრები ქალაქ თესალონიკში, ....) განცხადება შვილად აყვანის შესახებ და მ.ჩ–ძე გამოცხადდა ნ.ლ. ე-ის ძეს ნაშვილებ შვილად.

2. საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით N3494/2023 დგინდება, რომ საქმის განხილვაში მონაწილეობდნენ შვილად ამყვანი პირი - ნ.ლ. ე-ის ძე, შვილად ასაყვანი პირი - მ.ჩ–ძე და შვილად ასაყვანი პირის დედა, თ.ჩ–ძე. საქმეში წარმოდგენილი პასპორტის ასლის მიხედვით, თ.ჩ–ძე არის საქართველოს მოქალაქე. შვილად აყვანის თანხმობის 11.03.2022 წლის ანგარიშით დასტურდება, რომ განმცხადებლებმა თითოეულმა ცალ-ცალკე, მშვილებლის მეუღლემ და სრულწლოვანი ნაშვილების მამამ თანხმობა განაცხადეს მოთხოვნილ შვილად აყვანაზე. რეგულარული ან საგანგებო სამართლებრივი დაცვის საშულებების არ გამოყენების შესახებ 04.05.2023 წლის მოწმობის მიხედვით, გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

3. 2024 წლის 08 ივლისს საქართველოს უზენაეს სასამართლოში შემოვიდა მ.ჩ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების N3494/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის თაობაზე.

4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინებით მ.ჩ–ძის შუამდგომლობა საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების N3494/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ, მიღებული იქნა განსახილველად.

5. შუამდგომლობა თანდართულ მასალებთან და სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2024 წლის 15 ივლისის განჩინების ასლთან ერთად გაეგზავნა მ.ჩ–ძის მამას - გ.ჩ–ძეს და განემარტა, რომ მას გააჩნდა შუამდგომლობაზე აზრის გამოთქმისა და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლება ამავე განჩინების ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში. გზავნილი ადრესატს გაეგზავნა შემდეგ მისამართზე: ქ. ქუთაისი, ....... გზავნილის ჩაბარების დასტურით ირკვევა, რომ გზავნილი 2024 წლის 13 სექტემბერს ჩაბარდა ოჯახს წევრს _ ნ.ფ–ას. გ.ჩ–ძეს მოსაზრების გამოთქმის ან/და საქმის ზეპირი განხილვის მოთხოვნის უფლებით არ უსარგებლია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

6. საქართველოს უზენაესი სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას, მასზე თანდართულ მასალებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა შვილად აყვანის შესახებ, საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების N3494/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

7. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო.

8. დადგენილია, რომ საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით (N3494/2023) დაკმაყოფილდა ნ.ლ. ე-ის ძეს (დაბადებული ქ. თესალონიკში 05.06.1971 წელს, მცხოვრები ქალაქ თესალონიკში, ........., გადასახადის გადამხდელის ს.კ....... ) და მ.ჩ–ძის გ.ასულის (დაბადებული საქართველოში, ქ. ქუთაისი; 24.07.1998 წელს, დედის სახელი თ., მცხოვრები ქალაქ თესალონიკში, .........) განცხადება შვილად აყვანის შესახებ და მ.ჩ–ძე გამოცხადდა ნ.ლ. ე-ის ძეს ნაშვილებ შვილად. აღნიშნული გადაწყვეტილება არ გასაჩივრებულა და შესულია კანონიერ ძალაში.

9. სასამართლო განმარტავს, რომ საერთაშორისო სამართლებრივ ბრუნვაში მრავალი ქვეყანა მისდევს ,,revizion au fond"-ის აკრძალვის სახელით ცნობილ პრინციპს, რომელიც უარყოფს უცხო ქვეყნის სასამართლოს (არბიტრაჟის) მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების შინაარსობრივ გადამოწმებას (იხ. სუსგ №ა-952-შ-23-2016, 6 ივლისი, 2015 წელი). აღნიშნული პრინციპის გათვალისწინებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის საკითხის გადაწყვეტისას არ ხდება საცნობი გადაწყვეტილების სამართლებრივი გამართულობის შემოწმება და მხარეთა შორის წარმოშობილი დავის ხელმეორედ არსებითი განხილვა. სასამართლო ამოწმებს მხოლოდ უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა-არარსებობის საკითხს.

10. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-2 პუნქტში მოცემულია უცხო ქვეყნის სასამართლო გადაწყვეტილების ცნობაზე უარის თქმის საფუძვლები, კერძოდ, გადაწყვეტილების ცნობა არ ხდება, თუ: ა) საქმე საქართველოს განსაკუთრებულ კომპეტენციას განეკუთვნება; ბ) გადაწყვეტილების გამომტანი ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად მხარე უწყების ჩაბარების გზით არ იქნა გაფრთხილებული სასამართლოში გამოძახების თაობაზე ან მოხდა სხვა საპროცესო დარღვევები; გ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე სამართლებრივ დავაზე არსებობს საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან მესამე ქვეყნის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ცნობილ იქნა საქართველოში; დ) უცხო ქვეყნის სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად კომპეტენტურად არ ითვლება; ე) უცხო ქვეყანა არ ცნობს საქართველოს სასამართლო გადაწყვეტილებებს; ვ) ერთსა და იმავე მხარეებს შორის ერთსა და იმავე საკითხზე და ერთი და იმავე საფუძვლით საქართველოში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი; ზ) გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება საქართველოს ძირითად სამართლებრივ პრინციპებს.

11. პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების N3494/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, რაც აღნიშნული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების საფუძველია.

12. ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე და 285-ე მუხლებით,

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.ჩ–ძის შუამდგომლობა, საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილების N3494/2023 საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის შესახებ დაკმაყოფილდეს.

2. ცნობილი იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის თესალონიკის პირველი ინსტანციის სასამართლოს 2023 წლის 13 მარტის გადაწყვეტილება N3494/2023, რომლითაც სასამართლომ დააკმაყოფილა ნ.ლ. ე-ის ძეს (დაბადებული ქ. თესალონიკში 05.06.1971 წელს, მცხოვრები ქალაქ თესალონიკში, ....., გადასახადის გადამხდელის ს.კ. .......) და მ.ჩ–ძის გ. ასულის (დაბადებული საქართველოში, ქ. ქუთაისი; 24.07.1998 წელს, დედის სახელი თ., მცხოვრები ქალაქ თესალონიკში, ......) განცხადება შვილად აყვანის შესახებ და მ.ჩ–ძე გამოცხადდა ნ.ლ. ე-ის ძეს ნაშვილებ შვილად.

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები: ლაშა ქოჩიაშვილი

ამირან ძაბუნიძე

თეა ძიმისტარაშვილი