Facebook Twitter

საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ

ბს-1038-992(კ-07) 18 იანვარი, 2008 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ:

შემდეგი შემადგენლობით:

ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე; მომხსენებელი)

მიხეილ ჩინჩალაძე, ნინო ქადაგიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე შეამოწმა შპს “....” დირექტორის ხ. გ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა სააპელაციო პალატის 21.09.07წ. განჩინებაზე.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის “ე” ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს კასაციის მიზეზებს და კასაციის განაცხადს. ამასთან, მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 30.11.07წ. განჩინებით შპს “....” დირექტორს ხ. გ-ს ხარვეზის შესავსებად მიეცა ვადა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღე. აღნიშნული განჩინების კასატორისთვის ჩაბარების შესახებ უზენაეს სასამართლოში შემოსული დასტურიდან ირკვევა, რომ კასატორს ხსენებული განჩინება ჩაბარდა 20.12.07წ. მიუხედავად ამისა, შპს “...” მიერ ხარვეზი არ იქნა გამოსწორებული სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში. შპს “...” დირექტორის ხ. გ-ის მიერ უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის ქვითრიდან და დაზუსტებულ საკასაციო საჩივარზე დასმული კანცელარიის ბეჭდიდან დგინდება, რომ კასატორმა ხარვეზი გამოასწორა 08.01.08წ., რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს წარმოადგენს.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს “....” დირექტორის ხ. გ-ის საკასაციო საჩივარი დატოვებული იქნეს განუხილველად;

2. შპს “...” დირექტორს ხ. გ-ს დაუბრუნდეს 08.01.08წ. (საიდენტ. კოდი 203835038) გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 300 (სამასი) ლარის ოდენობით.

3. უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.